ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი – თავისუფლების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებები არ არის ფასი ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გასაწევრიანებლად, არამედ კონკრეტული გასაღებია კეთილდღეობისა და მშვიდობის გასაზრდელად

მე აქ ვარ იმის სათქმელად, რომ თავისუფლების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებები არ არის ფასი ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გასაწევრიანებლად, არამედ არის ძალიან კონკრეტული გასაღები კეთილდღეობისა და მშვიდობის გასაზრდელად,- ამის შესახებ ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირიმ საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა […]
პაატა მანჯგალაძე – მოვიდა დრო „არა რუსულ კანონს“ შეიცვალოს მოწოდებით „არა რუსულ რეჟიმს“ – ივანიშვილს აქვს მარტივი სტრატეგია: მას უნდა, რომ დაგვღალოს, პასუხი უნდა იყოს მარტივი, ჩვენ უნდა დავღალოთ

„ქართული კოშმარის“ მხრიდან რუსული კანონისთვის სამჯერ ხმის მიცემა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების 30 ვერცხლად გაყიდვაა – უკვე ყველამ კარგად იცის, რაც არის „ქართული ოცნება-ქართული კოშმარი“. ახლა მთავარია, რა იქნება ჩვენი, ისტორიის სწორ, ნათელ მხარეს მყოფი ადამიანების რეაქცია და პასუხი, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მანჯგალაძის თქმით, ხალხი ერთიანია და დროა, […]
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა – ეს უკან შემობრუნებაა, რომელზეც ევროკავშირს რეაქცია აუცილებლად ექნება

ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ თბილისში, ევროპელ კოლეგებთან და საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ აქ იმის შესახებ ლექციების წასაკითხად არ ჩამოვსულვართ, თუ რა ან რა არ უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა. იმიტომ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებში ამისთვის არჩევნები ტარდება და მჯერა, […]
ბეჟან წაქაძე – ერთადერთი სანქცია, რომელიც შეიძლება დამიწესონ და საბედნიეროდ, მათ ამის უფლება არ აქვთ, ჩემს ზესტაფონში და რეგიონში ჩასვლაა – ჩემი ოჯახი თუ აშშ-ში და ევროპაში არ იმოგზაურებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, როცა ქვეყნის სუვერენიტეტი დგას წინ

სანქციებზე საუბარი ჯერჯერობით არ არის. ერთადერთი სანქცია, რომელიც შეიძლება დამიწესონ და საბედნიეროდ, მათ ამის უფლება არ აქვთ, ეს არის ჩემს ზესტაფონში და რეგიონში ჩასვლა – ბეჟან წაქაძის ოჯახი თუ არ წავა ამერიკაში და ევროპაში თუ არ იმოგზაურებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, როცა ქვეყნის სუვერენიტეტი დგას წინ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბეჟან წაქაძემ ჟურნალისტებს […]
დავით ქაცარავა – თვალბუდის ძვალი მაქვს ჩამტვრეული, ასევე დამტვრეულია ზედა ყბა, ტვინის შერყევა საკმაოდ მძიმე ფორმის და სერიოზული ჰემატომები თავზე

თვალბუდის ძვალია ჩამტვრეული, ასევე დამტვრეულია ზედა ყბა,- ამის შესახებ „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრმა, დავით ქაცარავამ განაცხადა, რომელიც ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. მისივე თქმით, ჰემატომები აღენიშნება თავზე. „რაც შეეხება ოპერაციას, თვალბუდის ძვალია ჩამტვრეული, ასევე დამტვრეულია ზედა ყბა. სერიოზული ჰემატომები მაქვს თავზე. ტვინის შერყევა საკმაოდ მძიმე ფორმის. ჩამიდგეს “პლასტინა” ოპერაციის შედეგად“, – აღნიშნა ქაცარავამ „ტვ პირველთან“. ცნობისთვის, პოლიციის […]
აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და პარტია „ახალის“ წარმომადგენელი გიორგი კირთაძე ბოიკოტის რეჟიმში გადადიან

აჭარის უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და პარტია „ახალის“ წარმომადგენელი გიორგი კირთაძე ბოიკოტის რეჟიმში გადადიან. როგორც დეპუტატებმა ბრიფინგზე განაცხადეს, ხალხთან ერთად რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებენ. „დაუღალავი და სამაგალითო ახალგაზრდა თაობა ითხოვს: თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, ევროპისკენ სვლას, რისთვისაც დგანან ქუჩაში, სამშობლოს სადარაჯოზე წვიმაში თუ დარში, დღისით თუ ღამით. გვინდა სოლიდარობა გამოვუცხადოთ აქციებზე დაკავებულ, […]
„საქსტატი“ – 2023 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2022 წელთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.4% შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური სამუშაო ძალების მაჩვენებლების, დასაქმების და უმუშევრობის შესახებ 2023 წლის სტატისიკას აქვეყნებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2023 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2022 წელთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.4 პროცენტი შეადგინა. 2023 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წელთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით […]
იმედგაცრუებულები ვართ, კანონი საქართველოს EU-ს აშორებს, უნდა გაუქმდეს – პოლონეთის საგარეო

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ “დიდ იმედგაცრუებას გამოვხატავთ საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონის გამო”. მათი შეფასებით, კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს და საქართველოს აშორებს ევროკავშირს. “მიუღებელია დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენება და ფიზიკური ძალადობა იმ ადამიანებზე, რომლებიც დემონსტრაციებში მონაწილეობენ ან საჯაროდ აკრიტიკებენ კანონს უცხოური გავლენის შესახებ. მას შემდეგ, […]
„თუ იქნება ადამიანების უფლებების დარღვევა და ზეწოლა, იქნება სანქციები“ – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

„ეს კანონი არის სიმბოლო, სიმბოლო არჩევანის რუსეთსა და ევროკავშირს შორის“, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ესტონეთის საქართველოს მხარდამჭერია ევროინტეგრაციის გზაზე. „ჩვენ აქ არ ჩამოვსულვართ იმისთვის რომ ლექცია ჩაგიტაროთ რა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა, არა, ვინაიდან დემოკრატიულ სახელმწიფოებში სადაც […]
„სანლაინს”, „სატურნს”,„ინექს გრუპს” და „დილსის“ მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევა დაუდგინდათ – სააგენტო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, 2024 წლის მაისის თვეში, შპს „სანლაინს”, შპს „სატურნის” (ონლაინ მაღაზია – „VELI.store”), შპს „ინექს გრუპის” და შპს „დილსის” მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად მოვაჭრეების მხრიდან დადასტურდა: მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების, დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის […]