ბორელი და ვარჰეი: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააუქმოს კანონი

საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი და ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ წერილს ავრცელებენ. ისინი ხაზს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ამასთანავე მკაცრად გმობენ მუქარასა და ფიზიკურ ძალადობას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე, პოლიტიკურ ლიდერებსა, […]
“არ მიიღოთ კანონი, უამრავ მიუსაფარ ცხოველს დახმარების გარეშე დატოვებს”- ცხოველთა დამცველები

ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ ქართულ ოცნებას, არ მიიღონ საბოლოოდ რუსული კანონი. გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობა მათ ფინანსურად არ ეხმარება, ამიტომ ისინი დამოკიდებულები არიან მცირე საერთაშორისო გრანტებზე. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ კანონის მიღების შემდეგ მათ საქმიანობის შეწყვეტა მოუწევთ. განცხადებაში ასევე ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ ორგანიზაციების ფინანსები სრულად გამჭვირვალეა. “ჩვენ, ხელისმომწერი არაკომერციული […]
“ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია!” – ზურაბიშვილი ზელენსკის ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. ინფორმაციას ზურაბიშვილი X-ზე ავრცელებს. ზურაბიშვილმა სატელეფონო საუბრისას ზელენსკის ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. “ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და მადლობა გადავუხადე ქართველი ხალხის სოლიდარობისა და ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი, მაია წიკლაური ტოვებს

კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი მაია წიკლაური ტოვებს. მისი თქმით, მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის რექტორის ხელმოწერა 38 უნივერისტეტის განცხადების ქვეშ და ასევე ის ფაქტი, რომ ხელმოწერის გამოსაწვევად მმართველი საბჭოს გადაწყვეტილება გახდა საჭირო. “დღეს კავკასიის უნივერსიტეტში ჩემი ლექცია არ ჩატარდება. მხარს ვუჭერ და ვუერთდები ჩემი სტუდენტების პროტესტს. ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან მომენტში გადამწყვეტია სტუდენტების ხმა და მიხარია, ამაყი […]
შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციის ადგილას საერთოდ მანდატებს დავტოვებდი – რუსეთი და მოსკოვიო გაიძახიან და საერთოდ რა უნდათ, ვისთან სხედან დარბაზში?!

ოპოზიციის ადგილას საერთოდ მანდატებს დავტოვებდი – როცა ადამიანი არაფერში არ ვარგა, ასე ეხეთქება ხან ერთ, ხან მეორე მხარეს, ხან სხდომათა დარბაზშია, ხან აქციაზე დადის, არც ერთგან ვარგა და არც მეორეგან ვარგა, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილება საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადონ. პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას არც ცოდნა აქვს, რომ დებატებში შევიდეს […]
შალვა პაპუაშვილი – წარსულში ქართველები ხან თავრიზში დარბოდნენ, ხან სტამბოლში, ხან მოსკოვში და ხან სად, რომ დაებეზღებინათ სხვა ქართველები და მერე ისინი დაესაჯათ – დღეს მათი შთამომავლები დარბიან ბრიუსელსა და ვაშინგტონში თხოვნით, რომ ქართველები დასაჯონ

პირველად ხდება, როდესაც ქართველი ქართველის წინააღმდეგ უცხო ქვეყნისგან დასჯას ითხოვს – წარსულში ქართველები ხან თავრიზში დარბოდნენ, ხან სტამბოლში, ხან მოსკოვში და ხან სად, რომ დაებეზღებინათ სხვა ქართველები და მერე ისინი დაესაჯა მოსკოვს, სტამბოლს თუ სხვა დედაქალაქს. დღეს იმავე ქართველების შთამომავლები დარბიან ბრიუსელში და ვაშინგტონში – ბრიუსელი და ვაშინგტონი მოსკოვი არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის […]
მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი – ევროპის საბჭო მზადაა საქართველოს საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობის მიღწევის უზრუნველყოფაში დაეხმაროს

ევროპის საბჭო მზადაა საქართველოს საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობის მიღწევის უზრუნველყოფაში დაეხმაროს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის განცხადებაშია აღნიშნული. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება, ვენეციის კომისიის დასკვნების გარეშე, იმედგამაცრუებელია და კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებას არ გამოხატავს. „სამწუხაროდ, კანონპროექტის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ევროპულ სტანდარტებთან […]
სალომე სამადაშვილი – ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა დაადასტურა კიდევ ერთხელ – მის ვეტოს ვერავინ გამოიყენებს რუსული კანონის შეცვლაზე ვაჭრობისთვის – დაძლევენ ვეტოს და შედეგებს მიიღებენ

ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა დაადასტურა კიდევ ერთხელ – მის ვეტოს ვერავინ გამოიყენებს რუსული კანონის შეცვლაზე ვაჭრობისთვის – დაძლევენ ვეტოს და შედეგებს მიიღებენ, – ამის შესახებ განცხადებას პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი თქმით, ევროპელმა ლიდერებმაც დაადასტურეს, რომ კანონი გაუმჯობესებას არ ექვემდებარება. „ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა დაადასტურა კიდევ ერთხელ – მის ვეტოს […]
„ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია!“ – ზურაბიშვილი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, ტელეფონით ესაუბრა. „ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და მადლობა გადავუხადე ქართველი ხალხის სოლიდარობისა და ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია!“ – დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ X-ში. „აგენტების კანონის” წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე ხალხმრავალი საპროტესტო აქციების და პარტნიორი სახელმწიფოების მკაცრი კრიტიკის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა რუსული სტილის ამ კანონზე, „ქართული […]
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი უნივერსიტეტებს აკრედიტაციისა და ავტორიზაციის შეჩერებით ემუქრება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი რუსული კანონის საწინააღმდეგოდ ქვეყნის მასშტაბით სტუდენტების გაფიცვასა და უნივერსიტეტების ნაწილში სასწავლო პროცესის შეჩერებას ეხმაურება. უწყება ამბობს, რომ მნიშვნელოვანია დაწესებულებებში, ადმინისტრაციის მხრიდან, უზრუნველყოფილი იყოს სასწავლო პროცესის შეუფერხებელი განხორციელება. იხილეთ განცხადება სრულად: “ვეხმიანებით ზოგიერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეჩერებისა და გადავადების შემთხვევებს, რისი მომსწრენიც ბოლო პერიოდში გავხდით. საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია წინასწარ, […]