მომიტინგეება გმირთა მოედანი გადაკეტეს – ადგილზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად პარალიზებულია

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც პარლამენტთან მიმდებარე აქციიდან გმირთა მოედანთან გადაინაცვლეს, გზა გადაკეტეს. ამ დროისთვის, გმირთა მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად პარალიზებულია. კერძოდ, საგზაო მოძრაობა შეზღუდულია გმირთა მოედანზე მდებარე ყველა ესტაკადაზე, ასევე, მოძრაობა პარალიზებულია ვარაზისხევისკენ ასასვლელ გზაზე და კოსტავას ქუჩისკენ მიმავალ გვირაბში. პროტესტის მონაწილეებმა აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შეკრებილებს განუცხადეს, რომ გმირთა მოედანზე აქციის რამდენიმე […]

თუ ვენეციის კომისიას უნდა რაიმეს წარმოდგენა, წარმოადგინოს 28 მაისამდე, მერე დაგვიანებული იქნება – პრემიერი ე.წ. „რუსულ კანონზე“

თუ ვენეციის კომისიას უნდა რაიმეს წარმოდგენა, წარმოადგინოს 28 მაისამდე, მერე დაგვიანებული იქნებ, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ჟურნალისტებს, სადაც კითხვა დაისვა, „რუსულ კანონთან” დაკავშირებით, რატომ არ ელოდებოდნენ ვენეციის კომისიის დასკვნას? „დღეიდან არის 2 კვირა ვიდრე პრეზიდენტი ვეტოს წარმოადგენს. პროცედურა კი არის ასეთი: ვეტოს ვადის გასვლის შემდეგ უნდა იყოს წარმოდგენილი პრეზიდენტის კანონპროექტი, მეორე ალტერნატივა […]

ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთიდან ურანის იმპორტს კრძალავს

თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსული ურანის შეერთებულ შტატებში იმპორტს კრძალავს. თავის მხრივ, პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ბაიდენის მიერ ხელმოწერილი აკრძალვა ხელს შეუწყობს შეერთებული შტატების „ენერგეტიკისა და ეკონომიკური უსაფრთხოების“ გაძლიერებას „სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სფეროში რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებით“. მანამდე კანონს, რომელიც რუსეთიდან ურანის იმპორტს კრძალავს, აშშ-ის […]

დავით ქაცარავას ოპერაცია ჩაუტარდა, მოტეხილი აქვს ყვრიმალის ძვალი

14 მაისს, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულ დავით ქაცარავას, „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წარმომადგენელს, ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ინგოროყვას კლინიკის ექიმი ამბობს, მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია: „პაციენტი შემოუვანილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ. აღენიშნებოდა სახის ძვლების ტრავმა. გაკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია. მოტეხილი იყო ყვრიმალის ძვალი. ზედა ყბის ძვლები. გაკეთდა ოპერაცია, ყველაფერი რიგზეა. ალბათ ორი-სამი დღე დარჩება სტაციონარში. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“. […]

პოლიციამ 180-ზე მეტი ადამიანი დააკავა “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციებზე 15 აპრილიდან 14 მაისის ჩათვლით

პოლიციამ “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციებზე, 15 აპრილიდან 9 მაისის საღამოს 9 საათამდე, 185 ადამიანი დააკავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის. 9 მაისს აქციებში მონაწილე კიდევ 6 ადამიანი დააკავეს – გამოძიება მათ სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენას, პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება. დაკავებულთა ნაწილი პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე, არასათანადო მოპყრობაზე, ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და […]

ირაკლი კობახიძე: ჩვენს აქციებზე იყო დაახლოებით ხუთჯერ მეტი გამოსული

„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მონაწილეთა რაოდენობა შეაფასა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა ხუთჯერ აღემატება ბოლო დროს საპროტესტოდ გამოსულ დემონსტრანტებს. „ყველამ ნახეთ, რომ ჩვენს აქციებზე იყო დაახლოებით ხუთჯერ მეტი გამოსული, ვიდრე ოპოზიციის აქციებზე. ეს არის ის თანაფარდობა, რაც არსებობს „ქართულ ოცნებასა“ და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შორის. რაც არის […]

თეთრი სახლი: კანონის საბოლოოდ დამტკიცება გვაიძულებს ფუნდამენტურად გადავხედოთ საქართველოსთან ურთიერთობებს

„ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში კრემლის ყაიდის უცხოური აგენტების კანონმდებლობით, რომელიც სულ ახლახან დამტკიცდა პარლამენტის მიერ და მოველით, რომ პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს. იმ ფონზე, როცა არ არის ნათელი პარლამენტი დაძლევს თუ არა პოტენციურ ვეტოს, ჩვენ პირდაპირ ვაცხადებთ ჩვენს შეშფოთებაზე იმ კანონმდებლობის გამო, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და დააშორებს საქართველოს ევროკავშირის ღირებულებებს და ნუ დაგვავიწყდება, რომ […]

აქციაზე მივიდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები

14 მაისს, პარლამენტთან “აგენტების კანონის” წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე თბილისში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები მივიდნენ და აქციის მონაწილეებს სცენიდან სიტყვით მიმართეს. “შეაჩერეთ ეს კანონი” – ასე მიმართა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა საქართველოს ხელისუფლებას: “სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონდა შესაძლებლობა, რომ შევხვედროდით ხელისუფლების წარმომადგენლებს. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, […]

ექიმის თქმით, ქაცარავას ყვრიმალის ძვალი აქვს მოტეხილი, მას ოპერაცია ჩაუტარდა

ექიმის თქმით, დავით ქაცარავას ყვრიმალის ძვალი აქვს მოტეხილი. მისივე ინფორმაციით, ქაცარავას ოპერაცია ჩაუტარდა და ის რამდენიმე დღე კლინიკაში დარჩება. “პაციენტი შემოვიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, აღენიშნებოდა სახის ძვლების ტრავმა. გაკეთდა კომპიუტერული ტომოგრამა მოტეხილი იყო ყვრიმალის ძვალი. ყველაფერი რიგზეა. დამთავრდა ოპერაცია, ყველაფერი რიგზეა. ცოტა ხანი დარჩება სტაციონარში, ორი დღე ალბათ. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”- თქვა ექიმმა. ანტისაოკუპაციო მოძრაობის […]

,,ორმა რამემ ჩააგდო შოკში ო’ბრაიანი“ – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი: ,,ორმა რამემ ჩააგდო შოკში ო’ბრაიანი: ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის მიდრეკილებამ შეთქმულების თეორებისადმი და ქართველი ჟურნალისტების უზრდელობამ ტიპი გააქციეს პრესკონფერენციიდან”