სალომე ზურაბიშვილი: არჩევნებზე მე ვიქნები პროევროპული ფრონტის ლიდერი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და მოახლოვებული არჩევნების გეგმებზე ისაუბრა. მან თქვა, რომ აპირებს არჩევნებზე იყოს პროევროპული ფრონტის ლიდერი და ამას გააკეთებს არჩევნებში არა უშუალოდ ჩართვით, არამედ იქნება პარტიებისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის პროდასავლური ფრონტის გარანტორი. “საქართველოს მოსახლეობამ უკვე ბევრი ტესტი ჩააბარა და […]
„ძალიან მალე განვიხილავთ“ – ო’ბრაიენი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი თბილისში ვიზიტის დროს აცხადებს, რომ პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას აშშ „ძალიან მალე“ განიხილავს. ჟურნალისტების კითხვაზე, განიხილავს თუ არა აშშ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ჯიმ ო’ბრაიენმა განაცხადა: „ის ფიქრობს, რომ უკვე გვაქვს სანქციები დაწესებული. თუ ის დგას ყველაფრის სათავეში, […]
პარლამენტში 15 მაისის 09:30 საათიდან მის მოხსნამდე უსაფრთხოების „ყვითელი დონე“ იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, 15 მაისის 09:30 საათიდან მის მოხსნამდე, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს […]
ზურაბ ჯაფარიძე – აქ დგომა ყოველდღე, ყოველ საღამოს, ღამეების თენება, არც საქმე და არც ტვირთია – ამ იდიოტებს არ ესმით, რომ ეს არის თითოეული ჩვენგანის პრივილეგია

აქ დგომა ყოველდღე, ყოველ საღამოს, ბევრი საათი, ღამეების თენება, არც საქმე და არც ტვირთია. ამ იდიოტებს არ ესმით, რომ ეს არის თითოეული ჩვენგანის პრივილეგია, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, გამარჯვების ერთადერთი გზა ერთობაა. „ეს არის ცივილიზაციური ბრძოლა, აი, ისეთი, წიგნებში რომ წაგიკითხავთ, სადაც […]
პრეზიდენტი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ასლია იმ კანონისა, რომელიც პუტინმა 2012 წელს მიიღო და გამოიყენეს სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიებისთვის – ეს კანონი საგანგაშოა ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა

ეს არის დუბლიკატი, ასლი იმ კანონისა, რომელიც პუტინმა 2012 წელს მიიღო და კანონი იმისთვის იქნა გამოყენებული, რომ სამოქალაქო საზოგადოების სრული რეპრესირება მომხდარიყო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან საუბარში განაცხადა. „უპირველეს ყოვლისა, ეს არის დუბლიკატი, ასლი იმ კანონისა, რომელიც პუტინმა 2012 წელს მიიღო და კანონი იმისთვის იქნა გამოყენებული, რომ სამოქალაქო საზოგადოების სრული რეპრესირება […]
ჯიმ ო’ბრაიენი – “ქართული ოცნების” თანახმად, არსებობს “გლობალური ომის პარტია”, რომელსაც სურს მოახდინოს გადატრიალება და კონსპირაციული თეორიები, თითქოს დასავლეთს სურს, “ქართული ოცნება” აღარ იყოს ხელისუფლებაში, ეს არარეალურია

საქართველოს გადაწყვეტილება, რომ არ იყოს შესაბამისობაში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი ევროკავშირთან და მის სტანდარტებთან, იქნება უარყოფა იმ განაცხადისა, რაც დაფიქსირებულია კონსტიტუციაში, რაც გულისხმობს ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანებას,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენმა ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებები, რომ არსებობს “გლობალური ომის პარტია”, რომელსაც […]
მსხვილი კორპორაციები საფრანგეთში €15 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებენ

მსხვილი კორპორაციები საფრანგეთში €15 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებენ Microsoft, Amazon, Pfizer და რიგი სხვა კორპორაციები საფრანგეთში, რეკორდული, 15 მილიარდი ევროს ინვესტირებას გეგმავენ. ამის შესახებ ინცორმაციას sciencebusiness-ი ავრცელებს. Microsoft-ი გამოყოფს 4 მილიარდ ევროს, რაც მისთვის რეკორდული ინვესტიციის მოცულობაა ქვეყანაში 41 წლის განმავლობაში. ცნობილია, რომ თანხა საფრანგეთში ღრუბლოვანი სერვისებისა და ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის შექმნას მოხმარდება. Amazon, თავის მხრივ, […]
კანონი იუსტიციის სამინისტროს აძლევს უფლებას, ჰქონდეს წვდომა არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ ყველა მასალაზე, დაუწესოს ჯარიმები და შემდეგ გასაჩივრდეს, ეს ამერიკული კანონის საწინააღმდეგო მიდგომაა – ჯიმ ო’ბრაიენი

კანონი იუსტიციის სამინისტროს აძლევს უფლებას, ჰქონდეს წვდომა არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ ყველა მასალაზე, დაუწესოს ჯარიმები და შემდეგ გასაჩივრდეს, ეს ამერიკული კანონის საწინააღმდეგო მიდგომაა – ჯიმ ო’ბრაიენი განვიხილეთ კანონთან დაკავშირებული სირთულეები, წუხილი ფოკუსირებულია იმაზე, რომ კანონი არ არის სრულად ინკლუზიური და ეხება მხოლოდ უცხო და პრაქტიკაში ზოგიერთი დაფინანსების კონკრეტულ უცხო წყაროებს, – ამის შესახებ ევროპისა და […]
“სხვას არც ველოდი.. თუმცა ამით ეს პროცესი არ დასრულებულა“ – ნიკოლოზ რაჭველი საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე

საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ გამჭვირვალობის კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ რაჭველი ეხმაურება. “სხვას არც ველოდი… თუმცა ამით ეს პროცესი არ დასრულებულა, ამით ჯერ მხოლოდ ეს 84-ნი დასრულდნენ, სამარადისოდ!“. – წერს ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში.
კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი, ზვიად ქორიძე ტოვებს

კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი, ზვიად ქორიძე ტოვებს. როგორც ის აღნიშნავს, თავის ვალდებულებებს სტუდენტების წინაშე ამ სემესტრის ბოლომდე შეასრულებს. ქორიძე მიიჩნევს, რომ პროტესტი არათუ აზიანებს სასწავლო პროცესს, იგი სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილია და აძლიერებს სტუდენტობის სამოქალაქო პათოსს. “ძალიან რთულია ჩემთვის ამ სტატუსის დაწერა, რადგან 16 წელი ვიყავი კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის მოწვეული ლექტორი. დღეს მივიღე […]