“მეტი ტერიტორია უნდა მოვიცვათ” – გადაკეტილია თბილისის რამდენიმე გამზირი: სად რა ვითარებაა ამ დროისთვის

აქციის მონაწილეების ნაწილმა, რომლებიც გმირთა მოედანზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მესამე მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ, მსვლელობით მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადაინაცვლა. მეტი ტერიტორია უნდა მოვიცვათ და ყველას გავაგებინოთ, რომ ვერ გაგვარუსებენ. ჩვენ ვართ საქართველო! “არ აჰყვეთ შესაძლო პროვოკაციებს, იყავით მშვიდად. გახსოვდეთ, რომ სასწრაფოს ყველა მანქანას ვუთმობთ გზას”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები. გარდა ამისა, აქციის მონაწილეების კიდევ […]
გმირთა მოედანზე ნაწილობრივ, ხოლო მტკვრის მარცხენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგა

გმირთა მოედანზე ნაწილობრივ, ხოლო მტკვრის მარცხენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგა. ამ დროისთვის, აქციის მონაწილეებს საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილი აქვთ ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირზე. აქციის მონაწილეები, რომლებმაც მარცხენა სანაპირო გადაკეტეს, მსვლელობით კვლავ გმირთა მოედნის მიმართულებით ბრუნდებიან. გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში იყო პარალიზებული.
თეთრი სახლი: თუ ეს კანონი მიიღება, ფუნდამენტურად გადავაფასებთ ურთიერთობას საქართველოსთან

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით თეთრი სახლის განცხადება წაიკითხა. განცხადების მიხედვით, აღნიშნული კანონი დემოკრატიული ღირებულებების წინააღმდეგაა მიმართული და მისი საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, აშშ ფუნდამენტურად გადახედავს მის ურთიერთობას საქართველოსთან. “ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვართ საქართველოში კრემლის სტილის უცხო აგენტების კანონით, რომელიც ახლახანს მიიღეს და მოლოდინი გვაქვს, რომ პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს, […]
თეთრი სახლის პრესმდივანი – თუ კანონპროექტი იქნება მიღებული, იძულებული გავხდებით, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობები საქართველოსთან

თუ კანონპროექტი იქნება მიღებული, იძულებული გავხდებით, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობები საქართველოსთან, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა. “ვნახავთ, რას გააკეთებს პარლამენტი. თუ ეს კანონპროექტი იქნება მიღებული, ჩვენ იძულებული გავხდებით, რომ ფუნდამენტურად გადავაფასოთ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან”, – განაცხადა ჟან-პიერმა. თეთრი სახლის პრესმდივანმა ხაზი გაუსვა აშშ-ს ღრმა შეშფოთებას „კრემლის სტილის უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით და […]
ბაბუის ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც აქციაზე დააკავეს, დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული

ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პარლამენტთან აქციაზე დააკავეს, სახის არეში, კერძოდ კი შუბლზე, დაზიანებები აქვს მიყენებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ განუცხადა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეთა აქციაზე სამართალდამცავებმა ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს. აქციაზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი დიღმის სამმართველოშია გადაყვანილი, ის ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
პარტია მოქალაქეები საპარლამენტო ბოიკოტს უერთდება

პარტია მოქალაქეები საპარლამენტო ბოიკოტს უერთდება. ეს განცხადება პარტიის თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა ინტერპრესნიუსთან საუბრისას გააკეთა. ელისაშვილის თქმით, პოლიტიკური პროცესი ახლა ქუჩაშია მშვიდობიანი წინააღმდეგობის სახით რუსული ხელისუფლებისა და რუსული კანონის წინააღმდეგ. “დიახ, ჩვენ ვუერთდებით ბოიკოტს. მე და ქეთი თურაზაშვილი წარმოვადგენთ პარლამენტში პარტიას მოქალაქეები და ახლა იმ პარლამენტში რაიმე რუტინულ საქმიანობაში მონაწილეობის ვერანაირ აზრს ვერ ვხედავთ. ოთხი წელი […]
11 სენატორი: კანონის მიღება ძირეულად შეცვლის საქართველოს ურთიერთობას აშშ-სთან

11 ამერიკელი სენატორი ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებას ერთობლივი განცხადებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ კანონის მიღება ძირეულად შეცვლის საქართველოს ურთიერთობას შეერთბულ შტატებთან, ასევე, დააზარალებს EU-ის წევრობის მისწრაფებას. განცხადებაში სენატორები ამბობენ, რომ კანონპროექტის მიღება აიძულებს კონგრესს, განიხილოს ამერიკის პოლიტიკაში ცვლილება საქართველოს მიმართ. ისინი კვლავ აღნიშნავენ, რომ ზომები შესაძლოა მოიცავდეს სანქციებს პასუხისმგებელ პირებზე […]
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 15 მაისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 15 მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის, დოდო აბაშიძის, ივანე ჯავახიშვილის, ჩუბინაშვილის, ჩიტაიას, უზნაძის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, კიტა აბაშიძის, ნინოშვილის და გედევანიშვილის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა […]
ლაზარე გრიგორიადისს ფიზიკურად რამდენიმე სპეცრაზმელი გაუსწორდა

ტელეკომპანია მთავარი-ს ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისს ფიზიკურად რამდენიმე სპეცრაზმელი გაუსწორდა – ეს ფაქტი მათ გრიგორიადისის ადვოკატმა, ეკა ქობესაშვილმა დაუდასტურა. მთავარი-ს ცნობით, გრიგორიადისი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის. “ლაზარე დაკავებულია ადმინისტრაციული წესით – წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა, თუმცა ყველამ ნახა ის კადრები, მსგავს ადმინისტრაციულ დარღვევას ადგილი იქ არ ჰქონია. დაკავების დროს მოხდა ლაზარეზე […]
მსოფლიოს უმსხვილესი ინტერნეტ კომპანიები საბაზრო ღირებულებით – რეიტინგი

Global Index-ის ინფორმაციით, საბაზრო ღირებულებით მსოფლიოში უმსხვილესი ინტერნეტ კომპანია Alphabet-ი გახდა. კვლევის მიხედვით, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ 650 მილიარდი დოლარია. მსოფლიოს უმსხვილესი ინტერნეტ კომპანიები საბაზრო ღირებულების მიხედვით, შემდეგნაირად გამოიყურება: Alphabet: $1.65 ტრილიონი Amazon: $1.37 ტრილიონი Meta: $746 მილიარდი Tencent: $399 მილიარდი Alibaba: $234 მილიარდი Netflix: $185 მილიარდი Now Serving: $115 მილიარდი Booking Holdings: $113 […]