+23 გრადუსი – დღეს საქართველოში გამოიდარებს

საქართველოში კვლავ არამდგრადი ამინდები იქნება. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა. „დღეს საქართველოში გამოიდარებს და 23 გრადუსი იქნება, თუმცა ზეგიდან, 16 მაისიდან კვლავ წვიმას, ხოლო მაღალმთიან რეგიონში, თოვლს უნდა ველოდოთ. თბილისში 16-17 მაისს, 19 გრადუსი იქნება. საქართველოში 18 მაისამდე, არამდგრადი და გრილი ამინდებია მოსალოდნელი“,- თქვა სვეტლანა ნიორაძემ.
თბილისის ქუჩები, სადაც დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო დღეს – 15 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი იმ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლის მოსახლეობასაც დენი დროებით შეუწყდებათ. ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის, დოდო აბაშიძის, ივანე ჯავახიშვილის, ჩუბინაშვილის, ჩიტაიას, უზნაძის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, კიტა აბაშიძის, ნინოშვილის და გედევანიშვილის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის […]
“ქაცარავას უკრაინაში ვერ მისწვდა რუსეთი, მაგრამ მისწვდა საქართველოში – თუ გგონია, რომ…” – ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა პრემიერს მიმართავს

დავით ქაცარავა 2022 წელს მოხალისედ წავიდა საბრძოლველად უკრაინაში, რუსეთის შესაძლებლობები იქ ვერ მისწვდა, მაგრამ მისწვდა საქართველოში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. ევროპარლამენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს, რომ თუ კობახიძეს ჰგონია, რომ “ასე შეინარჩუნებს კანდიდატის სტატუსს”, ცდება. “ეს კაცი საავადმყოფოში წევს მოტეხილი ყბით, ქირურგიულ ოპერაციას უტარებენ. დავით ქაცარავა 2022 წელს მოხალისედ წავიდა […]
ოკუპანტების მიერ სოფელ ახალუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ივანე გერკეული თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სოფელ ახალუბნის მიმდებარედ ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ივანე გერკეული თავისუფალია. “რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ივანე გერკეული თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ივანე გერკეულის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი […]
USAID-ის ხელმძღვანელი – კენჭისყრაზე მიღებული კანონი სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას ძირს უთხრის და ქართველი ხალხისთვის საჭირო მომსახურების გაწევის გაგრძელებას გაართულებს

ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მხარდასაჭერად გამართულ კენჭისყრას, რომელიც საქართველოს აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას ძირს უთხრის, – ასე გამოეხმაურა USAID-ის ხელმძღვანელი, სამანტა პაუერი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას. სამანტა პაუერი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ძალისხმევა იმ ინიციატივებისკენ მიმართოს, რომლებიც ქართველი ხალხის ყველაზე აუცილებელ საჭიროებებს აკმაყოფილებს. […]
ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ყოველთვიურ „შრომის ბიულეტენს“ აქვეყნებს

საქართველოს, ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, წარმოეშვა ევროკავშირის 1999/70 დირექტივასთან სამართლებრივი აპროქსიმაციის ვალდებულება. დირექტივა არეგულირებს ასპექტებს, თუ როდის შეიძლება დაიდოს ვადიანი შრომითი ხელშეკრულება. ამ დირექტივასთან დაახლოების ვადად განისაზღვრა 4 წელი. დაახლოების ვალდებულება უნდა შესრულებულიყო 2018 წელს. დირექტივის თანახმად, შრომითი ურთიერთობები ძირითადად იდება უვადოდ (განუსაზღვრელი ვადით), ხოლო გამონაკლის შემთხვევებში – განსაზღვრული ვადით. ევროკავშირის კანონმდებლობა, ორ ძირითად და ფუნდამენტურ […]
ევრო 2024. ესპანეთში საუკეთესო მამარდაშვილი – ყველაზე პროგრესირებადი და სახელოვანი მეკარეები

დიდი ფორუმების წინ ყოველთვის არაერთი სახის სტატია იწერება, რომლებიც მომავალი ტურნირის ფეხბურთელებზე ავანსად გვესაუბრება. ახლა საშუალება გვაქვს, ამ პროცესთან ახლოს ვიყოთ, თავადაც აქტიურად ჩავერთოთ და მხოლოდ იმას არ დავაკვირდეთ, უცხოური მედია რას გვთავაზობს. Sportall.ge დღეს წარმოგიდგენთ სამ მეკარეს, რომელთაც ბოლო დროს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვთ, ჯერ პატარა ასაკში არიან და ევროპის ჩემპიონატზე მათი თამაში დაკვირვებას იმსახურებს, […]
სამხარაძე: თუ დამასანქცირებენ, მექსიკიდან გადავიპარები, დავათვალიერებ და გადმოვიპარები

ჩემს პირად მოკრძალებულ აზრს გაგანდობთ: თუ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ქართველები ოდესმე მოვესწრებით, რომ შეერთებულ შტატებში უვიზოდ ვივლით, ნამდვილად მივესალმები, მაგრამ ამ მოცემულობაში, მე თუ ვინმე დამასანქცირებს და ამერიკის ვიზას არ ჩამირტყამს, ვერც ამაში ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას. თუ ამერიკის ნახვა მომინდება, როგორც ქართველი ვიზიტორების 99.9 %-ია “დასანქცირებული” და სურვილის მიუხედავად არ აძლევენ ვიზას, მეც მათსავით […]
12 მაისს ნარდში “საქართველოს ჩემპიონატი 2024”-ის მე-5 ტურის მატჩები გაიმართა.

12 მაისს ნარდში “საქართველოს ჩემპიონატი 2024”-ის მე-5 ტურის მატჩები გაიმართა. პროფესიონალთა ლიგაში ტურის გამარჯვებული ბაქარ მათიკაშვილი გახდა, ხოლო პირველ ლიგაში ტური ალექსანდრე ჩაჩანიძემ მოიგო. პროფესიონალთა ლიგის საპრიზო ხუთეული: I ადგილი – ბაქარ მათიკაშვილი II ადგილი -მარინა პირველი III ადგილი – ლევან ნინიძე IV ადგილი – ალექსეი ჭანტურიძე V-VIII ადგილი – რამაზ უკლება V-VIII ადგილი – […]
პაუერი: კატეგორიულად ვგმობთ პარლამენტში უცხოური გავლენის კანონმდებლობის დამტკიცებას

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის ხელმძღვანელი სამანტა პაუერი გუშინ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ USAID კატეგორიულად გმობს ამ ნაბიჯს. მისი თქმით, რუსული კანონი ძირს უთხრის ქართულ სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას და “საბოლოოდ, გაართულებს ქართველი ხალხისთვის საჭირო სერვისების მიწოდების გაგრძელებას.” “ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ დღევანდელ კენჭისყრას საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის“ […]