პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 81 ხმით, მესამე მოსმენით “საზღვაო კოდექსში” ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 81 ხმით, მესამე მოსმენით “საზღვაო კოდექსში” ცვლილებები მიიღო. კანონპროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა წარადგინა. კანონპროექტის თანახმად, შეიქმნება სამართლებრივი საფუძველი საქართველოს ნავსადგურებში „ერთი ფანჯრის” სისტემით მომსახურების ფუნქციონირებისთვის. პროექტის მიხედვით, საჯარო უწყებები აღიჭურვება დამატებითი აღსრულებითი ბერკეტით. კერძოდ, გაიზრდება სააგენტო კომპანიების პასუხისმგებლობა საქართველოს ნავსადგურში შემოსულ გემებთან და მათ ტვირთთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.

თელავში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ

თელავში აქცია – “არა რუსული კანონს”, „ წინ და შინ ევროპისკენ” მიმდინარეობს. აქტივისტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების გზავნილი უცვლელია. ისინი ხელისუფლებისგან ითხოვენ დაუყოვნებლივ გაიწვიოს კანონი, რადგან ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანონი ქვეყანას ევროპასთან აშორებს.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ახლანდელი ვითარება სერიოზულია, ეს არის მესიჯი, რომელიც ჩამოვიტანეთ – გთხოვთ, მოგვისმინეთ, ამის გამოსწორების გზები არსებობს

ახლანდელი ვითარება სერიოზულია და ეს მესიჯი ჩამოვიტანეთ როგორც საქართველოს უახლოესმა მეგობრებმა, გთხოვთ მოგვისმინეთ, ამის გამოსწორების გზები არსებობს. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ თბილისში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ აირჩია საკუთარი გზა ევროპისკენ, რასაც პარტნიორები მხარს უჭერენ, თუმცა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ხაზს უსვამს ქვეყნის ვალდებულებებსაც. “სპეკულირება არ მინდა. კიდევ ერთხელ, საქართველო […]

პარლამენტმა, მესამე მოსმენით, “იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა, მესამე მოსმენით, “იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო. თავდაცვის მინისტრის მოადგილის გრიგოლ გიორგაძის განმარტებით, ცვლილებით მთავრობა უფლებამოსილი იქნება ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვროს სალიცენზიო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები და სალიცენზიო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დამდგენი უფლებამოსილი პირი, რომლის მიერაც სათანადო დოკუმენტი გაიცემა. კანონპროექტის მიხედვით განისაზღვრება, რომ იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი […]

ბრაჟე პაპუაშვილის განცხადებაზე: ჩვენ ეს არ გვითქვამს, არც რაიმე მსგავსს ვეთანხმებით

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე ამბობს, რომ შალვა პაპუაშვილს მის მიერ ნახსენებ საკითხებზე არ შეთანხმებულან. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა. “ჩვენ ეს არ გვითქვამს და არც რაიმე მსგავსს ვეთანხმებით. არ ვიცი, მან რა თქვა, ჩემი საქმე არ არის მისი ნათქვამის განსჯა, მაგრამ არა, ჩვენ არ ვეთანხმებით იმას, რომ ქართული ოცნება მართალი იყო ან სააკაშვილთან, […]

ფროდაქშენ სტუდიის დამფუძნებელი გიორგი ოკმელაშვილი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

ვირტუალური ფროდაქშენ სტუდია limoni.video-ს დამფუძნებელი გიორგი ოკმელაშვილი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყება ირწმუნება, რომ ოკმელაშვილმა 13 მაისს, თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. განცხადების თანახმად, დაკავებულს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც […]

ევროპელი მინისტრების თანახმად, პაპუაშვილმა იცრუა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღეს შეხვდა საქართველოში ვიზიტით მყოფი, 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაზე და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტორდის გილფადოტირი საქართველოში 15 მაისის გამთენიისას ჩამოვიდნენ და ხელისუფლებას მოუწოდეს „რუსული კანონის“ გაუქმებისკენ. And we have landed […]

არასწორი იქნება „გამჭვირვალობის კანონის“ მესამე მოსმენით მიღებასა და ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული აქციების ფასების კლებასთან რაიმე პარალელზე ვისაუბრო – ალექსანდრე ძნელაძე

არასწორი იქნება „გამჭვირვალობის კანონის“ მესამე მოსმენით მიღებასა და ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული აქციების ფასების კლებასთან რაიმე პარალელზე ვისაუბრო – ალექსანდრე ძნელაძე „დღის ბოლოსკენ ქართული აქციების ფასები ზრდაზეც კი იყო ორიენტირებული, ამიტომ არასწორი იქნება „გამჭვირვალობის კანონის“ მესამე მოსმენით მიღებასა და ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული აქციების ფასების კლებასთან რაიმე პარალელზე ვისაუბრო“, – ამის შესახებ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა […]

საქართველო სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების შემუშავების პროცესში ჩაერთო

საქართველო სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების შემუშავების პროცესში ჩაერთო სურსათის უვნებლობის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებისა და ნორმების დამკვიდრებისა და „კოდექს ალიმენტარიუსის“ მუშაობაში საქართველოს მეტი ჩართულობის მიზნით, სურსათის რეგულირების გლობალური სამეცნიერო საზოგადოების (GFoRRS) ექსპერტი სამუელ გოდეფროი სწავლებას ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. „კოდექს ალიმენტარიუსი“ არის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) […]

„ვხედავთ რა ეფექტიც მივიღეთ კანონის მიღების შემდეგ, ეს დანაშაულია ჩვენი ქვეყნის წინაშე“ – ივა ჭყონია

„ვხედავთ რა ეფექტიც მივიღეთ კანონის მიღების შემდეგ, ეს დანაშაულია ჩვენი ქვეყნის წინაშე“ – ივა ჭყონია „ყველა ვხედავთ თუ რა ეფექტი მივიღეთ კანონპროექტის მიღების შემდეგ, ეს არის დანაშაული ჩვენი ქვეყნის წინაშე.“ – ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ უთხრა, მისი თქმით კანონის მიღების შემდეგ 1 დღეში ეროვნული ვალუტის 10-დან 12 პუნქტამდე გაუფასურება […]