კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი, სოფო ზურაბიანი ტოვებს

კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი სოფო ზურაბიანი ტოვებს. მისი თქმით, ასეთ მნიშვნელოვან მომენტში უნივერსიტეტის რექტორის ხელმოწერა 38 უნივერისტეტის განცხადებაზე სტუდენტებისთვის ზურგში დანის ჩარტყმაა. “ახლა რომ ჩვეულებრივი დრო იყოს, დღეს საღამოს ლექციაზე უნდა მივდიოდე კავკასიის უნივერსიტეტში, მაგრამ უნივერსიტეტი შენობაში არაა, ამიტომ მე დღესაც იქ წავალ, სადაც ჩემი და ყველას სტუდენტები დგანან – აქციებზე. მათთან ერთად ვივლი […]

ზურაბიშვილი: ვეტოს დადებით არ შევალ „ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში. არა და არასდროს!“

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „აგენტების კანონს“ ვეტოს დაადებს და განაცხადა, რომ პრეზიდენტს ვერ გამოიყენებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის „სახის გადასარჩენად“. სალომე ზურაბიშვილი დღეს, 15 მაისს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვდა თბილისში სამუშაო ვიზიტით ჩამოსულ ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს ბაიბა ბრაჟეს, მარგუს ცაჰკნას, თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირს და გაბრიელიუს ლანდსბერგისს. […]

როგორია დავით ქაცარავას ჯანმრთელობის მდგომარეობა?

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში განმარტავენ, რომ „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრის, დავით ქაცარავას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავენ, დავით ქაცარავა სამედიცინო დაწესებულებაში კიდევ 2 დღე დარჩება. „დავით ქაცარავა კლინიკაში რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. გუშინ ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. სტაციონარშია მოთავსებული, 2 დღე კვლავ კლინიკაში დარჩება“,- აღნიშნავენ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში და განმარტავენ, რომ […]

ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა საყვარელი ქალები გაცვალეს – მილიტაომ თანამემამულის ყოფილ ცოლთან ურთიერთობის შესახებ გვაუწყა

The Sun-ის ინფორმაციით, ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა, “რეალის” მცველმა ედერ მილიტაომ და “ფლამენგოს” ასევე უკანახაზელმა ლეო პერეირამ, ახალი სიყვარული იპოვეს. საქმე ისაა, რომ “სამეფო გუნდის” ფეხბურთელი სწორედ პერეირას ყოფილ მეუღლე ტაინა კასტროს ხვდება და მან ამის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით გვაუწყა. კასტროსა და პერეირას ერთმანეთს 2 შვილი აკავშირებთ. თავად “ფლამენგოს” მოთამაშე კი მილიტაოს ყოფილ მეგობარ გოგონა კაროლინ […]

პაუერი: კანონი პირდაპირ შეუქმნის საფრთხეს ხანგრძლივ ორმხრივ პარტნიორობას

მკაცრად ვგმობთ საქართველოს პარლამენტში დღევანდელ კენჭისყრას “უცხოური გავლენის” კანონის მხარდასაჭერად, რაც ძირს უთხრის საქართველოს ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას და საბოლოო ჯამში გაართულებს მათ მიერ ქართველი ხალხისთვის საჭირო სერვისების მიწოდების გაგრძელებას. ღრმად შეშფოთებული ვართ მსგავსი კანონის ეფექტებით ორგანიზაციებზე, რომლებიც დემოკრატიული მმართველობის გასაძლიერებლად და ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ. როგორც ევროკავშირმა ცხადად თქვა, ეს კანონი […]

როგორია ვეტოს პროცედურა – კონსტიტუციონალისტის განმარტება

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ვეტოს პროცედურას განმარტავს. მისი თქმით, პრეზიდენტი მოტივირებული შენიშვნებით მთლიანად კანონის გაუქმებას ვერ მოითხოვს, თუმცა შეუძლია, პარლამენტში კანონის არსებითად გადამუშავებული ვარიანტი წარადგინოს. მენაბდე მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ, პრეზიდენტმა “მანიპულაციებში არშესვლის” ხსენებით უმრავლესობასთან წინასწარ კონსულტაციებზე თქვა უარი. “მას შემდეგ, რაც პარლამენტმა კანონი მესამე მოსმენით მიიღო, ყველა იმაზე ვფიქრობთ, რას აპირებს პრეზიდენტი. რამდენიმე დღის წინ მან […]

ნიდერლანდების საგარეო მინისტრი: ეს კანონი საქართველოს ევროკავშირისგან უფრო აშორებს

საქართველოს პარტნიორების რჩევების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღება ძალიან სავალალოა. ეს ქვეყანას ევროკავშირისგან უფრო აშრებს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადახედონ ამ გადაწყვეტილებას.

საქართველოში უმუშევრობა შემცირდა – საქსტატი

2023 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2022 წელთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.4 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წელთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 53.3 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 1.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 44.5 პროცენტი შეადგინა. […]

აშშ და უკრაინა უსაფრთხოების შეთანხმებას 10 წლის ვადით გააფორმებენ

შეერთებული შტატები უკრაინასთან უსაფრთხოების შეთანხმებას 10 წლის ვადით გააფორმებს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გამოსვლისას განაცხადა. სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, შეთანხმება ითვალისწინებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის რიგ სფეროებში – „ავიაციიდან დაწყებული საჰაერო თავდაცვით დამთავრებული და დრონებიდან დაწყებული ნაღმების გაწმენდით დამთავრებული“. ბლინკენის განმარტებით, ორ ქვეყანას […]

„ქარვისფერი და ქვევრის ღვინოების დაგემოვნება განსაკუთრებით ემოციური იყო“ – კანადელი სომელიე

ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კანადიდან ღვინის პროფესიონალების 17-კაციანი ჯგუფი საქართველოს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები კახეთში ღვინის მწარმოებელ კომპანიებს და საოჯახო მარნებს ესტუმრნენ, ასევე, გაეცნენ ქვევრის დამზადების ტექნოლოგიას. თბილისში სპეციალურად მათთვის 20-მდე სხვადასხვა კომპანიის ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა. ჯგუფის წევრების მხრიდან მაღალია ინტერესი, მოიძიონ ახალი პარტნიორები საქართველოში, რაც პირდაპირ გავლენას იქონიებს კანადის […]