უნივერსიტეტების მიმართ მუქარის გამო განათლების ხარისხის ცენტრს თანამშრომლები ტოვებენ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ემუქრება უნივერსიტეტებს, რომლებმაც მიმდინარე პროტესტისა და სტუდენტების თხოვნის გამო სასწავლო პროცესი გადაავადეს. მათი თქმით, “მნიშვნელოვანია, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ადმინისტრაციის მხრიდან უზრუნველყოფილი იყოს სასწავლო პროცესის შეუფერხებელი განხორციელება, რათა არ მოხდეს აკრედიტაციისა და ავტორიზაციის სტანდარტების დარღვევა”. ცენტრის განცხადების შემდეგ მათთან თანამშრომლობა 2-მა ექსპერტმა – ნინო დოლიძემ და გიორგი ოდოშაშვილმა შეწყვიტეს. გარდა ამისა, ცენტრის […]
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 4 მოვაჭრეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევა დაუდგინა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, 2024 წლის მაისის თვეში, შპს „სანლაინს“, შპს „სატურნის“ (ონლაინ მაღაზია – „VELI.store“), შპს „ინექს გრუპის“ და შპს „დილსის“ მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად მოვაჭრეების მხრიდან დადასტურდა: […]
„სქილვილში“ პროგრამის „თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

ნეო უნივერსიტეტ „სქილვილში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი გიორგი გაბედავა პროგრამის „თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის“ ახალ და ძველ მონაწილეებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი სტატუსის მქონე პირები, საბაზისო ცოდნისა […]
ევროვიზიამ უკრაინის გუნდი აზოვსტალის მცველების მხარდამჭერი მაისურების გამო დააჯარიმა

2024 წლის ევროვიზიის ორგანიზატორებმა უკრაინის დელეგაცია აზოვსტალის მცველების მხარდამჭერი მაისურების გამო დააჯარიმეს. ამის შესახებ უკრაინის გუნდის წევრი, ჰიპ-ჰოპ არტისტი alyona alyon წერს. Організатори “Євробачення-2024” оштрафували українську делегацію за футболки з принтом Free Azovstal Defenders в ефірі шоу. pic.twitter.com/Ylgta2POWk— Українська правда ✌️ (@ukrpravda_news) May 15, 2024 როგორც მომღერალი ამბობს, კონკურსის ორგანიზატორები მკაცრად აკონტროლებდნენ მონაწილეების დრეს კოდს. […]
“რეალის” ახალი რეკორდი – “სამეფო კლუბი” ისტორიის გადაწერას განაგრძობს

ლა ლიგის 35-ე ტურში “რეალმა” “ალავესს” უმასპინძლა და 5:0 გაანადგურა, რითაც ესპანეთის ჩემპიონატში ახალი რეკორდი დაამყარა. მადრიდელებმა მიმდინარე პრიმერაში უკვე მე-20 შეხვედრაში არ გაუშვეს გოლი, წინა რეკორდი კი 19 “მშრალი” შეხვედრა 1986/87 და 1987/88-წლების სეზონებით თარიღდება. შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტის გუნდი ლა ლიგის გამარჯვებული გახდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალშია გასული, სადაც “დორტმუნდს” დაუპირისპირდება.
სერიოზული შედეგების წინაშე დადგება საქართველო, თუ ისინი განაგრძობენ ამ ძალიან სახიფათო კურსით სიარულს – გაბრიელიუს ლანდსბერგისი

რისკებისა და სერიოზული შედეგების წინაშე დადგება საქართველო თუ ისინი განაგრძობენ ამ ძალიან სახიფათო კურსით სიარულს – არ უნდა იყოს ილუზია იმის შესახებ, რომ კოსმეტიკურმა შესწორებებმა, შეიძლება ეს კანონი დემოკრატიასთან ან ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისი გახადოს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, „უცხოური აგენტების“ კანონის […]
„სილქ ბანკი“, „იშ ბანკი“, „კრედო“ – ბანკები, რომლებსაც პორტფელში ყველაზე ნაკლები უმოქმედო სესხი აქვთ

საქართველოს საბანკო სისტემაში უმოქმედო კრედიტების წილი შემცირდა. 2024 წლის პირველი კვარტალის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებში ყველაზე დაბალი „იშ ბანკი საქართველო“-ში, „კრედო ბანკში“ და „სილქ ბანკშია“. კომერციული ბანკების რეიტინგი უმოქმედო სესხების მიხედვით: ქართუ ბანკი – უმოქმედო სესხების მოცულობა 16.75%; ხალიკ ბანკი საქართველო – უმოქმედო სესხების მოცულობა 11%; პაშა ბანკი საქართველო – უმოქმედო […]
კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი, სოფო ზურაბიანი ტოვებს

კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი სოფო ზურაბიანი ტოვებს. მისი თქმით, ასეთ მნიშვნელოვან მომენტში უნივერსიტეტის რექტორის ხელმოწერა 38 უნივერისტეტის განცხადებაზე სტუდენტებისთვის ზურგში დანის ჩარტყმაა. “ახლა რომ ჩვეულებრივი დრო იყოს, დღეს საღამოს ლექციაზე უნდა მივდიოდე კავკასიის უნივერსიტეტში, მაგრამ უნივერსიტეტი შენობაში არაა, ამიტომ მე დღესაც იქ წავალ, სადაც ჩემი და ყველას სტუდენტები დგანან – აქციებზე. მათთან ერთად ვივლი […]
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ენმ-დან და “ახალიდან” “ოცნებასთან” თანამშრომლობას წყვეტენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები “ნაციონალური მოძრაობიდან” და პარტია “ახალიდან” პროტესტის ნიშნად წყვეტენ თანამშრომლობას “ქართულ ოცნებასთან”. დეპუტატების განცხადებით, შეუძლებელია “რუსულ რეჟიმს” ესაუბრო რაიმე საკითხზე გარდა ერთისა – დატოვონ ხელისუფლება. “საქართველოს მოსახლეობის სურვილს, რომ გავდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, წინ აღუდგა ივანიშვილის რუსული რეჟიმი და რუსული ძალადობრივი მეთოდებით უსწორდება ჩვენ მოქალაქეებს, გუშინ ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, დაარღვია მისი […]
„დღეს 45 წლის გავხდი! მაგრამ ახლა, სწორედ დღეს ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი არის ის განცდა, სიამაყის და მომავლის იმედის განცდა, რაც ამ საოცარმა ახალმა თაობამ მომანიჭა“ – ნიკოლოზ რაჭველი ქართველ ხალხზე

„დღეს 45 წლის გავხდი! მაგრამ ახლა, სწორედ დღეს ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი არის ის განცდა, სიამაყის და მომავლის იმედის განცდა, რაც ამ საოცარმა ახალმა თაობამ მომანიჭა“ – ნიკოლოზ რაჭველი ქართველ ხალხზე გუშინ პარლამენტმა მესამე მოსმენით გამჭვირვალობის კანონი დაამტკიცა. პარლამენტთან ხალხის ნაკადი არ წყდება ბოლო რამდენიმე დღეა. გარდა პარლამენტისა ხალხმა გმირთა მოედანი და ორივე სანაპირო გადაკეტა. […]