სლოვაკეთის პრემიერ ფიცოს ესროლეს, ის ჰოსპიტალიზებულია

სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოს ესროლეს და დაჭრილი, ის ჰოსპიტალიზებულია. პრორუსული პოლიტიკით ცნობილი ფიცო დაჭრეს ქალაქ ჰანდლოვაში კულტურის საზოგადოების ცენტრის წინ, სადაც მთავრობის შეხვედრა მიმდინარეობდა. ქალაქში სროლის ხმა რამდენჯერმე გაისმა, როგორც ამას სცენის შემსწრე ჟურნალისტები იუწყებიან. ჰანდლოვა დედაქალაქი ბრატისლავიდან 180 კილომეტრითაა დაშორებული. გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, როგორ მისდევდნენ თავდასხმაში ეჭვმიტანილს დასაკავებლად. ასევე ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ […]

“ცემის შემდეგ სურათებს თუ ვიდეოებს მიღებდნენ, ეს უნდა გადავაგზავნოთო” – დავით ქაცარავა

14 მაისს, “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული და სასტიკად ნაცემი დავით ქაცარავა რადიო თავისუფლებას კლინიკიდან უყვება მისი დაკავების ამბავს. ქაცარავა ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრია და მანამ, სანამ პოლიცია მას დააკავებდა რუსთაველის გამზრირზე, სამართლდამცველებს სწორედ ოკუპაციასა და რუსეთის ბოროტებაზე ესაუბრებოდა. “გუშინ საღამოს, როცა გამოჩნდნენ კვლავ რობოკოპები და სპეცრაზმის წევრები და დაიწყეს ხალხის დაშლა, მომეცა საშუალება მიმემართა პოლიციელებისთვის […]

„ქალთა კვოტირების გაუქმების კანონზე“ საპარლამენტო უმრავლესობამ და „გირჩმა“ პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს

15 მაისს გამართულ კენჭისყრაზე პარლამენტმა ჩააგდო (1 მომხრე, 28 წინააღმდეგი) პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, რომელიც ეხებოდა ქალთა კვოტირების გაუქმების საკითხზე დადებულ ვეტოს. საპარლამენტო უმრავლესობამ და „გირჩმა“ 87 ხმით, ერთის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირეს „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თავდაპირველ ვერსიას და დაძლიეს პრეზიდენტის ვეტო. „გირჩის“ წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ვეტოს დაძლევას მათი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის […]

პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტს „აგენტების კანონი“ ხელმოსაწერად გადაუგზავნეს

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ პრეზიდენტს გადაეგზავნა 14 მაისსვე, მესამე, საბოლოო, კენჭისყრის შემდეგ. პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ჯერჯერობით არ გვაქვს პასუხი, მიიღო თუ არა სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტი. კანონს ძალაში შესვლისთვის პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება – ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ კანონზე ვეტოს დადებას აპირებს. “ქართულ ოცნებას” ვეტოს დაძლევის რესურსი აქვს. […]

სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმა მოხდა

სააგენტო Reuters-ს სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეფონით დაუდასტურა, რომ თავდასხმა მოხდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე. 15 მაისს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე სოფელ ჰანდლოვაში რობერტ ფიცო მთავრობის სხდომის შემდეგ მივიდა ხალხთან, რომელიც მთავრობის მეთაურს მიესალმებოდა. არსებული ცნობით, ამ დროს გაისმა სროლის ხმა. თვითმხილველმა Dennik N-ს აცნობა, რომ გაიგონა სამი თუ ოთხი გასროლის ხმა და […]

გავრცელებული ინფორმაციით, ფროდაქშენ სტუდია ლიმონში კრიმინალური პოლიცია შევიდა

გავრცელებული ინფორმაციით, ფროდაქეშენ სტუდია ლიმონში კრიმინალური პოლიცია შევიდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაკავებულია ვირტუალური ფროდაქშენ სტუდია limoni.video-ს დამფუძნებელი გიორგი ოკმელაშვილი. ფორმულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და პასუხს მიღებისთანავე შეგატყობინებთ. Facebook-ზე პოსტები იწერება, რომ სტუდიაში მიმდინარეობს ჩხრეკა. ფორმულა ესაუბრა ნანუკა სიორიძეს, რომელიც პავილიონში იმყოფება. ის ამბობს რომ გადაღებაზე ჰყავდა ბავშვები და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შევიდა პოლიცია. “არანაირი ინფორმაცია […]

დავითულიანი სანქციებზე: არ წავალ ამერიკაში და მორჩება, ისედაც არ მიყვარს ფრენა

მე რისი უნდა მეშინოდეს, არ წავალ ამერიკაში და მორჩება, თუ დაგვასანქცირებენ, არ მაქვს პრობლემა, ისედაც არ მიყვარს ფრენა.

ზარქუა: აქციები ეკონომიკურ ზრდას აფერხებს

რასაც ეს აქციები, რადიკალიზმი და მათი ავტორები აკეთებენ, ჩვენს ქვეყანას ვნებს, ეკონომიკურ ზრდას აფერხებს. როგორც კი რაღაც ფსევდოლიბერალური გამოხტომები დაიწყო, შესაბამისად, ეს კომპანიების აქციებზეც აისახა […] მინდა, ხალხს ვუთხრა – მომავალშიც, როცა აქციები იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკას აზარალებენ. იგივე ეს ხელმოცარულები და ჩახდილები ვინც არიან: გიჟი ჯაფარიძე, რუსული ფულით დაფინანსებული ხოშტარია და […]

არ შევთანხმებულვართ – ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო მინისტრები პაპუაშვილის განცხადებაზე

ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები უარყოფენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთისთვის სანქციების არდაწესებით და სააკაშვილის პატიმრობაში დატოვებით საქართველოს ხელისუფლება სწორად მოიქცა. “დღეს, მათ შორის, შიგნით საუბრისას, ყველა შევთანხმდით, ჩვენ სწორი გავაკეთეთ, რომ არ მოვუსმინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, როდესაც არ დავუწესეთ სანქციები [რუსეთს], მათი რჩევის საწინააღმდეგოდ. […]

ივანიშვილი ჭკვიანია, მაგრამ კონსპირაციული თეორიებისადმია მიდრეკილი და გუნდშიც არავინ ჰყავს ისეთი, ვინც ენას შეუბრუნებს – გიორგი ქობულია

ივანიშვილი ჭკვიანია, მაგრამ კონსპირაციული თეორიებისადმია მიდრეკილი და გუნდშიც არავინ ჰყავს ისეთი, ვინც ენას შეუბრუნებს – გიორგი ქობულია 2028-2019 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას შეფასებით, ე.წ. რუსული კანონის მიღების გამო, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა. „ეს არის […]