პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საქართველოს პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმების კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დაძლია. უმრავლესობის დეპუტატებმა სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინეს და ცვლილებები თავდაპირველი რედაქციით მიიღეს. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გენდერული კვოტირების გაუქმების კანონს ვეტო 18 აპრილს დაადო. საქართველოს პარლამენტმა გენდერული კვოტირება 4 აპრილს გააუქმა. საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით პარტია გირჩი გამოვიდა. ალექსანდრე რაქვიაშვილის, […]

IBSU-ს მმართველმა საბჭომ რექტორთა განცხადებაზე უნივერსიტეტის ხელმოწერა გამოიწვია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სტუდენტების მოთხოვნიდან გამომდინარე რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე უნივერსიტეტის ხელმოწერა გამოიწვია. უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საკითხი მმართველთა საბჭოს საგანგებო სხდომაზე გადაწყდა. “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველმა საბჭომ საგანგებო სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით, სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე უნივერსიტეტის ხელმოწერა გამოიწვია. კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოვხატავთ ჩვენი ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებას […]

ბლინკენი: ისრაელს სჭირდება მკაფიო და კონკრეტული გეგმა ღაზის მომავლისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენოტი ბლინკენი აცხადებს, რომ ისრაელს სჭირდება მკაფიო და კონკრეტული გეგმა ღაზის სექტორის მომავლისთვის. ბლინკენი თვლის, რომ რეგიონში არსებობს ძალაუფლების ვაკუუმის შექმნის საფრთხე, რომელიც შეიძლება შეივსოს ქაოსით. სახელმწიფო მდივანმა ამის შესახებ განაცხადა 15 მაისს. ისრაელის შეზღუდულმა ოპერაციამ რაფაჰში „უარყოფითი გავლენა“ იქონია სწორედ იმ დროს, როცა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ვითარების გამოსწორებისთვის ნაბიჯები იდგმებოდა. ამის […]

პარლამენტის გადაწყვეტილებით, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი გაუქმდა

პარლამენტის გადაწყვეტილებით, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი გაუქმდა. “ქართული ოცნების“ ინიციატივით, “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები 81-ხმით (1 – წინააღმდეგი), მესამე მოსმენით მიიღეს. მხარდაჭერილი პროექტით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს. “საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, მაჟორიტარული წესით არჩეულად ის კანდიდატი ითვლებოდა, რომელიც ხმების 40%-ზე მეტს მიიღებდა. წინააღმდეგ […]

Rooms hotel-მა ბოლო ერთ თვეში ჯავშნების გაუქმების გამო დაახლოებით 300 000-ის ზარალი მიიღო – ვალერი ჩეხერია

Rooms Hotel-ში აცხადებენ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებული მოვლენების ფონზე ჯავშნების გაუქმების გამო დაახლოებით 300 ათასი ლარის ზარალი მიიღეს. ამის შესახებ Rooms Hotel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვალერი ჩეხერიამ BMG-ის განუცხადა. მისი თქმით, სასტუმროებში ჯავშნები უქმდება როგორც ტურისტული, ასევე კონფერენციების მიმართულებით. მისივე თქმით, ღონისძიებების ჯავშნების დაახლოებით 35-40% არასამთავრობო ორგანიზაციებზე მოდის. შესაბამისად, მისი თქმით, […]

პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებს 28 დეპუტატმა ხმა წინააღმდეგ მისცა. მომხრე 1 ადამიანი იყო. შედეგად საკითხი ჩავარდა, ოცნებამ კი კანონპროექტის თავდაპირველი რედაქციით უყარა კენჭი და მხარი დაუჭირა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კვოტირების გაუქმებას ვეტო 18 აპრილს დაადო. პარლამენტმა გენდერული კვოტები 4 აპრილს გააუქმა. საარჩევნო სიებში გენდერული კვოტები 2020 წელს მიიღეს, როგორც […]

ესტონეთის საგარეოში ამბობენ, რომ შეხვედრაზე პაპუაშვილის ნახსენებ საკითხებზე არ შეთანხმებულან

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს. დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ 4 ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა და დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან თქვა, რომ “შეხვედრაზე შევთანხმდით, სწორი გავაკეთეთ, რომ არ მოვუსმინეთ ევროპელ კოლეგებს და არ დავუწესეთ სანქციები რუსეთს, არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი”. “ნება მომეცით ნათლად ვთქვა სათქმელი, ჩვენ არ შევთანხმებულვართ არცერთ […]

„სახლში მოვარდნას ერთადერთი დატვირთვა აქვს – ჩემი 12 წლის შვილი!!! რომელიც მისდაუნებურად ამ ძალადობრივი აქტივიზმის მსხვერპლი შეიძლება გახდეს“ – რას აქვეყნებს ნინო წილოსანი

„სახლში მოვარდნას ერთადერთი დატვირთვა აქვს – ჩემი 12 წლის შვილი!!! რომელიც მისდაუნებურად ამ ძალადობრივი აქტივიზმის მსხვერპლი შეიძლება გახდეს“ – რას აქვეყნებს ნინო წილოსანი ამ ყველაფერში რაიმე პოზიტიური თუ უნდა დავინახოთ, ის არის რომ ვვარჯიშობ და ჯანსაღი ცხოვრების წესს ვეწევი და კიდევ ის რომ ოკტოპუსი ძალიან მაგარი სავარჯიშო დარბაზია ახლა კი, ამ პოსტის ძალადობრივ მხარეზე ვისაუბროთ […]

პარლამენტმა გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. 1 – მომხრე, 28 – წინააღმდეგი- მოტივირებული შენიშვნები კენჭისყრაზე ჩავარდა, ამის შემდეგ კი კენჭი ვეტოდადებულ საკანონმდებლო პაკეტს უყარეს, რომელსაც ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.

ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შალვა პაპუაშვილის განცხადებას პასუხობენ და აცხადებენ, რომ მასთან პრობლემურ საკითხებზე „არა თუ შეთანხმდნენ“, არამედ „უკიდურესად მტკიცე შეხედულებები გამოხატეს“

ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურებიან, რომელშიც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ყველანი შეთანხმდნენ, რომ მმართველმა პარტიამ სწორი გააკეთა, როდესაც მათ ევროპელ კოლეგებს არ მოუსმინეს, რუსეთს სანქციები არ დაუწესეს და მიხეილ სააკაშვილი არ გაათავისუფლეს. „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შესახებ არსებული დაბნეულობის საპასუხოდ […]