რუსთაველის გამზირი გადაიკეტა – პარლამენტთან სტუდენტები მარშით მივიდნენ

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი ეზოდან დაძრული სტუდენტები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ. დღეს, 19:00 საათზე ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტამდე მსვლელობა გაიმართება. ასევე, 20:00 საათზე სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.
„განაჩენი გამოტანილია, თავად ქოცების შვილები და შვილიშვილები დგანან ამ მიტინგზე, მშობლები და ბებია–ბაბუები მათ წინააღმდეგ ვერ წავლენ“ – კახა მიქაია

ლევან ჯავახიშვილი „ალიას“ ესაუბრება პოლიტიკოსი, კახა მიქაია. – ბატონო კახა, ცოტა ხნის წინ ჩემთან ინტერვიუში ბრძანეთ, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი გაკოტრებულია, ხალხს ურეიტინგო ლიდერები ჰყავს, რომელთაც არ მიჰყვებიან და მალე დადგება დრო, როდესაც ხალხი ლიდერების გარეშე გამოვა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინაშე და ივანიშვილი ხალხთან პირისპირ დარჩებაო. მალვე ახდა თქვენი ნათქვამი, ხალხი და მეტწილად ახალგაზრდები, ლიდერების […]
სარეკლამო კომპანია “ლიმონში” პოლიცია შევიდა

სარეკლამო კომპანია “ლიმონში” პოლიცია შევიდა , პავილიონში ჩხრეკა მიმდინარეობს – ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს. სოციალურ ვრცელში ვრცელდება ფოტოებიც. გამოცემის ცნობით, თანამშრომლებისთვის პოლიციას არ განუმარტავს ჩხრეკის მიზეზი, მხოლოდ სასამართლოს ორდერი წარუდგინეს და უთხრეს, რომ ყველაფერს მოგვიანებით გაიგებდნენ. თანამშრომლები აცხადებენ, რომ ვერ უკავშირდებიან კომპანიის დირექტორ გიორგი ოკმელაშვილს. მათი თქმით, ყველა თანამშრომელს პოლიციამ ტერიტორია დაატოვებინა, ჩხრეკას მხოლოდ კომპანიის ერთი […]
“საქართველოს საკლუბო სცენა “უცხოელი აგენტების” კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტს უერთდება” – Resident Advisor

“ქართული საკლუბო საზოგადოება “უცხოელი აგენტების” შესახებ საკამათო კანონპროექტის წინააღმდეგ მასობრივ პროტესტს შეუერთდა”, – ამის შესახებ მუსიკალური ონლაინ ჟურნალი Resident Advisor-ი წერს, რომელიც თბილისში მოქმედი ღამის კლუბების წარმომადგენლებს დაუკავშირდა. “თბილისის წამყვანმა კლუბმა “ბასიანმა” გასულ კვირას, 11 მაისს Instagram-ზე დაადასტურა, რომ მისი დამფუძნებლები და თანამშრომლები იმ დღეს დაგეგმილ აქციას შეუერთდებოდნენ. აღნიშნული პოსტი მმართველი პარტია “ქართულ ოცნების” მიერ […]
რუსეთის ქვეითი ჯარი უკრაინის ქალაქ ვოვაჩანსკში შევიდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველა საგარეო ვიზიტი გადადო, რადგან ოთხშაბათს, ბრძოლის ველზე ვითარება გაუარესდა. კიევმა განაცხადა, რომ რუსეთის ქვეითი ჯარი ხარკივის რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ სასაზღვრო ქალაქ ვოვაჩანსკში შევიდა. საზღვრიდან 5 კილომეტრში მდებარე ქალაქის აღება, რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება მას შემდეგ, რაც მან პარასკევს, ხარკივის რეგიონში შეჭრა დაიწყო, ახალი ფრონტი გახსნა და კიევს სწრაფი გამაგრება აიძულა. […]
სომელიე ალექს მაკმაჰონი: „ჩვენ დავაგემოვნეთ ღვინოები, რომლებიც ქარვისფერი ღვინის საუკეთესო ნიმუშებია მსოფლიოში“

სომელიე ალექს მაკმაჰონი: „ჩვენ დავაგემოვნეთ ღვინოები, რომლებიც ქარვისფერი ღვინის საუკეთესო ნიმუშებია მსოფლიოში“ ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კანადიდან ღვინის პროფესიონალების 17-კაციანი ჯგუფი საქართველოს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები კახეთში ღვინის მწარმოებელ კომპანიებს და საოჯახო მარნებს ესტუმრნენ, ასევე, გაეცნენ ქვევრის დამზადების ტექნოლოგიას. თბილისში სპეციალურად მათთვის 20-მდე სხვადასხვა კომპანიის ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა. ჯგუფის წევრების […]
სტუდენტები თსუ-ს პირველი კორპუსიდან პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ

სტუდენტების მსვლელობა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყო, პარლამენტის შენობასთან დასრულდა. მსვლელობის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან გაჩერდნენ და აქცია საქართველოს ჰიმნის შესრულების ფონზე დაიწყეს. ახალგაზრდებს მსვლელობის დროს შეძახილებითა და სიგნალებით, მოქალაქეები მანქანიდან ამხნევებენ. “საქართველო”, “არა რუსულ კანონს”, “არა რუსულ მთავრობას”, “წინ ევროპისკენ”, – სკანდირებენ აქციის მონაწილე ახალგაზრდები. ინფორმაციისთვის, მსვლელობის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის […]
სალომე ზურაბიშვილი – ეუთოს თავმჯდომარესთან შეხვედრისას 2024 წლის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განვიხილე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეუთოს თავმჯდომარეს იან ბორგს შეხვდა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ეუთოს თავმჯდომარესთან შეხვედრისას 2024 წლის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განვიხილე”, – წერს პრეზიდენტი.
კახაძე: მე ახლა სანქციებს მხოლოდ ღმერთი თუ დამადებს

თუ პირადად ჩემზე ლაპარაკობთ, უხერხულად არ გამომივიდეს, მაგრამ მე ახლა სანქციებს მხოლოდ ღმერთი თუ დამადებს. მე რახან მხარი დავუჭირე [კანონს], ეს პასუხისმგებლობაც ავიღე და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ქმედება ჩემი შვილების მომავალს არ გადაეღობება.
წყარო: ახალგაზრდები, რომლებიც საოკუპაციო ხაზს კვეთენ, დაბრუნებისას რუსებს დაკითხვაზე გადაჰყავთ

ფორმულას წყარო უყვება, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულ ახალგაზრდებს, რომლებიც უკან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბრუნდებიან, ე.წ. პოლიციელები აკავებენ. წყაროს ცნობით, ყველა ახალგაზრდა, რომელიც საოკუპაციო ხაზს კვეთს დაკითხვაზე გადაჰყავთ. დაკითხვაზე გადაჰყავთ მათი მშობლებიც. ასევე, წყარო ჰყვება, რომ ე.წ. პოლიციელები ახალგაზრდების სოციალურ ქსელებს სწავლობენ. წყაროს ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევები 2-3 დღეა ფიქსირდება. ფორმულა დეტალებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში […]