“დილამ” “იბერია 1999”-ს 4:1 მოუგო და გალიდერდა [VIDEO]

ეროვნული ლიგის მეთოთხმეტე ტურში სამი მატჩი გაიმართა. „დილამ“ სტუმრად „იბერია 1999“ 4:1 დაამარცხა და 31 ქულით გალიდერდა. „იბერია 1999“ 29 ქულით მეორე ადგილზეა. „სამგურალმა“ სახლში 2:0 სძლია „გაგრას“, „სამტრედიასა“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრა კი 0:0 დასრულდა. იბერია 1999 – დილა 1:4 გოლები: 0:1 ვაუტერი (13, პენ), 0:2 რუხაძე (20), 0:3 ვაუტერი (35), 1:3 შ. ნონიკაშვილი […]
უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება – ქაცარავას საქმეზე სსს-მ გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცავების მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. “სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 14 მაისს, სამართალდამცავების მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყების საფუძველი დავით ქაცარავას მეუღლის მიერ ცხელ […]
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ასლია იმ კანონისა, რომელიც პუტინმა 2012 წელს მიიღო და გამოიყენეს სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირებისთვის – პრეზიდენტი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ასლია იმ კანონისა, რომელიც პუტინმა 2012 წელს მიიღო და გამოიყენეს სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირებისთვის – პრეზიდენტი ეს არის დუბლიკატი, ასლი იმ კანონისა, რომელიც პუტინმა 2012 წელს მიიღო და კანონი იმისთვის იქნა გამოყენებული, რომ სამოქალაქო საზოგადოების სრული რეპრესირება მომხდარიყო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან საუბარში განაცხადა. „უპირველეს ყოვლისა, ეს […]
მაიკლ როთი პარლამენტთან აქციაზე – ჩვენ არ გვსურს საქართველოს რუსიფიკაცია, გვინდა, რომ ქვეყანას ჰქონდეს რეალური შანსი, გახდეს ჩვენი ოჯახის წევრი, რადგან თქვენ უკვე ხართ ევროპელები

ჩვენ არ გვსურს საქართველოს რუსიფიკაცია, ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ჰქონდეს რეალური შანსი, გახდეს ჩვენი ოჯახის წევრი, რადგან თქვენ უკვე ხართ ევროპელები,- ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკლ როთმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, აქციაზე ის ნამდვილ ევროპელებს შეხვდა ახალგაზრდების სახით, რომლებიც იცავენ საერთო ღირებულებებს, როგორიც არის დემოკრატია და კანონის უზენაესობა. […]
ჯიმ ო’ბრაიენი – “ქართული ოცნების” თანახმად, არსებობს “გლობალური ომის პარტია”, რომელსაც სურს მოახდინოს გადატრიალება და კონსპირაციული თეორიები, თითქოს დასავლეთს სურს, “ქართული ოცნება” აღარ იყოს ხელისუფლებაში, არარეალურია

საქართველოს გადაწყვეტილება, რომ არ იყოს შესაბამისობაში [“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი] ევროკავშირთან და მის სტანდარტებთან, ეს იქნება უარყოფა იმ განაცხადისა, რაც არის დაფიქსირებული კონსტიტუციაში, რაც გულისხმობს ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანებას – თუ კი ვთქვათ, მოხდება ამ კანონის ისე შეცვლა, რომელიც დააკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც არის მოთხოვნებში, ეს გააძლიერებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და არა თუ დარჩება […]
მამუკა ხაზარაძე – მოთხოვნა დღეიდან უნდა იყოს: „არა რუსულ ხელისუფლებას“ – უნდა მოვემზადოთ, თუ საჭირო გახდა საყოველთაო გაფიცვისთვის

მოთხოვნა დღეიდან უნდა იყოს – „არა რუსულ ხელისუფლებას“ – უნდა მოვემზადოთ, უახლოეს ხანში თუ საჭირო გახდა საყოველთაო გაფიცვისთვის, – ასე მიმართა „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ აქციის მონაწილეებს, სცენაზე გამოსვლისას. ხაზარაძის თქმით, ეს ბრძოლა ბოლომდე იქნება მიყვანილი, მანამ სანამ ქვეყანა სრულად თავისუფალი არ იქნება. „მინდა გულწრფელი პატივისცემა დაგიდასტუროთ თითოეულ თქვენგანს და მინდა გითხრათ, რომ ეს ბრძოლა […]
სალომე ზურაბიშვილი – ჩვენი ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, მაგრამ ამან საქართველოს ევროპული გზიდან არ გადაახვევინა და მომავალშიც ვერ გაგვაჩერებს – ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც რუსეთს სურს

კი, ჩვენი ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, მაგრამ ამან საქართველოს მისი ევროპული გზიდან არ გადაახვევინა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან საუბარში განაცხადა. „ვფიქრობ, რომ რუსეთი ამის გამო იყო შეშფოთებული და უფრო შეშფოთდა, როდესაც [ევროინტეგრაცია] სულ უფრო და უფრო ახლოვდება, ვინაიდან კანდიდატის სტატუსი უკვე გვაქვს და შეგვიძლია გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა. და […]
ომბუდსმენი – შემაშფოთებელია სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფორმები, რომლის შედეგიც საზოგადოებამ დავით ქაცარავას სხეულზე და სახეზე არსებული დაზიანებების ფოტომასალის გავრცელებისას იხილა

შემაშფოთებელია სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ის ფორმები, რომლის შედეგიც ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ დაკავებული დავით ქაცარავას სხეულზე/სახეზე არსებული დაზიანებების ფოტომასალის გავრცელებისას იხილა , – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს. სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, იმოქმედონ კანონის შესაბამისად და არ განახორციელონ მოქალაქეებზე არასათანადო მოპყრობა. „სახალხო დამცველის რწმუნებული დაუყოვნებლივ მივიდა კლინიკაში დავით ქაცარავას მდგომარეობის […]
პრემიერი – სახიფათო ხალხთან გვაქვს საქმე „გლობალური ომის პარტიის“ სახით – ო’ბრაიენს გავუზიარე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის დაახლოებით, 30%

დახურულ შეხვედრაზეც რთულია ამ თემაზე [„გლობალური ომის პარტიაზე“] საუბარი, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება ძალიან უხერხულ და სახიფათო საკითხს – ო’ბრაიენს გავუზიარე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის დაახლოებით 30%, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას ესაუბრა თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენს „გლობალური ომის პარტიის“ საკითხზე. […]
ზურა ჯაფარიძე – აქ დგომა ყოველდღე, ყოველ საღამოს, ღამეების თენება, არც საქმე და არც ტვირთია – ამ იდიოტებს არ ესმით, რომ ეს არის თითოეული ჩვენგანის პრივილეგია

აქ დგომა ყოველდღე, ყოველ საღამოს, ბევრი საათი, ღამეების თენება, არც საქმე და არც ტვირთია. ამ იდიოტებს არ ესმით, რომ ეს არის თითოეული ჩვენგანის პრივილეგია, – ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, გამარჯვების ერთადერთი გზა ერთობაა. „ეს არის ცივილიზაციური ბრძოლა, აი, ისეთი, წიგნებში რომ წაგიკითხავთ, სადაც არამხოლოდ […]