„უბედნიერესი ვარ, ახლა დაჩმორებულებს რომ გიყურებთ და არ იცით უკან როგორ მოგვეტმასნოთ!“ – დიტო სამხარაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს: „სკოლის მოსწავლეებში და სტუდენტების მცირე ნაწილში, აქციებზე გასართობად სიარულის ტრენდი რამოდენიმე დღე კიდევ რომ გაგრძელდეს რა არის გასაკვირი ამ სასაცილობას ყველა ვაკვირდებით და ვიცით ეს ასეა! გამოცდილ შუაშისტებზე მინდა ორი სიტყვა დავწერო, ყველა დროში ყველაფერს რომ ერგებიან! აი იმ ვითომ “ნაცი არავარტისტებზე”! ხედავთ რა დაგემართათ? როგორ გაისროლეთ […]

„ბიზნეს აქტივობა გაჩერებულია“ – ზურაბ ლალაზაშვილი „რუსული კანონის“ გავლენაზე

„ბიზნეს აქტივობა გაჩერებულია“ – ზურაბ ლალაზაშვილი „რუსული კანონის“ გავლენაზე აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია BDO-ს მმართველი პარტნიორის შეფასებითა და დაკვირვებით, დღეს საქართველოში მესამე მოსმენით მიღებული „რუსული კანონის“ გამო ბიზნესის აქტივობა გაჩერებულია. ამის შესახებ ზურაბ ლალაზაშვილმა BMG-ის, AmCham-ისა და აშშ-ის ელჩის შეხვედრის შემდეგ განუცხადა. „კანონი ჯერ ამოქმედებული არ არის, მაგრამ დღეს რამდენიმე გამომსვლელისგან კონკრეტული პროექტების გაჩერების შესახებ […]

საქართველოს მთავრობის წინააღმდეგობრივი გზავნილები უკვე უქმნის საფრთხეს EU-ს კომპანიების ინვესტიციებს – სვენ გიგოლდი

გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, სვენ გიგოლდი აცხადებს, რომ ევროკავშირში გაერთიანებაზე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგობრივი გზავნილები უკვე უქმნის საფრთხეს ევროპული კომპანიების ინვესტიციებს.

შალვა პაპუაშვილი მაიკლ როთზე – 30-წლიან დახმარებას ერთი ხელის მოსმით წყალში ყრიან ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები, როცა ჩამოდიან და სამთავრობო პარტიას კოშმარს ეძახიან – სელფის გამო შეუძლიათ არეულობისთვის გაწირონ საზოგადოება

გერმანიის 30-წლიან დახმარებას საქართველოს მიმართ, ერთი ხელის მოსმით წყალში ყრიან ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები, როდესაც ჩამოდიან, თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას და ვერც კი აცნობიერებენ რას აკეთებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკლ როთის მიერ მედიასთან გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. გარდა ამისა, პაპუაშვილი ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის […]

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროკომისიის განცხადება – არჩევანი თუ რა გზით გაგრძელდება სვლა, საქართველოს ხელშია – მოვუწოდებთ ხელისუფლებას გაიწვიოს კანონი, შეინარჩუნოს ევროკავშირის გზის ერთგულება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ კანონის მიღება ევროკავშირის გზაზე საქართველოს წინსვლაზე უარყოფითად აისახება. „ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს მოსახლეობას და მხარს უჭერს მის არჩევანს დემოკრატიის და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, ჟურნალისტების და ასევე მათი ოჯახების […]

ბათუმში ის სკოლის მოსწავლეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საპროტესტო აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ მიღებული პროექტი მათ ევროპულ განათლებასთან აშორებს

ბათუმის ცენტრალურ პარკში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, სკოლის მოსწავლეები სტუდენტებს უერთდებიან და ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. სკოლის მოსწავლეების თქმით, ევროკავშირთან დაშორება, მათ დასავლურ განათლებასთან აშორებთ. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ, თბილისში, რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს და მათზე განხორციელებულ ძალადობას გმობენ. “ჩვენს გადაწყვეტილებას მასწავლებელთა ნაწილი არ ეთანხმება, მაგრამ ჩვენ […]

სალომე ზურაბიშვილი ედგარს რინკევიჩსს – მადლობას გიხდით საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ქართველი ხალხის მიმართ ლატვიის ურყევი მხარდაჭერისთვის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ქართველი ხალხის მიმართ ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში ლატვიის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გაავრცელა. „ბატონო პრეზიდენტო, მადლობას გიხდით საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ქართველი ხალხის მიმართ ლატვიის ურყევი მხარდაჭერისთვის. გმადლობთ, რომ საქართველოსათვის ამ გადამწყვეტ მომენტში გამართულ ვიზიტში, ლატვიის […]

შალვა პაპუაშვილი – ერთი წელი დავხარჯე, რომ დამერწმუნებინა ფონდები, „ენჯეოები“, საელჩოები, თავად უზრუნველყოთ გამჭვირვალობა – სამწუხაროდ, შედეგს ვერ მივაღწიე, გუშინ ო’ბრაიენმაც აღნიშნა, რომ ეს არის ეროვნული ინტერესის საკითხები

კონსტრუქციული და საინტერესო, ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა ო’ბრაიენთან. მიხარია, რომ მან რამდენიმე საკითხი ახსენა, რომელზეც გვქონდა საუბარი. ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ინტერესის საკითხია საქართველოსთვის უცხოური გავლენის გამჭვირვალობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე ო’ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა ქვეყნის ეროვნული ინტერესის საკითხია უცხოური გავლენის გამჭვირვალობა საზოგადოებისთვის. „ამ მხრივ […]

ილია დარჩიაშვილი იან ბორჯს შეხვდა

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, მალტის საგარეო, ვაჭრობისა და ევროპულ საქმეთა მინისტრი, იან ბორჯი საქართველოს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს თავმჯდომარემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრა გამართა. „შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა მალტას, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანას, ორგანიზაციის […]

ოთხი რუსი ჟურნალისტი აღიარეს პოლიტპატიმრებად

უფლებადამცველმა ორგანიზაცია “მემორიალმა” 15 მაისს პოლიტპატიმრებად გამოაცხადა ოთხი რუსი ჟურნალისტი, რომლებიც ბოლო თვეებში დააპატიმრეს ექსტრემისტული ჯგუფების მოქმედებებში მონაწილეობის დაუკონკრეტებელი ბრალდებებით. ვებსაიტ RusNews-ის ჟურნალისტი ოლგა კომლევა აწ გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის გუნდის წევრი იყო ბაშკირეთში. ანტონინა ფავორსკაია წერდა პოლიტპატიმრების სასამართლო პროცესებსა და მარტში ნავალნის დასაფლავების ცერემონიაზე. კონსტანტინ გაბოვი თანამშრომლობდა რადიო თავისუფლებასთან, “როიტერსთან” და “დოიჩე […]