პაპუაშვილი ევროპელი პოლიტიკოსების აქციაზე მისვლაზე: უცხოური გავლენების ლუსტრაცია იყო

რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეების ვიზიტს. გუშინ სამწუხარო ფაქტი ვიხილეთ, როცა უცხო ქვეყნების პარლამენტის წევრებმა და კომიტეტის თავმჯდომარეებმა ანტისამთავრობო აქციაში მიიღეს მონაწილეობა. ეს უცხოური გავლენების ყველაზე კარგი ლუსტრაცია იყო. გუშინ ვნახეთ, რომ უცხოელი აქტორები მათ მიერ დაფინანსებული NGO-ების მიერ ორგანიზებულ ანტისამთავრობო აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ. ამით უცხოური გავლენის ცუდი მხარის მთელი წრე შეიკრა. თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა […]
რინკევიჩი: საქართველო დღეს ისტორიულ გზაგასაყარზეა

სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. საქართველო დღეს ისტორიულ გზაგასაყარზეა. ლატვია მხარს უჭერს ქართველ ხალხსა და ევროკავშირში გაწევრიანების მათ სურვილს. ჩვენ განვიხილეთ მიმდინარე სიტუაცია, მე ვაფასებ პრეზიდენტის პირად პოზიციას, შევთანხმდით, რომ კონტაქტს გავაგრძელებთ.
რუსულ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრება მომავალ კვირაში გამოქვეყნდება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი, თეოდოროს რუსოპულოსის თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრება მომავალი კვირის დასაწყისში გამოქვეყნდება. რუსოპოლუსი ქართველ დეპუტატებს მოუწოდებს, რომ სრულად გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ვიდრე კანონი ამოქმედდება. ამავდროულად, რუსოპოლუსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს აქტივისტებზე თავდასხმები და პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენების შესახებ ცნობები. “ეს თავდასხმები, ისევე […]
ევროკავშირის გზაზე წინსვლის გადაწყვეტილება საქართველოს ხელშია – ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის გზაზე წინსვლის გადაწყვეტილება საქართველოს ხელშია – ჯოზეფ ბორელი საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი და ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ წერილს ავრცელებენ. „ევროკავშირი დგას ქართველი ხალხისა და დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის მათი არჩევანის გვერდზე. დაშინება, მუქარა და ფიზიკური გასწორება […]
“ბიზნეს აქტივობა გაჩერებულია” – ზურაბ ლალაზაშვილი „რუსული კანონის“ გავლენაზე

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია BDO-ს მმართველი პარტნიორის შეფასებითა და დაკვირვებით, დღეს საქართველოში მესამე მოსმენით მიღებული „რუსული კანონის“ გამო ბიზნესის აქტივობა გაჩერებულია. ამის შესახებ ზურაბ ლალაზაშვილმა AmCham-ისა და აშშ-ის ელჩის შეხვედრის შემდეგ BMG-ის განუცხადა. „კანონი ჯერ ამოქმედებული არ არის, მაგრამ დღეს რამდენიმე გამომსვლელისგან კონკრეტული პროექტების გაჩერების შესახებ განცხადებები მოვისმინეთ. ჩემი მხრიდან, ჩვენი კომპანიის ჭრილში ვაკვირდებით, რომ […]
საქველმოქმედო ფორდი “ქართუ” ისანში 16 კორპუსის აშენებას გეგმავს – გრგ-ს დეტალები

ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” 16 შენობისგან შემდგარი უბნის მშენებლობას გეგმავს. გარემოს რეგულირების გეგმა საკრებულოსთან უკვე შეთანხმებულია. გრგ-ში ბოლო ცვლილებები 2024 წლის 2 მაისს შევიდა. კორექტირებული დოკუმენტის მიხედვით, ტერიტორია მოიცავს გაბრიელ სალოსის გამზირს 116-დან 124 ნომრამდე. წარდგენილი განცხადების მიხედვით, ყველაზე დაბალი შენობა 10 -სართულიანი, ყველაზე მაღალი შენობა კი, 36-სართულიანი იქნება. კომპლექსში […]
ფრიდონ ინჯია პარლამენტს სახელმწიფო გერბზე გაკეთებული დევიზის „ძალა ერთობაშია“ შეცვლას და მის ნაცვლად, „ენა, მამული, სარწმუნოების“ დაწერას სთავაზობს

დეპუტატი ფრიდონ ინჯია პარლამენტს საქართველოს სახელმწიფო გერბზე გაკეთებული დევიზის „ძალა ერთობაშია“ შეცვლას და მის ნაცვლად, „ენა, მამული, სარწმუნოების“ დაწერას სთავაზობს. შესაბამისი წინადადებით ინჯია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილების განხილვისას გამოვიდა. “გერბზე აწერია “ძალა ერთობაშია“. ხომ არ მოვიდა დრო, გერბზე დავაწეროთ “მამული, ენა სარწმუნოება“? ამით ჩვენ ბევრ რამეს გადავწყვეტთ. როგორც ფიქრობთ, […]
“ეს არის ჩვენი ვიზიტის მთავარი ამოცანა” – ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი

თბილისში მყოფი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს: “გამარჯობა საქართველო და მოხარული ვარ, რომ მომეცა პატივი დავბრუნებულიყავი კვლავ საქართველოში. ჩვენ ვართ საქართველოს ძალიან ახლო მეგობრები. ჩვენ არ ვართ აქ იმისთვის, რომ თქვენ შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩავერიოთ უხეშად, მინდა ამას ხაზი გავუსვა. ვინაიდან, საქართველოს კონსტიტუციაში არის გაწერილი არის მისი ევროკავშირსა და […]
“ეს არის უკუსვლა, რომელზეც ევროკავშირს ექნება პასუხი” – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ამბობს: “ჩვენ აქ არ ჩამოვსულვართ იმისთვის რომ ლექცია ჩაგიტაროთ რა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა, არა, ვინაიდან დემოკრატიულ სახელმწიფოებში სადაც არჩევნები ტარდება, არჩევნები სწორედ ამისთვის არის და მე მჯერა, რომ ქართველმა ხალხმა იცის რა არის მათი მომავალი, როგორი მომავალი უნდათ ჰქონდეთ მათ. ჩვენ აქ ჩამოვედით როგორც თქვენი […]
ვეტოთი არ შევალ ყალბ მოლაპარაკებებში, არა და არასოდეს ! – ზურაბიშვილი

პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეხვდა თბილისში მყოფ ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ერთობლივ განცხადებაზე მან თქვა, რომ საქართველოს ევროპული მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი სიგნალია დღეს მათი თბილისში ყოფნა და მხარდაჭერა: “დღეს ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა მძიმე არის ის წერტილი დასმული, რაც დაისვა გუშინ გუშინდელი გადაწყვეტილებით, 84 ადამიანის მიერ კენჭისყრით. მძიმე წერტილი იმ ხელისუფლების განაცხადისთვის, რომელსაც […]