საფრანგეთის ელჩი: დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა მიუღებელია

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი X-ზე სახალხო დამცველის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც საუბარია დავით ქაცარავაძე თავდასხმაზე. ელჩი აცხადებს, რომ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა მიუღებელია. “თბილისის პროტესტი. მოგიწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ. დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა მიუღებელია და უნდა იქნას გამოძიებული”, – აღნიშნულია ელჩის განცხადებაში. #TbilisiProtests . Calling for calm and restraint. Violence against demonstrators & […]
ლევან ხაბეიშვილი – გამარჯვება ძალიან ახლოსაა, ეს არის შეშინებული, გავეშებული ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლებას კარგავს, აღარანაირი მხარდაჭერა არ აქვს, ამიტომ მტკიცედ უნდა დავდგეთ ყველა და ვინც ახლა ტელევიზიით გვიყურებს, უნდა გამოვიდეს რუსთაველზე

დღეს დათო ქაცარავას ყველამ უყურა პირდაპირ ეთერში, რომ ის მხოლოდ რამდენიმე მეტრის მოშორებით საუბრობდა, მოიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს არის შეშინებული, გავეშებული ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლებას კარგავს, აღარანაირი მხარდაჭერა არ აქვს, ამიტომ მტკიცედ უნდა დავდგეთ ყველა, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრის, დავით ქაცარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრისას. ლევან ხაბეიშვილის […]
ჩვენ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება და ამ კანონის მიიღება საქართველოს გეზს არ შეესაბამება… ეს კანონი აბსოლუტურად უაზროა – გიორგი ქობულია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას აზრით, „ეს კანონი აბსოლუტურად უაზროა“. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქართველოს პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული ე.წ. რუსული კანონის შეფასებისას განაცხადა. „ჩვენ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება და ამ კანონის მიიღება საქართველოს გეზს არ შეესაბამება… ეს კანონი აბსოლუტურად უაზროა”, – ამბობს გიორგი ქობულია. „ქართული ოცნების“ მთავრობის ყოფილ […]
ადვოკატის ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე დააკავეს, დიღმის სამმართველოშია გადაყვანილი

აქციაზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი დიღმის სამმართველოშია გადაყვანილი. როგორც “ინტერპრესნიუსს” დაკავებულის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ განუცხადა, ის სამართალდამცველებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. აქვს თუ არა დაკავებულს დაზიანებები, ამის შესახებ ადვოკატს დადასტურებული ინფორმაცია არ აქვს.
აქციის მონაწილეების ნაწილმა გმირთა მოედნიდან მსვლელობით მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადაინაცვლა, ნაწილი კი ჭავჭავაძის გამზირისკენ გაემართა

აქციის მონაწილეების ნაწილმა, რომლებიც გმირთა მოედანზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მესამე მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ, მსვლელობით მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადაინაცვლა. “მეტი ტერიტორია უნდა მოვიცვათ და ყველას გავაგებინოთ, რომ ვერ გაგვარუსებენ. ჩვენ ვართ საქართველო! არ აყვეთ შესაძლო პროვოკაციებს, იყავით მშვიდად. გახსოვდეთ, რომ სასწრაფოს ყველა მანქანას ვუთმობთ გზას”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები. გარდა ამისა, აქციის მონაწილეების კიდევ […]
ექიმი – დავით ქაცარავას ჩაუტარდა ოპერაცია – მხედველობის მიმართულებით როგორია მისი მდგომარეობა, დილით გვეცოდინება

ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრის, დავით ქაცარავას ოპერაცია დასრულდა და ის ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის „ემერჯენსის“ განყოფილების ხელმძღვანელმა, ანა დალაქიშვილმა განუცხადა, პაციენტის ოპერაცია წარმატებით დასრულდა. „მას სახის არეში ჰქონდა დაზიანებები, ჩაუტარდა ოპერაცია და ოპერაცია წარმატებით დასრულდა. პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ინტენსიურ თერაპიაშია. მხედველობის მიმართულებით მისი მდგომარეობა როგორია, ჯერ არ ვიცით, გვეცოდინება დილით. ოპერაციული ჩარევა […]
ალეკო ელისაშვილი – „მოქალაქეები“ ვუერთდებით ბოიკოტს – პოლიტიკური პროცესი ახლა ქუჩაშია მშვიდობიანი წინააღმდეგობის სახით რუსული ხელისუფლებისა და რუსული კანონის წინააღმდეგ

პოლიტიკური პარტია „მოქალაქეები“ საპარლამენტო ბოიკოტს უერთდება. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა. ალეკო ელისაშვილის თქმით, პოლიტიკური პროცესი ახლა არის ქუჩაში, მშვიდობიანი წინააღმდეგობის სახით. „დიახ, ჩვენ ვუერთდებით ბოიკოტს. მე და ქეთი თურაზაშვილი წარმოვადგენთ პარლამენტში პარტიას „მოქალაქეები“ და ახლა იმ პარლამენტში რაიმე რუტინულ საქმიანობაში მონაწილეობის ვერანაირ აზრს ვერ ვხედავთ. ოთხი წელი მართლა გულით ვცდილობდი, რომ […]
“აქვს ყვრიმალის, ზედა ყბისა და თვალის ბუდის მრავლობითი მოტეხილობა” – დავით ქაცარავას ოპერაცია ჩაუტარდა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტ დავით ქაცარავას, რომელიც პოლიციამ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავა, ოპერაცია ჩაუტარდა. ქაცარავას ცოლის, სოფია ხაჭაპურიძის ინფორმაციით მას სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა აქვს. “დასრულდა ოპერაცია. მადლობა ექიმებს უმაღლესი დონის პროფესიონალიზმისთვის. იმედია ისინი ობიექტურად და სამართლიანად შეაფასებენ მის მდგომარეობას რა მდგომარეობითაც შეიყვანეს კლინიკაში. სამართლებრივი შეფასებისთვის ესაა უმნიშვნელოვანესი. სასტიკი მეთოდით, მრავალი ადამიანის მიერ სახეში გამეტებით […]
რუსული კანონი, ივანიშვილის კონსპირაციები — რა საკითხები განიხილა ო’ბრაიენმა საქართველოში

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ობრაიენმა თქვა, რომ საქართველოში ვიზიტისას განხილვების არანაკლებ მნიშვნელოვანი თემა, სადავო კანონპროექტის გარდა, იყო „ქართული ოცნების“ ლიდერთა დამოკიდებულებები აშშ-სთან საქართველოს პარტნიორულ ურთიერთობებზე. „ჩვენ ჩამოვედით იმიტომ, აშშ ძალიან აფასებს საქართველოსთან ურთიერთობას. ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც სტრატეგიულ პარტნიორობას. საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი განცხადებები და გადაწყვეტილებები, რომლებიც პარლამენტში მიიღება, კითხვის ნიშანს […]
კობახიძე: პრეზიდენტის ვეტოში ავსახოთ ვენეციის კომისიის დასკვნა და მზად ვართ, ჯანსაღი მსჯელობისთვის

“მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალობის კანონზე ვენეციის კომისიამ 28 მაისამდე წარმოადგინოს საკუთარი შენიშვნები, ამის მერე იქნება დაგვიანებული, მათზეა დამოკიდებული, წარმოადგენენ განვიხილავთ, არ წარმოადგენენ ვერ განვიხილავთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეიდან არის ორი კვირა, ვიდრე პრეზიდენტი კანონპროექტზე წარმოადგენს საკუთარ ვეტოს. „როგორც მოგეხსენებათ, პროცედურა არის ასეთი, ვეტოს ვადის გასვლის […]