საბა ბუაძე – ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ ამ დღეების განმავლობაში, არის ამ ხელისუფლების პანიკური და აგონიური რეაქცია – ივანიშვილის და მისი მარიონეტების მიმართ პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება

ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ ამ დღეების განმავლობაში, არის ამ ხელისუფლების პანიკური და აგონიური რეაქცია, – ამის შესახებ „ლელოს“ თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, საკრებულოს დეპუტატმა, საბა ბუაძემ აღნიშნა. მისივე თქმით, ჩვენ ვნახეთ პოლიციის უნიფორმაში გამოწყობილი ადამიანები, რომლებიც დიახაც არიან ამ დანაშაულებრივი სპეცოპერაციის ნაწილები. „ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ ამ დღეების განმავლობაში, არის ამ ხელისუფლების პანიკური და აგონიური რეაქცია. […]

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ბელგიის ფლანდრიის რეგიონის სკოლებში თავსაბურავის ტარების აკრძალვა დაამტკიცა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 16 მაისს გადაწყვიტა, რომ ბელგიის ჩრდილოეთში, ფლანდრიის რეგიონის საშუალო სკოლებში თავსაბურავის ტარება აკრძალულია. ფლანდრიის საშუალო სკოლებში, რელიგიის გაკვეთილზე, მოსწავლეებს შეუძლიათ თავსაბურავები ეკეთოთ, მაგრამ სხვა გაკვეთილების დროს, სკოლაში, მისი ტარება აკრძალულია. თავსაბურავის ტარების აკრძალვის წინააღმდეგ სამმა ახალგაზრდა მუსლიმმა ქალმა იჩივლა, მაგრამ სასამართლომ დაადგინა, რომ ფლანდრიის განათლების სისტემის კანონმდებლობით, ყოველგვარი ხილული რელიგიური ნიშნების […]

მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო

მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს. სააგენტო დაბრუნებულ მიგრანტებს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, პროექტებს დაუფინანსებს. გრანტის ოდენობას კომისია, წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, 6 […]

„სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები არ არის გამოწვეული ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებით და არის მოკლევადიანი“ – ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი დოლარი გაყიდა

„სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები არ არის გამოწვეული ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებით და არის მოკლევადიანი“ – ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი დოლარი გაყიდა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარის ინტერვენცია განახორციელა. სებ-ის ინფორმაციით, ბაზრისთვის ლიკვიდობის მიწოდების გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე განვითარებულ აჟიოტაჟურ პროცესებთან დაკავშირებით მიიღო, რომელსაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები. შედეგად, ვალუტაზე […]

სპორტული ჟურნალისტები: მხარდაჭერას ვუცხადებთ საზოგადოების სამართლიან პროტესტს

სპორტული ჟურნალისტები ერთობლივ განცხადებაში გმობენ რუსულ კანონს და მხარს უჭერენ სამოქალაქო საზოგადოების პროტესტს. მათი თქმით, გმობენ სახელმწიფოს მხრიდან ქვეყნის მოქალაქეებზე ძალადობას. “გასული კვირების განმავლობაში, თითოეული ჩვენგანი, ქვეყნის მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს სხვადასხვა ფორმით აპროტესტებდა, თუმცა არსებული, მძიმე რეალობის გათვალისწინებით, თავს ვალდებულად ვთვლით, რომ საერთო განცხადება გავავრცელოთ. ჩვენ – საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს სპორტული […]

საქართველოს ეროვნული პლატფორმა პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს წყვეტს

საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს წყვეტს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეროვნულ პლატფორმასა და პარლამენტს შორის მემორანდუმი გასულ წელს გაფორმდა, თანამშრომლობის პროცესმა კი პოზიტიური წვლილი შეიტანა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. ორგანიზაციამ 4 აპრილს მემორანდუმი შეაჩერა და მოუწოდა პარლამენტს, გაეწვიათ რუსული კანონი. “პლატფორმის წევრ ორგანიზაციებს მცდელობა არ დაუკლიათ – ჩართულიყვნენ “უცხოური […]

სებ: ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მივაწოდეთ

საქართველოს ეროვნულმა ბანკი განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ სებ-მა “სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარის ინტერვენცია განახორციელა”. ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ბაზრისთვის ლიკვიდობის მიწოდების და 60 მილიონი დოლარის გაყიდვის გადაწყვეტილება “ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე განვითარებულ აჟიოტაჟურ პროცესებთან დაკავშირებით” მიიღეს.

საქართველოს საფინანსო სისტემა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მყარია – ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, “სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები მოკლევადიანია”. სებ-ის განცხადებით, “სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარის ინტერვენცია განახორციელეს”. ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ბაზრისთვის ლიკვიდობის მიწოდების გადაწყვეტილება “ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე განვითარებულ აჟიოტაჟურ პროცესებთან დაკავშირებით” მიიღეს.

პროკურატურის ინფორმაციით, აქტივისტ ანი სუბელიანის მამის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურამ, სამოქალაქო აქტივისტის, ანი სუბელიანის მამის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. „საქართველოს პროკურატურამ, თ.ს.-ს მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 მაისს, თბილისში, შალვა ნუცუბიძის მე-2 მ/რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შელაპარაკებისას, თ.შ.-მ პირადი განაწყენების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მის […]

ძალმომრეობის სიმბოლოდ ქცეული ხელისუფლება ლეგიტიმაციას მოკლებულია – სპორტული ჟურნალისტები

სპორტული ჟურნალისტები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ჟურნალისტები გმობენ ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილების მცდელობასა და აცხადებენ, რომ ხელისუფლება, რომელიც ძალადობით ცდილობს ე.წ. გამჭვირვალეობის კანონის მიღებას ყოველგვარ ლეგიტიმაციას არის მოკლბული. თითოეული ჩვენგანი, ქვეყნის მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს სხვადასხვა ფორმით აპროტესტებდა, თუმცა არსებული, მძიმე რეალობის გათვალისწინებით, თავს ვალდებულად ვთვლით, რომ საერთო განცხადება […]