ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ამერიკიდან საჩუქრად 47 ყუთი უახლესი სამეცნიერო ლიტერატურა და ამერიკაში მცხოვრებ პირველ ქართველ ემიგრანტთა ორი მნიშვნელოვანი არქივი მიიღო

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ამერიკიდან საჩუქრად 47 ყუთი უახლესი სამეცნიერო ლიტერატურა და ამერიკაში მცხოვრებ პირველ ქართველ ემიგრანტთა ორი მნიშვნელოვანი არქივი მიიღო საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ამერიკიდან საჩუქრად მიიღო 47 ყუთი უახლესი სასწავლო, სამეცნიერო ლიტერატურა სხვადასხვა დარგში, ასევე ამერიკაში მცხოვრებ პირველ ქართველ ემიგრანტთა ორი მნიშვნელოვანი არქივი, რომელსაც ახლო მომავალში გაგაცნობთ. ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს. მათივე ცნობით, წიგნები დაბეჭდილია […]

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე 7 მედალი მოიპოვა

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე 7 მედალი მოიპოვა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრების წევრები დავით გაბედავა (55 კგ) და გიორგი ალადაშვილი (80 კგ) ბუქარესტში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე – კონსტანტინ ალექსანდრუს მემორიალზე ჩემპიონები გახდნენ. ქართველმა ჭაბუკებმა სულ რუმუნულ ხალიჩაზე 7 მედალი მოიპოვეს. 80 კილოგრამი წონითი კატეგორიის კონკურენცია სულაც ქართული ფინალით დაგვირგვინდა და […]

ალტ-ინფოში რიტორიკა შეცვალეს და მხარდაჭერას უცხადებენ “ოცნებას” რუსული კანონის მიღების საქმეში

პრორუსული გაერთიანების, “ალტ-ინფოს” რიტორიკა “ქართულ ოცნებასა” და რუსულ კანონთან დაკავშირებით, მისი მიღების შემდეგ მკვეთრად შეიცვალა. ამ კანონპროექტის ინიციირების შემდეგ, მისი საწინააღმდეგო პროტესტის პარალელურად, ისინი “ქართული ოცნების” მიერ ამ კანონის დღის წესრიგში დაყენებას დიდად მნიშვნელოვან საკითხად არ მიიჩნევდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ მმართველი პარტია “ალტ-ინფოს” პოლიტიკურ ველზე იჭრებოდა, ანუ კონსერვატიულად განწყობილი ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობდა. “ალტ-ინფოში” ამის […]

„სადავო განცხადებიდან ხელმოწერა IBSU-ს მმართველთა საბჭომაც გამოითხოვა“ — IBSU

„სადავო განცხადებიდან ხელმოწერა IBSU-ს მმართველთა საბჭომაც გამოითხოვა“ — IBSU შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველთა საბჭომ რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე, რამაც სტუდენტებისა და ლექტორების უარყოფითი რეაქციები გამოიწვია, უნივერსიტეტის ხელმოწერა გამოითხოვა. მმართველთა საბჭო ამ გადაწყვეტილებას სტუდენტთა განსაკუთრებული ინტერესით ხსნის. ამ უნივერსიტეტის რექტორი „კავკასიის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტი კახა შენგელიაა. „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველმა საბჭომ საგანგებო სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით, სტუდენტების […]

ლარი დოლართან 4.6 თეთრით, ევროსთან კი 5.7 თეთრით გაუფასურდა – რა ღირს ეროვნული ვალუტა ბანკებში?

ლარი დოლართან 4.6 თეთრით, ევროსთან კი 5.7 თეთრით გაუფასურდა – რა ღირს ეროვნული ვალუტა ბანკებში? 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7323 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7323 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6866 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0457 ლარი შეადგინა. […]

ბანკის აქციებზე ფასის ვარდნა ნიშნავს იმას, რომ ინვესტორები არ უყურებენ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ნდობით – Tbilisi Consulting Group-ის დამფუძნებელი

ბანკის აქციებზე ფასის ვარდნა ნიშნავს იმას, რომ ინვესტორები არ უყურებენ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ნდობით – Tbilisi Consulting Group-ის დამფუძნებელი „ბანკის აქციებზე ფასის ვარდნა ნიშნავს იმას, რომ ინვესტორები, ვინც უნდა იყიდონ ბანკის აქციები, ანუ ფული დააბანდონ ბანკში, ორჭოფობენ, ბევრ კითხვას სვამენ, არ უყურებენ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ნდობით“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში Tbilisi Consulting Group-ის დამფუძნებელი […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7323 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7323 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7323 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6866 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0457 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9577 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9005 ლარს შეადგენდა. […]

ნიკა გვარამია – რეჟიმი გაბზარულია – ასეთი დაბზარული შენობა ერთხელ ჩამოიქცევა და ეს „ერთხელ“ ძალიან ახლოს არის

ვხედავთ, რომ რეჟიმი გაბზარულია. ნებისმიერი შემდგომი ხისტი ქმედება ამ ბზარებს უფრო მეტად გააღრმავებს. ასეთი დაბზარული შენობა ერთხელ ჩამოიქცევა და ეს “ერთხელ” ძალიან ახლოს არის,- ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა. გვარამია გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ყველანი შეთანხმდნენ, რომ მმართველმა პარტიამ სწორი […]

პარტიებს შესაძლებლობა ეძლევათ, საარჩევნო სიების ფორმირების დროს, ესა თუ ის დეპუტატობის კანდიდატი მუნიციპალიტეტის დელეგატად განსაზღვრონ

პარტიებს შესაძლებლობა ეძლევათ, საარჩევნო სიების ფორმირების დროს, ესა თუ ის დეპუტატობის კანდიდატი მუნიციპალიტეტის დელეგატად განსაზღვრონ. პარლამენტმა მესამე მოსმენით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ პროექტი მიიღო, რომლის თანახმად, პარტიას უფლება ექნება, პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს. პარლამენტის წევრობის კანდიდატი შესაძლებელია მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩეველი დელეგატი იყოს. ასეთ […]

ზურაბ ჯაფარიძე – ევროპელები შოკში იყვნენ, პაპუაშვილმა ტყუილი გაავრცელა, თითქოს ყველაფერზე შეთანხმდნენ – ჩვენს თვალწინ აორგანიზებდნენ პასუხს

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე, როგორც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონზე, ასევე, მუქარის შემცველ ზარებზე, პოსტერებზე, ჩასაფრებებზე და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. მისივე თქმით, ქვეყნის პარტნიორები აპირებენ, რომ რეაგირება მოახდინონ, კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგამენ, მისთვის ეს ჯერჯერობით უცნობია. „მნიშვნელოვანია […]