ევროპის გზიდან ვერავის გადავახვევინებთ… პირადად, გამოვალ და ვიდგები ქუჩაში – ლაშა პაპაშვილი

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის აზრით, ხელისუფლებამ ხალხს უნდა მოუსმინოს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით, ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბურ პროტესტზე საუბრისას განუცხადა. „თუ მსოფლიო პოლიტიკის კულუარებში რაღაც ძალიან კრიტიკული არ ხდება, რაც ჩვენთვის უცნობია და მხოლოდ პირველმა პირებმა იციან, მაქსიმალურად უნდა მოუსმინონ ხალხს. ეს არის ჩემი რჩევა და თხოვნა, თბილად და სიყვარულით… სხვა რჩევა […]

„აგენტების კანონზე” ვენეციის კომისიის დასკვნა მომავალი კვირის დასაწყისში გამოქვეყნდება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის(PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა დაგმო საქართველოში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმები და პოლიციის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება. საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მიერ „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის“(აგენტების კანონის) საბოლოო, მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, 14 მაისს, ღამით გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსოპულოსი აღნიშნავს, რომ პარლამენტმა სადავო კანონი ზედმეტად სწრაფად მიიღო. ევროსაბჭოს საპარლამენტო […]

როგორი ამინდი იქნება 18 მაისამდე – გარემოს სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 მაისამდე საქართველოში შენარჩუნდება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 მაისს გამოიდარებს, ხოლო 16-17 მაისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, […]

„იფქლის“ წლიური ბრუნვა 34%-ით აღემატება „იფქლი დიღომის“ და 6-ჯერ „ლიტვური საცხობის“ მაჩვენებლებს

პურის წარმოების ბიზნესის ფინანსური მაჩვენებლები, 3 მსხვილი მწარმოებლის, შპს „იფქლის“, შპს „იფქლი დიღომის“ და შპს „ლიტვური საცხობი +“-ის მაგალითზე, Finspot-ი გაეცნო. „იფქლი“ და „იფქლი დიღომი“ ძირითადად მასიური წარმოების თეთრს პურს უწევენ რეალიზაციას. „ლიტვური საცხობი“ კი წარმოდგენილ კონკურენტებთან შედარებით მაღალფასიან პროდუქციას ყიდის. „ვინაიდან პური პირველადი მოხმარების პროდუქტია, კომპანიებმა კოვიდის პერიოდშიც (2020 და 2021 წლებში) შეძლეს გაყიდვების […]

აშშ და უკრაინა უსაფრთხოების შეთანხმებას 10 წლის ვადით გააფორმებენ

შეერთებული შტატები უკრაინასთან უსაფრთხოების შეთანხმებას 10 წლის ვადით გააფორმებს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გამოსვლისას განაცხადა. სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, შეთანხმება ითვალისწინებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის რიგ სფეროებში – „ავიაციიდან დაწყებული საჰაერო თავდაცვით დამთავრებული და დრონებიდან დაწყებული ნაღმების გაწმენდით დამთავრებული“. ბლინკენის განმარტებით, ორ ქვეყანას […]

“მეგობრების იმედი გქონდეთ” – 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში არიან

ლიეტვის, ლატვიის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები უკვე თბილისში არიან. “რთულ დროს შეგიძლიათ, თქვენი მეგობრების იმედი გქონდეთ”, – წერს ესტონეთი საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა. მინისტრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდებიან, ერთობლივი განცხადებები 10:15 საათზე გაკეთდება.

IBSU-ს სტუდენტები: ვემიჯნებით, რასაც ადმინისტრაცია აკეთებს, არა რუსულ კანონს!

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები უნივერსიტეტების საერთო განცხადებაზე ხელის მოწერის გამო ადმინისტრაციას აკრიტიკებენ და ემიჯნებიან. ისინი მოუწოდებენ უნივერსიტეტის რექტორს, პატივი სცეს სტუდენტების გამოხატულ ნებას, რომლებიც რუსულ კანონს ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, 12:00 საათზე უნივერსიტეტთან იკრიბებიან. “გვინდა მივმართოთ ჩვენს რექტორს, ბატონ კახა შენგელიას, რომ პატივი სცეს მისი სტუდენტების აბსოლუტური უმრავლესობის გამოხატულ ნებას და გვინდა შევახსენოთ, რომ სამშობლო […]

პარლამენტში დღეს, 09:30 საათიდან მის მოხსნამდე უსაფრთხოების „ყვითელი დონე“ იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დღეს, 09:30 საათიდან მის მოხსნამდე, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 მაისს 10:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში ცამეტი ასურელი მამის, შერმადინის, პაატა ჯანიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, ჩალიპირებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში სტეფანწმინდა, გერგეთი, გველეთი, დარიალი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში, გლდანის სამრეწველო ზონასა […]

ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში ჩამოვიდნენ

ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები: ბაიბა ბრაჟე, მარგუს ცაჰკნა, თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი და გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში ჩამოვიდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში ავრცელებს. „რთულ დროს შეგიძლია შენი მეგობრების იმედი გქონდეს,” – წერს ცაჰკნა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც მას გარდა სახული […]