სადავო განცხადებიდან ხელმოწერა მმართველთა საბჭომაც გამოითხოვა — IBSU

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველთა საბჭომ რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე, რამაც სტუდენტებისა და ლექტორების უარყოფითი რეაქციები გამოიწვია, უნივერსიტეტის ხელმოწერა გამოითხოვა. მმართველთა საბჭო ამ გადაწყვეტილებას სტუდენტთა განსაკუთრებული ინტერესით ხსნის. ამ უნივერსიტეტის რექტორი „კავკასიის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტი კახა შენგელიაა. „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველმა საბჭომ საგანგებო სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით, სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე უნივერსიტეტის […]
სარეკლამო კომპანია „ლიმონში“ პოლიცია შევიდა – პავილიონში ჩხრეკა მიმდინარეობს

სარეკლამო კომპანია „ლიმონში“ პოლიცია შევიდა და მათ პავილიონში ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს. როგორც კომპანიის თანამშრომლები „ნეტგაზეთს“ ეუბნებიან, პოლიციას მათთვის არ განუმარტავს ჩხრეკის მიზეზი, მხოლოდ სასამართლოს ორდერი წარუდგინეს და უთხრეს, რომ ყველაფერს მოგვიანებით გაიგებდნენ. თანამშრომლები აცხადებენ, რომ ვერ უკავშირდებიან კომპანიის დირექტორ გიორგი ოკმელაშვილს. მათი თქმით, ყველა თანამშრომელს პოლიციამ ტერიტორია დაატოვებინა, ჩხრეკას მხოლოდ კომპანიის ერთი წარმომადგენელი ესწრება. […]
ლაზარე გრიგორიადისი იზოლატორს 16 მაისს დატოვებს – პოლიციამ პატიმრობის ვადა 48 საათამდე გაახანგრძლივა

14 მაისს საქართველოს პარლამენტის შენობასთან “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი საპატიმრო დაწესებულებას 16 მაისს დატოვებს – პოლიციამ მის შემთხვევაში გამოიყენა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავების მაქსიმალური დრო, 48-საათიანი ვადა. ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო “აგენტების კანონი”. როგორც გრიგორიადისის ადვოკატი ეკა ქობესაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ჩვენების მისაღებად ლაზარე იზოლატორში […]
შვილიშვილის მოგონებები გენიალურ იპოლიტე ხვიჩიაზე – Marao

ნუკრი გაბუნია ყველასათვის საყვარელი და გამორჩეული მსახიობის, ქართული კინოს კომიკოსის – იპოლიტე ხვიჩიას ნაბოლარა შვილიშვილია. მოგეხსენებათ, იპოლიტემ და მისმა მეუღლემ – ლუბა ქარქაშაძემ ერთმანეთი ქუთაისის თეატრში გაიცნეს, იმ დროისათვის ლუბას ჰყავდა მეუღლე და ერთადერთი ქალიშვილი, ნუნუ, თუმცა დიდ სიყვარულს ამან ხელი ვერ შეუშალა და წყვილმა ბედნიერი ოჯახი შექმნა, ნუნუს კი ხუთი შვილი შეეძინა და ჩემი […]
ლარი კვლავ უფასურდება – $1 Bloomberg-ზე 2.75 ლარად ივაჭრება

ლარის კურსი Bloomberg-ზე კვლავ დაეცა. ამ დროისთვის 1 აშშ დოლარი 2.7524 ლარად ივაჭრება. კურსი, რომელიც 12:00 საათისთვის მოქმედებდა 2.71 ლარი იყო. 15:00 საათზე კურსი კვლავ დაეცა და 2.7250 შეადგინა. ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსს ეროვნული ბანკი 17:00 საათის შემდეგ გამოაქვეყნებს.
ბოლო 2 კვირის განმავლობაში სამივე კომპანიამ დაკარგა £1.4 – რომან გოცირიძე ქართული კომპანიების ზარალს აფასებს

საქართველოს კაპიტალის საბაზრო კაპიტალიზაცია 1 მაისის მდგომარეობით იყო 614.4 მილიონი გირვანქა სტერლინგი, დღეისათვის 460.8 მილიონია. კლებამ 153.6 მილიონი სტერლინგი შეადგინა, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე წერს და ბოლო 2 კვირის განმავლობაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სამი კომპანიის შედეგებს აჯამებს და წერს, რომ „ესაა აგენტების რუსული კანონის პირველი ეფექტი“. „ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სამი […]
„იმ ბრძოლაში, სადაც ჩემი სტუდენტები თუ თანამშრომლები მტრის წინააღმდეგ იბრძვიან, მათ გვერდით ვიდგები“ – შენგელია

„კავკასიის უნივერსიტეტისა“ და „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ რექტორი, კახა შენგელია, განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აცხადებს, რომ იგი გვერდით უდგას უნივერსიტეტის სტუდენტებს, ლექტორებსა და თანამშრომლებს საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. „კომერსანტი“ განცხადებას სრულად გთავაზობთ. “ჩემო სტუდენტებო, კურსდამთავრებულებო, მეგობრებო, თანამშრომლებო, ბევრჯერ მქონია ცხოვრებაში რთული მომენტები, ბევრჯერ უსვრიათ ჩემთვის ტალახი, თუმცა არასდროს, არავის დაუბრალებია ჩემთვის სამშობლოს ღალატი. მთელი ცხოვრება შევალიე […]
უკრაინელი მწერალი ნატალია ტროხიმი მწერალთა სახლის რეზიდენციაში გატარებულ თვეებზე და ნაყოფიერ სამუშაოზე წერს

უკრაინელი მწერალი ნატალია ტროხიმი, რომელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში მწერალთა სახლის რეზიდენცია მასპინძლობდა, განვლილ თვეებზე და ამ დროის განმავლობაში განხორციელებულ ნაყოფიერ სამუშაოზე წერს: „როდესაც ომი დაიწყო, საქართველოში ჩამოვედი, რადგან აქ მეგობრები მეგულებოდნენ და თან მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა გასაკეთებელი. მწერალთა სახლის დირექტორის, ქეთევან დუმბაძის კეთილშობილური მოწვევით, ბოლო ექვსი თვე თბილისში, მწერალთა სახლის რეზიდენციაში გავატარე. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, […]
IBSU: რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე უნივერსიტეტის ხელმოწერა გამოვიწვიეთ

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე უნივერსიტეტის ხელმოწერა გამოიწვიეს. “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველმა საბჭომ საგანგებო სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით, სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე უნივერსიტეტის ხელმოწერა გამოიწვია. კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოვხატავთ ჩვენი ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებას და ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ყველაფერი რუსული მიუღებელია” – […]
ხარისხის ცენტრის თანამშრომლები: კატეგორიულად ვემიჯნებით დღევანდელ განცხადებას

განათლების ხარისხის გავნითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილი დღეს, 15 მაისს, ცენტრის მიერ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ განხადებას გამოეხმაურა. როგორც თანამშრომელთა ნაწილის განცხადებაში წერია, ისინი კატეგორიულად ემიჯნებიან ცენტრის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ დღევანდელ განცხადებას – მათი თქმით, აღნიშნული განცხადებით იჩრდილება საქართველოს ახალგაზრდობის ნათელი, გულწრფელი და სამართლიანი პროტესტი, ისევე, როგორც საქართველოს ევროპული მომავლის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა. “განათლების ხარისხის […]