შალვა პაპუაშვილი 4 ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრაზე – ყველა შევთანხმდით, რომ სწორი გავაკეთეთ, როცა არ მოვუსმინეთ ევროპელ კოლეგებს და არ დავაწესეთ სანქციები, არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი – ვუთხარით, რა დაზღვევაა, რომ ამ შემთხვევაშიც არ ცდებით?

შეხვედრაზე ყველა შევთანხმდით, რომ სწორი გავაკეთეთ, რომ არ მოვუსმინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს და არ დავუწესეთ სანქციები რუსეთს, არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი. ჩვენ აღმოვჩნდით მართალი და ისინი მტყუანი – ვუთხარით, რა დაზღვევაა, რომ ამ შემთხვევაშიც არ ცდებით, ისევე როგორ წინა შემთხვევებში? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან […]
თსუ-დან პარლამენტის მიმართულებით სტუდენტების მსვლელობა დაიწყო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან პარლამენტის შენობისკენ სტუდენტების მსვლელობა დაიწყო. მიუხედავად პოლიციის მოწოდებისა, რომ მხოლოდ bus line დაეკავებინათ, სტუდენტებმა ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით შეკრული ჯაჭვით ჭავჭავაძის გამზირი ნახევრად გადაკეტეს. მსვლელობის ორგანიზატორის ინფორმაციით, ისინი აპირებენ, რომ რუსთაველის გამზირზე მივიდნენ და აქცია გამართონ. “არა რუსულ კანონს”, “გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს”, “არა რუსულ მთავრობას”, “წინ ევროპისკენ”, – სკანდირებენ მსვლელობის […]
პარლამენტის გადაწყვეტილებით, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი გაუქმდა

პარლამენტის გადაწყვეტილებით, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი გაუქმდა. “ქართული ოცნების“ ინიციატივით, “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები 81-ხმით (1 – წინააღმდეგი), მესამე მოსმენით მიიღეს. მხარდაჭერილი პროექტით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს. “საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, მაჟორიტარული წესით არჩეულად ის კანდიდატი ითვლებოდა, რომელიც ხმების 40%-ზე მეტს მიიღებდა. წინააღმდეგ […]
საფრანგეთის ელჩი საქართველოში – ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს

ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს, – ასე ეხმაურება საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისიის ერთობლივ განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით. „ევროკავშირი ქართველ ხალხს და დემოკრატიისა და ევროპული მომავლის მიმართ მათ არჩევანს მხარს უჭერს. ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაიწვიოს კანონი, რომელიც ორივე არჩევანს ძირს უთხრის. ევროკავშირი მზად არის საქართველოს […]
პოლიციამ კიდევ 17 ადამიანი დააკავა – 14 მაისის ღამეს გმირთა მოედანზე და 15 მაისის გამთენიისას პარლამენტთან

14 მაისს, დღის მეორე ნახევარში, გმირთა მოედანზე და 15 მაისის გამთენიისას პარლამენტის მიმდებარედ, პოლიციამ “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციების კიდევ 17 მონაწილე დააკავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობისთვის. დაკავებულებიდან ათი პირი უკვე გათავისუფლდა ხელწერილის საფუძველზე. სულ, “აგენტების კანონის” პარლამენტში განხილვიდან მისი მესამედ მოსმენით მიღებამდე, ამ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციამ 180-ზე მეტი ადამიანი დააკავა. […]
ახალ კალედონიაში არეულობის გამო მაკრონმა საგანგებო სხდომა გამართა

საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია ახალ კალედონიაში არეულობის გამო პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოიწვია საგანგებო სხდომა და გადადო თავისი ვიზიტი ნორმანდიაში. ახალ კალედონიაში, რომელიც საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია – განსაკუთრებული სტატუსის მქონე- ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წარმონაქმნია, სამი დღეა ძალადობრივი საპროტესტო გამოსვლები იმართება. ადგილობრივი უწყებების თანახმად, დედაქალაქ ნუმეაში ღამით სამი პირი მოკლეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანენის თქმით, ბევრია დაჭრილი, მათ […]
დიმიტრი სამხარაძე – შენ ქვეყანაში, პრეზიდენტი რომ გქვია ჯერ კიდევ, შუაში, საკუთარი ქვეყნის გერბის ქვეშ რომ არ დაგაყენებენ და კუთხეში დადგომის პრეტენზია არ გაგაჩნია – ეს არის იმ ქალის დამოკიდებულება, რომელმაც „ნაცების“ კოალიციის ლიდერად გამოაცხადა თავი

შენ ქვეყანაში, პრეზიდენტი რომ გქვია ჯერ კიდევ, შუაში, საკუთარი ქვეყნის გერბის ქვეშ რომ არ დაგაყენებენ და კუთხეში დადგომის არანაირი პრეტენზია არ გაგაჩნია! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს და სალომე ზურაბიშვილის და ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენციის ფოტოს აქვეყნებს. სამხარაძის თქმით, „ეს არის […]
სოზარ სუბარი – მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით – ხალხი გაიგებს ყველაფერს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების ფინანსების შესახებ, ახალგაზრდებიც გაიგებენ, რა ბინძურად ატყუებდნენ მათ!

მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით. ხალხი გაიგებს ყველაფერს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების ფინანსების შესახებ – ახალგაზრდებიც გაიგებენ, რა ბინძურად ატყუებდნენ მათ!- ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, სოზარ სუბარი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მესამე მოსმენით მიღებას. როგორც სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში წერს, ამ გადაწყვეტილებით საქართველო კიდევ უფრო მაღალი […]
„ოცნების“ შიგნითაც მომწიფდება კონფლიქტი იმათ შორის, ვისაც უნდა კომფორტი, მაგრამ არ უნდა კაციჭამია იყოს და ვისაც ნებისმიერ ფასის გადახდა შეუძლია ხელისუფლებაში ყოფნისთვის“ – გედევან ფოფხაძე

„ოცნების“ შიგნითაც მომწიფდება კონფლიქტი იმათ შორის, ვისაც უნდა კომფორტი, მაგრამ არ უნდა კაციჭამია იყოს და ვისაც ნებისმიერ ფასის გადახდა შეუძლია ხელისუფლებაში ყოფნისთვის“ – გედევან ფოფხაძე ლევან ჯავახიშვილი „ალიას“ ესაუბრება პარტია „ახლების“ წევრი, გედევან ფოფხაძე. – ბატონო გედი, უკვე რამდენიმე დღეა, ხელისუფლების მიერ წაქეზებული ხალხის მიერ მიმდინარეობს ოპოზიციურად განწყობილი ხალხის ცემა, სატელეფონო მუქარა და ლანძღვა–გინება, აქციების […]
რუსეთში, თათრეთში დრონის თავდასხმის საფრთხის გამო თალიბანის დელეგაცია დროულად ვერ ჩაფრინდა

15 მაისის გამთენიისას ყაზანისა და ნიჟნეკამსკის აეროპორტებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს. როგორც როსავიაციის პრესსამსახურში ამბობდნენ, შეზღუდვა ფრენების უსაფრთხოების მიზნით დაწესდა. მათ არ დაუკონკრეტებიათ ზუსტი მიზეზი. აეროპორტებმა მუშაობა დრონების თავდასხმების საფრთხის გამო შეაჩერეს. პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ თათრეთის თავზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ტელეგრამ-არხი BAZA-ს ცნობით, დრონი თათრეთის ვერხნეუსლონსკის რაიონში ჩამოაგდეს. როგორც ტელეგრამ-არხი […]