იუსტიციის სამინისტრო – მსოფლიო ბანკის კონფერენციაზე სესია – „ჩემპიონი მთავრობების წარმატების სტრატეგიები” მიწის რეგისტრაციის სფეროში საქართველოს გამოცდილებას დაეთმო

მსოფლიო ბანკის კონფერენციაზე სესია „ჩემპიონი მთავრობების წარმატების სტრატეგიები” მიწის რეგისტრაციის სფეროში საქართველოს გამოცდილებას დაეთმო. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მიწის რეფორმის ქართული მოდელი აშშ-ში, ქ. ვაშინგტონში მიმდინარე საერთაშორისო ღონისძიების მონაწილეებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა გააცნო. სესიას მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. „თამარ ტყეშელაშვილმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მსოფლიო […]

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე – ჩვენ არ შევთანხმებულვართ, რომ „ქართული ოცნება“ სააკაშვილთან, სანქციებთან ან მსგავს რაიმესთან დაკავშირებით მართალი იყო

ჩვენ არ შევთანხმებულვართ, რომ „ქართული ოცნება“ სააკაშვილთან, სანქციებთან ან მსგავს რაიმესთან დაკავშირებით მართალი იყო , – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ თბილისში, ჟურნალისტებს განუცხადა. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მსგავსად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე […]

პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეუთო-ს თავმჯდომარესთან, მალტის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, მომავალი არჩევნები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს და “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონს. საქართველოს პრეზიდენტმა ევროინტეგრაციასთან მიმართებით ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის ურყევ არჩევანს და აღნიშნა, რომ ბოლომდე […]

სარეკლამო კომპანია „ლიმონში“ პოლიცია შევიდა

სარეკლამო კომპანია „ლიმონში“ პოლიცია შევიდა. შპს „ლიმონის“ ერთ-ერთ პავილიონში ჩხრეკა მიმდინარეობს. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, სამართალდამცავებს მათთვის არ განუმარტავთ, რის საფუძველზე დაიწყეს ჩხრეკა. „გაკვირვებულები ვართ, უცებ შემოვარდნენ და რა ხდება პასუხსაც არ გვცემენ. ვიდეოსაწარმოა და ვიღებთ ვიდეოკლიპებს კომპანიებისთვის. ვიდეოსაწარმოში, რომელიც კლიპებს იღებს რა შეიძლება იყოს ქვეყნისთვის საზიანო? დაფინანსებული ვართ USAID-ის მიერ და აქციებზეც ვარ ნამყოფი“, – […]

ჩხრეკა და დაკავებები სარეკლამო კომპანიაში – პოლიციას არ განუმარტავს ჩხრეკის მიზეზი

ფოტო – ნეტგაზეთი სარეკლამო კომპანია “ლიმონში” პოლიცია შევიდა , პავილიონში ჩხრეკა მიმდინარეობს – ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს. სოციალურ ვრცელში ვრცელდება ფოტოებიც. გამოცემის ცნობით, თანამშრომლებისთვის პოლიციას არ განუმარტავს ჩხრეკის მიზეზი, მხოლოდ სასამართლოს ორდერი წარუდგინეს და უთხრეს, რომ ყველაფერს მოგვიანებით გაიგებდნენ. თანამშრომლები აცხადებენ, რომ ვერ უკავშირდებიან კომპანიის დირექტორ გიორგი ოკმელაშვილს. მათი თქმით, ყველა თანამშრომელს პოლიციამ ტერიტორია დაატოვებინა, ჩხრეკას […]

სარეკლამო სააგენტო “ლიმონში” პოლიციაა შესული

სარეკლამო სააგენტო “ლიმონში” პოლიციაა შესული. ადგილზე მყოფი სამართალდამცველები მედიასთან განმარტებებს არ აკეთებენ, რადიო თავისუფლებასთან საუბარში “ლიმონის” ერთ-ერთი თანამშრომელი ბექა გოგიძე-გაბუნია ამბობს, რომ მხოლოდ უთხრეს, რომ განჩინების საფუძველზე იმყოფებიან. „არა სასამართლოს, ეჭვის საფუძველზეო, რომელსაც ხვალ მიებმება სასამართლო [განჩინებაო]“, – ამბობს ბექა გოგიძე- გაბუნია. რომლის სიტყვებითაც, მათთვის უცნობია კომპანიის დამფუძნებლის გიორგი ოკმელაშვილის ადგილსამყოფელი. რადიო თავისუფლებამ მასთან ტელეფონით […]

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით 4,57 თეთრით, ევროსთან კი 5,7 თეთრით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ერთი აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2,73 ლარი გახდა, ერთი ევროს ღირებულება კი 2,96 თეთრია. ლარი 7,30 თეთრით გაუფასურდა გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,4 ლარი გახდა. 15 მაისის ვაჭრობის შედეგად ლარი 40-ზე მეტი ვალუტის მიმართ არის გაუფასურებული. დღეს დადგენილი კურსი 16 მაისის […]

ლარი დოლართან თითქმის 5, ევროსთან კი თითქმის 6 თეთრით გაუფასურდა

16 მაისის ოფიციალური გაცვლითი კურსით ლარი დოლართან 0.0457 ლარით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7323 ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთანაც. 16 მაისის ოფიციალური კურსით 1 ევროს ღირებულება 2.9577 ლარით განისაზღვრა, რაც წინა დღის ოფიციალურ კურსზე 0.0572 ლარით მეტია. ამასთან, დღეს 15 მაისს რეკორდულად დაეცა ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული ქართული მსხვილი ბიზნესკომპანიების აქციების ღირებულება. […]

კანონის მიღება ვენეციის კომისიის მოსაზრების დალოდების გარეშე იმედგამაცრუებელია – ევროსაბჭოს გენმდივანი

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია საქართველოს ხელისუფლების ქმედებით, როცა მათ ვენეციის კომისიის მოსაზრების მოსმენის გარეშე, საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთებების იგნორირების გზით, მესამე მოსმენით მიიღეს ევროპულ ღირებულებებთან შეუთავსებელი რუსული კანონი. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ ისე, რომ არ დალოდებიან ვენეციის კომისიის მოსაზრებას კანონპროექტის შესახებ, იმედგამაცრუებელია და არ შეესაბამება […]

ვიდეო წარმოების კომპანია “ლიმონში” ჩხრეკა მიმდინარეობს

ვიდეო წარმოების კომპანია “ლიმონში” ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს. კომპანია ქსნის ქუჩაზე 12 ნომერში მდებარე ოფისში კრიმინალური პოლიციაა შესული და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. დამატებით დეტალებს bm.ge შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არკვევს. როგორც კომპანიის თანამშრომლები აცხადებენ, გადაღებები მიმდინარეობდა, რა დროსაც კომპანიაში საგამოძიებო უწყების თანამშრომლები შევიდნენ, გამოუშვეს და ატარებენ ჩხრეკას.