თეთრი სახლის პრეს-სპიკერი: კანონის ამოქმედება გვაიძულებს გადავხედოთ საქართველოსთან ურთიერთობას

მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა, ე.წ. „აგენტების კანონი“ პლენარულ სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო, უარყოფითი შეფასებები არ წყდება საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან. “ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოში კრემლის სტილის უცხოური აგენტების კანონმდებლობით, რომელიც პარლამენტმა მიიღო და ველოდებით, რომ პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულ კანონპროექტს სამშაბათს თეთრი სახლის […]
ბათუმში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ევროპის მოედანზე დასრულდა

ბათუმში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ევროპის მოედანზე დასრულდა. სტუდენტებმა საპროტესტო აქცია ბათუმის უნივერსიტეტის შენობიდან დაიწყეს და ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს შეძახილებით – “არა რუსულ კანონს”. აქციის მონაწილეებმა საბაგიროსთან, ქალაქში მთავარი შესასვლელი გადაკეტეს და ჰიმნი შეასრულეს, შემდეგ აჭარის მთავრობის სახლთან მივიდნენ, სადაც ხელისუფლებას მიმართეს რომ წარმოდგენილი კანონპროექტი უკან გაიწვიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტი არ […]
ადვოკატი ლაზარეზე: სპეცრაზმელებმა სცემეს, გონება დაკარგა, დაზიანებები აქვს თავსა და სახეში

ადვოკატ ეკა ქობესაშვილის თქმით, დღეს აქციაზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს რამდენიმე სპეცრაზმელი გაუსწორდა ფიზიკურად – მას აქვს დაზიანებები სახისა და თავის არეში. ადვოკატის თქმითვე, ლაზარემ ცემის დროს გონება დაკარგა და გარკვეული მომენტები არ ახსოვს. ამაზე იურისტმა მთავარ არხთან ისაუბრა. ქობესაშვილის ცნობითვე, გრიგორიადისი უკვე მოინახულა ექიმმა. ის დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ლაზარე დღეს აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. […]
შევხედავთ, რას გააკეთებს საქართველოს პარლამენტი, მაგრამ ის თუ მიიღებს ამ კანონმდებლობას, გვაიძულებს, გადავაფასოთ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან – თეთრი სახლის პრესმდივანი

შევხედავთ, რას გააკეთებს საქართველოს პარლამენტი, მაგრამ ის თუ მიიღებს ამ კანონმდებლობას, გვაიძულებს, გადავაფასოთ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან – თეთრი სახლის პრესმდივანი ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოს კრემლის სტილის „უცხოელი აგენტების“ კანონმდებლობით, რომელიც პარლამენტმა ახლახან დაამტკიცა და ველით, რომ პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა. თეთრი სახლის პრესმდივანს ჰკითხეს: „აქვს […]
ირაკლი კობახიძე: სახიფათო ხალხთან გვაქვს საქმე, „გლობალური ომის პარტიის“ სახით

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ ბრაიენთან გამართული შეხვედრის შესახებ ილაპარაკა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე. პრემიერმა კვლავ ახსენა „გლობალური ომის პარტია“, თუმცა აღნიშნა, რომ დახურულ შეხვედრაზეც კი სახიფათოა ამ თემის განხილვა. კობახიძის თქმით, ო’ ბრაიენს მხოლოდ ინფორმაციის 30% გაუზიარა. „ჩვენ ამ თემაზე [„გლობალურ ომის პარტიაზე“] იცით, რომ გახსნილად […]
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს

ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს. ისინი ადგილზე რუსთაველის გამზირიდან, პარლამენტიდან მსვლელობით დაიძრნენ მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ იქ აქციის მონაწილეების ნაწილს პოლიცია აკავებდა. მანამდე, პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე თბილისში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები მივიდნენ და აქციის მონაწილეებს სცენიდან სიტყვით მიმართეს. “შეაჩერეთ ეს კანონი” – […]
ბლინკენი: კიევისადმი ამერიკის დახმარება ბრძოლის ველზე ვითარებას შეცვლის

ამერიკის ადმინისტრაცია აპირებს გამოიყენოს აშშ-ის კონგრესისგან მინიჭებული ახალი უფლებამოსილებები, კონფისკაცია გაუკეთოს რუსეთის აქტივებს და უკრაინის აღდგენას მოახმაროს ისინი. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ბლინკენის სიტყვებით, ვაშინგტონი „დიდ შვიდეულში“ თავის პარტნიორებთან თანამშრომლობს, რათა გაყინული რუსული აქტივები კიევის ზარალის ასანაზღაურებლად იქნეს გამოყენებული. ბლინკენმა ასევე აღნიშნა, […]
ო’ბრაიენი: კანონი ხლეჩს საქართველო-ამერიკის პარტნიორობას

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი თბილისში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრა. “მე აქ ჩამოვედი, რადგან ამერიკა ძალიან აფასებს ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან და ამას სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში ვუყურებთ”, – ასე დაიწყო შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა საუბარი ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრისას. ო’ბრაიენის თქმით, მან თბილისში […]
ერთი მიზეზი მითხარი რატომ ვარ პროვოკატორი? მტკივა რომ მირტყამ…“ – რატომ ატირდა აქციაზე ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებს ემოციურად მიმართა. აქციაზე მყოფ პოლიციელებს მსახიობმა მას შემდეგ მიმართა, რაც მას ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა პროვოკატორი უწოდეს: “ერთი მიზეზი მითხარი რატომ ვარ პროვოკატორი? მტკივა რომ მირტყამ, რამდენიც არ უნდა მირტყა მე ამ ქვეყანას არ დავუთმობ რუსეთს, მე მაძლიერებს მამაჩემის სული და მისი ხსოვნა და ვიდგები ბოლომდე. შენ გაძლიერებს […]
თეთრი სახლი: თუ კანონს საბოლოოდ მიიღებენ, გვაიძულებს, გადავაფასოთ ურთიერთობა საქართველოსთან

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ თუ პარლამენტი რუსულ კანონს საბოლოოდ მიიღებს, “იძულებული იქნებიან, საქართველოსთან ურთიერთობები გადააფასონ”. ეს თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა. კარინ ჟან-პიერის განცხადებით, კანონი ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და კიდევ უფრო დააშორებს საქართველოს ევროკავშირის ღირებულებებს. “ჩვენ გვაქვს განცხადება ამის თაობაზე – ჩვენ ღრმად ვართ შეწუხებული საქართველოში, კრემლის სტილის უცხოური აგენტების კანონმდებლობით, რომელიც ახლახან დამტკიცდა, […]