ინგოროყვას კლინიკის ინფორმაციით, დავით ქაცარავას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია – ქაცარავა ამ ეტაპზე კლინიკაში რჩება

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში განმარტავენ, რომ „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრის, დავით ქაცარავას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავენ, დავით ქაცარავა სამედიცინო დაწესებულებაში კიდევ 2 დღე დარჩება. „დავით ქაცარავა კლინიკაში რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. გუშინ ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. სტაციონარშია მოთავსებული, 2 დღე კვლავ კლინიკაში დარჩება“,- აღნიშნავენ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში და განმარტავენ, რომ […]

გაბრიელიუს ლანდსბერგისი – სერიოზული რისკების წინაშე დადგება საქართველო თუ ხელისუფლება განაგრძობს სახიფათო კურსით სიარულს – მხოლოდ არადემოკრატიული რეჟიმები იყენებენ ჩახშობის მექანიზმებს

ჩვენი მიზანია ძალიან ცხადი გზავნილის გაჟღერება მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მისამართით, პარლამენტშიც და მთავრობაშიც – რისკებისა და სერიოზული შედეგების წინაშე დადგება საქართველო თუ ისინი განაგრძობენ ამ ძალიან სახიფათო კურსით სიარულს – არ უნდა იყოს ილუზია იმის შესახებ, რომ კოსმეტიკურმა შესწორებებმა, შეიძლება ეს კანონი დემოკრატიასთან ან ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისი გახადოს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა […]

მაია ბითაძე პრეზიდენტზე – დაიმახსოვრეთ კარგად ეს ქალი, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს, წყალს ასხამს რუსეთის და ყველა იმ მტრის წისქვილზე, ვისაც უნდა, ქვეყანა მუდმივ რყევებში იყოს

დაიმახსოვრეთ ეს ქალი კარგად, ქალი რომელიც პირდაპირ ძირს უთხრის საქართველოს, ქალი, რომელიც ევროპული ფრონტის კი არა, პირდაპირ რუსეთის და საქართველოს ყველა იმ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, ვისაც უნდა ეს ქვეყანა მუდმივ რყევებში იყოს, – წერს “ქართული ოცნების” დეპუტატი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე სოციალურ ქსელში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით. როგორც […]

გივი მიქანაძე – თუ წარმოდგენილი არაფერი იქნება, ვეტოს ჩვეულებრივად დავძლევთ, თუმცა პროცედურულად, კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ იცნობს, რომ პრეზიდენტმა ვეტო არგუმენტაციის გარეშე წარმოადგინოს, ასეთი რამ ბუნებაშიც არ არსებობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, თუ პრეზიდენტის მხრიდან არგუმენტები არ იქნება წარმოდგენილი, საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს ჩვეულებრივად დაძლევს. ამასთან, როგორც მიქანაძემ განმარტა, პროცედურულად კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ იცნობს, რომ პრეზიდენტმა ვეტო არგუმენტაციის გარეშე წარმოადგინოს. „ამდენი კვირის განმავლობაში, ყველა ხედავს, რომ ერთი კონკრეტული არგუმენტიც არ გაჟღერებულა კანონთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ გვექნება ვერანაირი სხვა მოლოდინი. […]

“რამდენიმე განმარტება ვეტოზე, სწორი მოლოდინები რომ გვქონდეს” – რას წერს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე?

კონსტიტუციური ვახუშტი მენაბდე განმარტავს, თუ რა მოლოდინები შეიძლება მოქალაქეებს ჰქონდეთ ვეტოზე, რომლის გამოყენებასაც პრეზიდენტი აპირებს. კანონი პარლამენტმა გუშინ, 14 მაისს, მესამე მოსმენით მიიღო. ვახუშტი მენაბდე წერს: “რამდენიმე განმარტება ვეტოზე, სწორი მოლოდინები რომ გვქონდეს. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა კანონი მესამე მოსმენით მიიღო, ყველა იმაზე ვფიქრობთ რას აპირებს პრეზიდენტი. რამდენიმე დღის წინ მან თქვა: “ვეტოს ნამდვილად წარმოვადგენ, […]

გოდერძის უღელტეხილზე თოვს

გოდერძის უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანპორტის მოძრაობა […]

ჩვენს მეგობრებს გავაცანი ჩვენი სამომავლო გეგმები – როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზედაც უკვე რამდენიმე კვირაა ვმუშაობ – ზურაბიშვილი

მე ჩვენს მეგობრებს გავაცანი ჩვენი სამომავლო გეგმები. როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზედაც უკვე რამდენიმე კვირაა ვმუშაობ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის გადაწყვეტილებების ერთობლიობა, რომელიც საქართველოს არჩევნებამდე მობილიზებულად მიიყვანს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, “უახლოესი მომავალი არჩევნებისთვის […]

ვალდებული არიან, უზრუნველყონ სასწავლო პროცესის წარმართვა – ხარისხის მართვა უნივერსიტეტებზე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასწავლო პროცესის შეუფერხებელი განხორციელება, რათა არ მოხდეს აკრედიტაციისა და ავტორიზაციის სტანდარტების დარღვევა. “ვეხმიანებით ზოგიერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეჩერებისა და გადავადების შემთხვევებს, რისი მომსწრენიც ბოლო პერიოდში გავხდით. საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია წინასწარ, მის მიერ განსაზღვრული სასწავლო/აკადემიური კალენდრის შესაბამისად, უზრუნველყოს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად […]

ჩვენი სამომავლო გეგმა საქართველოს არჩევნებამდე მობილიზებულად მიყვანაა – სალომე ზურაბიშვილი

მე ჩვენს მეგობრებს გავაცანი ჩვენი სამომავლო გეგმები. როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზედაც უკვე რამდენიმე კვირაა ვმუშაობ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის გადაწყვეტილებების ერთობლიობა, რომელიც საქართველოს არჩევნებამდე მობილიზებულად მიიყვანს. „დღეს დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი. ამისთვის […]

„თუ ევროპას და ამერიკას ომის პარტიას დაარქმევ, წარმოუდგენელია, თავზე ხელი გადაგისვან და მეტი ფული მოგცენ“ – ბესო ნამჩავაძე

„თუ ევროპას და ამერიკას ომის პარტიას დაარქმევ, წარმოუდგენელია, თავზე ხელი გადაგისვან და მეტი ფული მოგცენ, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსმა ბესო ნამჩავაძემ bm.ge-ის ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, არსებული კანონი სახელმწიფო პროექტებს არ ეხება, თუმცა, ქვეყნის მიერ კურსის ცვლილება, ავტომატურად გამოიწვევს როგორც სახელმწიფო დონეზე, ისე კერძო სექტორის მხრიდან ინტერესის შესუსტებას. „სხვა მოლოდინი აღარც არსებობდა, […]