“მადლობა გადავუხადე” – ზურაბიშვილი ზელენსკის ესაუბრა

როგორც საქართველოს პრეზიდენტი, X-ზე წერს, საუბარი ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან: “მადლობა გადავუხადე პრეზიდენტს სოლიდარობისა და ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია!” წერს სალომე ზურაბიშვილი.

მოწოდება ოცნებას და მხარდაჭერა ქართველ ხალხს – ბორელი და ვარჰეი განცხადებას ავრცელებენ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი ოლივერ ვარჰეი რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. “ევროკავშირი დგას ქართველი ხალხისა და მისი არჩევანის გვერდით დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ. დაუშვებელია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკურ ლიდერების და ჟურნალისტების, ასევე მათ ოჯახების მიმართ დაშინება, მუქარა და ფიზიკური თავდასხმა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, […]

NATO-ს სპიკერი: კანონის მიღება არასწორ მხარეს გადადგმული ნაბიჯია, საქართველოს აშორებს ევროპას

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, მიეღოთ კანონი ე.წ. “უცხოელ აგენტებზე” არის არასწორ მხარეს გადადგმული ნაბიჯი და საქართველოს უფრო მეტად აშორებს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას.

სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ საუბარი ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. “მადლობა გადავუხადე პრეზიდენტს ქართველი ხალხის მიმართ მისი ურყევი მხარდაჭერის გამო – ჩვენი მომავალი ევროპაშია! – წერს ზურაბიშვილი

„საწვავი 10-15 თეთრით გაიაფდება“ – „სენტა ოილი“

„საწვავი 10-15 თეთრით გაიაფდება“ – „სენტა ოილი“ საწვავი 10-15 თეთრით გაიაფდება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „სენტა ოილის“ დამფუძნებელი ესაუბრა. ზაალ იაკობიძის თქმით, ბოლო 2 კვირაა მსოფლიო ბაზარზე „პლატსის“ მიხედვით, ფასი მცირდება, რაც ადგილობრივ საბითუმო ბაზარზე უკვე აისახა, საცალო გაყიდვებში კი მომდევნო 2 კვირაში აისახება. ცნობისთვის, საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ბენზინის ღირებულება 6-იდან 20 თეთრამდე გაიზარდა. […]

ე.წ „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი მკვეთრად დაეცა

ე.წ „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი მკვეთრად დაეცა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი ბოლო თვეების ზრდის შემდეგ, მაისში კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. დღიურ ჭრილში კომპანიების აქციების ფასი თითქმის 10%-ით შემცირდა. დღევანდელი, 15 მაისის 13:00 საათის მონაცემებით, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები 11%-ით გაიაფდა, თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) […]

ლა ლიგის პრეზიდენტმა დაადასტურა – მბაპე ზაფხულში “რეალს” შეუერთდება!

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ კილიან მბაპე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “რეალში” გადავა. “მბაპე ამ ზაფხულს “რეალის” ფეხბურთელი გახდება. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და თუ მადრიდელებთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, ჩემპიონთა ლიგის 5-ჯერ მოგების შანსი ექნებათ. ფრანგის გარდა მადრიდელებს ვინისიუსი და ბელინგემიც ეყოლებათ, რაც მათ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად აქცევთ, მაგრამ ეს […]

“ეს კანონი სიმბოლოა არჩევანისა რუსეთსა და ევროკავშირს შორის” – მარგუს ცახნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცახნა ამბობს, რომ რუსული კანონი სიმბოლოა არჩევანისა, რაც საქართველომ რუსეთსა და ევროკავშირს შორის უნდა გააკეთოს. ამის შესახებ ცახნამ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე თქვა, რომელიც ესტონეთის, ლატვიის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად შედგა. “ეს კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, სამოქალაქო თავისუფლებებსა და ყველა იმ ღირებულებას, რაზეც დგას ევროკავშირი. […]

რატომ არის კანონპროექტი ანტისახელმწიფოებრივი? — კახა მაღრაძის 3 არგუმენტი

საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ უფროსი პარტნიორი კახა მაღაძე აქვეყნებს სამ ძირითად არგუმენტს, რის გამოც, მედიისა და სამოქალაქო სექტორის გამჭვირვალობის საფარქვეშ მიღებული სადავო კანონპროექტი საზიანოა ქვეყნისთვის. კახა მაღრაძე ამბობს, რომ ამ კანონს არ უწოდებს „რუსულს“ და შეგნებულად არ იყენებს ტერმინს „მოღალატე“, თუმცა დასძენს, რომ კანონის მიღება არის ანტისახელმწიფოებრივი. თუმცა მისი ყველა არგუმენტი ანალოგიურია იმ არგუმენტებისა, რის გამოც […]

კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი, ნინი ჭაჭია ტოვებს

კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი, ნინი ჭაჭიაც ტოვებს. როგორც ის Facebook-პოსტში აღნიშნავს, დღეს უნივერსიტეტისგან განსხვავებული პოზიციები აქვს და მათი ღირებულებები რადიკალურად განსხვავებულია. “კავკასიის უნივერსიტეტის რექტორს ბ-ნ კახა შენგელიას: მეორე წელია კავკასიის უნივერსიტეტთან ვთანამშრომლობ როგორც მოწვეული ლექტორი, თუმცა ამას წინ უძღოდა დიდი ხნის შრომა საავტორო კურსების შესაქმნელად. ასე დავნერგეთ თქვენს უნივერსიტეტში ორი სრულიად განსხვავებული სალექციო კურსი: […]