ირაკლი ნადარეიშვილმა STI ფორუმზე ქვეყნის პრიორიტეტული ტექნოლოგიური სფეროებზე ისაუბრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში, გაეროს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მე-9 ფორუმზე (STI) მოხსენებით გამოვიდა. ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მნიშვნელოვან როლს. ირაკლი ნადარეიშვილმა დამსწრე დელეგატებს გააცნო საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ქვეყნის პრიორიტეტული ტექნოლოგიური სფეროები, რომლებიც მოიცავს ხელოვნურ […]
მთავრობას მოვუწოდებთ, ძალაში არ მიიღონ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ – ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციები

„მთავრობას მოვუწოდებთ, ძალაში არ მიიღონ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ – ამის შესახებ ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციების ერთობლივი წერილშია ნათქვამი. „ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციების ერთობლივი წერილი მთავრობას! ჩვენ, ხელის მომწერი არაკომერციული ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციები საქართველოში, მთავრობას მოვუწოდებთ, ძალაში არ მიიღონ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (რომელსაც „რუსულ კანონად” მოიხსენიებენ). ჩვენ, ასევე, მოვითხოვთ გამჭვირვალობას ყველა მუნიციპალური თუ ეროვნული […]
ო’ბრაიენი რუსულ კანონზე: გვსურს ავირიდოთ ორგანიზაციების ნაწილის სტიგმატიზაცია

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა გასულ ღამეს პრესკონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. საუბარში მან ხაზი გაუსვა, თუ რას გულისხმობდა კანონის ცვლილებებზე საუბრის დროს. ო’ბრაიენის თქმით, არ უნდა მოხდეს ორგანიზაციების სტიგმატიზაცია. “ვფიქრობ ეს განგრძობითი საუბარი იქნება. გვსურს თავიდან ავირიდოთ ორგანიზაციების პატარა ნაწილის სტიგმატიზაცია. არსებობს ევროკავშირის მექანიზმი, რომელიც მუშავდება და ეხება თუ როგორ […]
ზურაბიშვილი: წარვადგენ პლატფორმას, რომელიც მიიყვანს საქართველოს არჩევნებამდე ერთიანად

მე ჩვენს მეგობრებს გავაცანი სამომავლო გეგმები, როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზედაც ვმუშაობ უკვე რამდენიმე კვირაა. პლატფორმა ჩამოყალიბებულია და ოფიციალურად წარვუდგენ ჩვენს მოსახლეობას, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს არის ის ერთობლიობა გადაწყვეტილებების, რომელიც საქართველოს მიიყვანს არჩევნებამდე ერთიანად და მობილიზებულად. რომელიც ამ არჩვენებით დააყენებს თავის გზაზე საქართველოს. ჩვენი უახლოესი მომავალი არის მობილიზაცია არჩევნებისთვის, მშვიდობიანი გზისთვის, […]
მერაბ დვალიშვილი აშშ-ში ავარიაში მოყვა – როგორია ქართველი მებრძოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა [VIDEO]

ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ნიუ-იორკში ავარიაში მოყვა. ქართველმა სპორტსმენმა ცოტა ხნის წინ სოცქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ინციდენტის კადრები ჩანს. სპორტსმენი Uber-ით გადაადგილდებოდა, როდესაც მისი მანქანა, სხვა 4 ავტომობილთან ერთად, საგზაო შემთხვევის მონაწილე გახდა. მერაბის თქმით, ის არ დაშავებულა და კარგადაა.
ზურაბიშვილი: დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი – უთუოდ გავიმარჯვებთ!

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ვეტოს დადებით არ შევა ქართულ ოცნებასთან ყალბ, ხელოვნურ და მატყუარა მოლაპარაკებებში. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან პრესკონფერენციაზე ისაუბრა. “მე ძალიან გარკვევით ჩვენს მეგობარ ქვეყნების წარმომადგენლებს ავუხსენი, რომ არავითარ შემთხვევაში მე, ჩემი ვეტოს დადებით, არ შევიდოდი რაღაც ყალბ, ხელოვნურ, მატყუარ მოლაპარაკებებში. არა და არასოდეს! […]
პრეზიდენტი: ჩემი ვეტოს დადებით არ შევალ ყალბ მოლაპარაკებებში, არა და არასოდეს

მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს ავუხსენი, რომ არავითარ შემთხვევაში ჩემი ვეტოს დადებით არ შევიდოდი რაღაცა ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში, არა და არასოდეს, მე არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც არის ამ ქვეყანაში და რომელსაც სჭირდება, რომ გზა გაეხსნას, მე ვიქნები ამ გზის გამხსნელი და არა ამ გზიდან გადასვლის ერთერთი ფორმა. ეს გზავნილი იქნება მიტანილი ჩვენი მეგობრებისგან ყველგან, სადაც […]
პრემიერი: სახიფათო ხალხთან გვაქვს საქმე გლობალური ომის პარტიის სახით

ჩვენ ამ თემაზე გახსნილად ვერ ვსაუბრობთ, თუ თქვენ გიზიარებთ ინფორმაციის დაახლოებით 20%-ს, ბატონ ო’ბრაიენს გავუზიარე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის დაახლოებით 30%. დახურულ შეხვედრაზეც კი რთულია ამ თემებზე საუბარი, მაგრამ მინიშნებები, რა თქმა უნდა, გვქონდა. დახურულ შეხვედრაზეც კი რთულია ამ თემაზე საუბარი გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება ძალიან უხერხულ და საკმაოდ სახიფათო საკითხს. სახიფათო ხალხთან გვაქვს […]
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი უნივერსიტეტებში სწავლის შეჩერებას ეხმაურება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უნივერსიტეტებში სწავლის პროცესის შეჩერებას ეხმაურება. „ვეხმიანებით ზოგიერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეჩერებისა და გადავადების შემთხვევებს, რისი მომსწრენიც ბოლო პერიოდში გავხდით. საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია წინასწარ, მის მიერ განსაზღვრული სასწავლო/აკადემიური კალენდრის შესაბამისად, უზრუნველყოს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვა. მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესის შეფერხებამ, მისმა შეჩერებამ ან გადაწევამ საფრთხე არ შეუქმნას საგანმანათლებლო პროგრამებით […]
შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის – 11 ამერიკელი სენატორი

შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის, – ამის შესახებ საერთო განცხადებას 11 ამერიკელი სენატორი ავრცელებს. გავრცელებულ განცხადებას სრულად გთავაზობთ: „შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის. ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონპროექტის მიღებით. ეს კენჭისყრა გაიმართა ასობით ათასი ქართველის სურვილების დარღვევით, რომლებიც აგრძელებენ მშვიდობიან პროტესტს კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისთვის იქნება გამოყენებული, […]