კობახიძემ მიანიშნა ახალ კონსპირაციაზე, რომლისაც ბიძინა ივანიშვილს სჯერა

ბიძინა ივანიშვილს სჯერა, რომ არსებობს კავშირი შვეიცარიულ ბანკში ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მხრიდან მისი თანხების მოპარვასა და 2007-2008 წლებში მიხეილ სააკაშვილთან მისი დაპირისპირების დაწყებას შორის. ამ საკითხზე დღეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. საქმე ეხება გახმაურებულ ფინანსურ დავას ივანიშვილსა და შვეიცარიულ ბანკ კრედიტ სუისს შორის, რომელიც ცოტა ხნის წინ გაკოტრდა. როგორც გაირკვა, ივანიშვილის თანხებს […]

ვგმობთ ხელისუფლების მცდელობას, მოქალაქეების დაშინებითა მიიღოს რუსული კანონი – არქიტექტორები და დიზაინერები

550-ზე მეტი ქართველი არქიტექტორი და დიზაინერი რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. მათი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ამ კანონის მისაღებად ახალისებს ძალადობრივ გარემოსა და პოლარიზაციას საქართველოში. “მიგვაჩნია, რომ კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, ცვლის მის კურსს ევროპული ორბიტიდან და რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის განვითარებას. ქართველი არქიტექტორები და დიზაინერები ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების მცდელობას, საკუთარი მოქალაქეების დაშინებითა და […]

პრეზიდენტი – წინ გავუძღვები პროევროპულ ფრონტს არჩევნებზე, რომელიც გარკვეულწილად რეფერენდუმი იქნება – არა პირდაპირი ჩართულობით, არამედ პროდასავლური პარტიების ფრონტისა და სამოქალაქო საზოგადოების გარანტორი ვიქნები

მე წინ გავუძღვები პროევროპულ ფრონტს ამ არჩევნებზე, რომელიც გარკვეულწილად რეფერენდუმი იქნება – არა ჩემი პირდაპირი ჩართულობით არჩევნებში, არამედ ამ პროდასავლური და პროევროპული პოლიტიკური პარტიების ფრონტისა და სამოქალაქო საზოგადოების გარანტორი ვიქნები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან საუბარში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოში არსებული ვითარება განსხვავდება უკრაინისგან, თუმცა მეთოდები მსგავსია, ის, თუ როგორ იქცევა რუსეთი. […]

მომიტინგეებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს – ადგილზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად პარალიზებულია

აქციის მონაწილეებმა, რომლებმაც პარლამენტთან მიმდებარე აქციიდან გმირთა მოედანთან გადაინაცვლეს, გზა გადაკეტეს. ამ დროისთვის, გმირთა მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად პარალიზებულია. კერძოდ, საგზაო მოძრაობა შეზღუდულია გმირთა მოედანზე მდებარე ყველა ესტაკადაზე, ასევე, მოძრაობა პარალიზებულია ვარაზისხევისკენ ასასვლელ გზაზე და კოსტავას ქუჩისკენ მიმავალ გვირაბში. პროტესტის მონაწილეებმა აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შეკრებილებს განუცხადეს, რომ გმირთა მოედანზე აქციის რამდენიმე […]

,,ვეძებთ ბიძაჩემს მანუჩარ რაზმაძეს, რომელიც რობოკოპებთან შევარდა სრულიად უცნობი ადამიანის დასახმარებლად“

ფეისბუქ-ჯგუფში ,,დაიტოვე” ანასტასია პაპავა ფოტოს აქვეყენბს და ბიძის მოძებნაში დახმარებას ითხოვს: ,,მეგობრებო ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ, ვეძებთ ბიძაჩემს მანუჩარ რაზმაძეს, რომელიც რობოკოპებთან შევარდა სრულიად უცნობი ადამიანის დასახმარებლად თუ სადმე შეამჩნევთ ან შეგიძლიათ რაიმე რჩევის მოცემა გთხოვთ დამიკავშირდეთ!!”

სამართალდამცავებს აქვთ ნიღბების ტარების უფლება, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, თუმცა ამის უფლება არ უნდა ჰქონდეთ მომიტინგეებს – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა: ,, „რაც შეეხება ინცინდენტებს, გამოძება არის დაწყებული, მათ შორის, პერსონალური გამოძიება, მთელ რიგ საქმეებთან დაკავშირებით. ეს გამოძიება, ბუნებრივია, გრძელდება. რაც შეეხება ჩართულობას, სამართალდამცავები წყვეტენ ამას სტანდარტების მიხედვით, აგრძელებს თუ არა შესაბამისი პირი მონაწილეობას შესაბამის მოქმედებებში. რაც შეეხება ნიღბებს, ნიღბების ტარება სამართალდამცავების მიერ ეს არის საერთაშორისო სტანდარტი. საინტერესო ის არის, რომ ნიღბების […]

“ეპილეფსიის მძიმე ფორმა აქვს” – ეძებენ კიდევ ერთ გატაცებულს

ტვ პირველის ინფორმაციით, გმირთა მოედანზე ფორმიანი პირების მიერ წაყვანილ კონსტანტინე თოხაძეს ახლობლები ეძებენ – ოჯახის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, აქვს ეპილეფსიის მძიმე ფორმა. დაკავებისას, კონსტანტინე ამბობდა, რომ იხრჩობა და ცუდადაა, თუმცა, ის მანქანაში ჩატენეს. არსებული ინფორმაციით, საქმის კურსშია სახალხო დამცველის აპარატიც.

მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი დიალოგი შედგა, ორსაათნახევრიანი, საერთოდ არ ყოფილა ნახსენები სანქციები

2008 წელს დაიწყო ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვა, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ყოველგვარ კომუნიკაციაზე უთხრა მიხეილ სააკაშვილს უარი, ეს იყო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბების შემდეგ. ასევე 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ და უშუალოდ უკრაინაში ომის დაწყებიდან ორ კვირაში, პრაქტიკულად გაიყინა მისი ანგარიში, რასაც მოჰყვა ასევე სხვა ნაბიჯები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ […]

საგამოძიებო: პოლიციის მხრიდან ქაცარავაზე უფლებამოსილების გადამეტებაზე გამოძიება დავიწყეთ

უწყების ცნობით, გამოძიების დაწყების საფუძველი დავით ქაცარავას ცოლის მიერ ცხელ ხაზზე დაფიქსირებული შეტყობინება გახდა, სადაც მან განაცხადა, რომ მის მეუღლეს დაკავებისას პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციის მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას […]

ომბუდსმენი: შემაშფოთებელია ქაცარავაზე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფორმები

სახალხო დამცველის შეფასებით, “შემაშფოთებელია სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ის ფორმები, რომლის შედეგიც ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ დაკავებული დავით ქაცარავას სხეულსა და სახეზე არსებული დაზიანებების ფოტომასალის გავრცელებისას იხილა”. ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლევან იოსელიანი დაუყოვნებლივ მივიდა კლინიკაში დავით ქაცარავას მოსანახულებლად, თუმცა დაზიანებების ხარისხის გამო, მას უტარდება ოპერაცია და ნახვა ამ დროისთვის შეუძლებელია. “სახალხო დამცველი […]