რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივი განცხადება – უკრაინის კრიზისის მოგვარებისთვის აუცილებელია მისი ძირეული მიზეზების აღმოფხვრა

უკრაინის კრიზისის მდგრადი მიგვარებისთვის აუცილებელია მისი ძირეული მიზეზების აღმოფხვრა, – ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივ განცხადებაში ყოვლისმომცველი პარტნიორობის და სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავების შესახებ. „მხარეები გამომდინარეობენ იქიდან, რომ უკრაინის კრიზისის მდგრადი მოგვარებისთვის აუცილებელია მისი ძირეული მიზეზების აღმოფხვრა და უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპის დაცვა, უსაფრთხოების სფეროში ყველა ქვეყნის ლეგიტიმური ინტერესებისა და შეშფოთების გათვალისწინებით, “- ნათქვამია დოკუმენტში. […]
ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვში ჩავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომში ახალი ფრონტი გახსნა ოლქის ჩრდილოეთით საზღვრის გასწვრივ შეჭრით. ზელენსკის ინფორმაციით, ის ხარკოვში სამხედრო მაღალჩინოსნებს შეხვდა. „დღეის მდგომარეობით ხარკოვის ოლქში ვითარება ზოგადად კონტროლს ექვემდებარება, ჩვენი ჯარისკაცები მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებენ ოკუპანტებს. მაგრამ მიმართულებაზე მდგომარეობა უკიდურესად რთულია – ვაძლიერებთ ჩვენს ქვედანაყოფებს“, – წერს ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე. მისი […]
ქართველი ხალხი რუსულ კანონებს, ძალადობრივ მმართველობასა და დასავლური სამყაროსგან მოწყვეტას არ მივიღებთ – NGO-ები

“ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის მე-3 მოსმენით მიღების შემდეგ სამოქალაქო სექტორი კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, სადაც კანონის უპირობო გაწვევას ითხოვს, 120 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთხმად ამბობს, რომ რუსულ კანონი ვერ გაუმჯობესდება მასში ცვლილებების შეტანით. “14 მაისს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღეს. საქართველოში პუტინის წესების დამკვიდრების […]
სებ-მა ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის $60 მილიონი გაყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ბაზრისთვის ლიკვიდობის მიწოდების გადაწყვეტილება ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე განვითარებულ აჟიოტაჟურ პროცესებთან დაკავშირებით მიიღეს, რომელსაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები: „შედეგად, ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნა დაფიქსირდა, რამაც ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა.ამასთან განვმარტავთ, რომ სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები არ არის გამოწვეული […]
რუსი მაღალჩინოსანი კოსაჩევი ევროპელ მინისტრებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცესპიკერმა კონსტანტინ კოსაჩევმა ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევად მოიხსენია. იმავე ხასიათის შეფასებებს დღეს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებიც აქტიურად ახმოვანებენ. კოსაჩევმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას ასევე უწოდა “უკანონო” და “ძალადობრივი”, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჯერჯერობით აქციების ჩატარებას ხელისუფლების ნებართვები არ სჭირდება რუსეთისაგან განსხვავებით, შესაბამისად […]
ქუთაისის „ტორპედომ“ საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველის მამადუ სახოს ტრანსფერი შეათანხმა

ქუთაისის ტორპედომ საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველის მამადუ სახოს ტრანსფერი შეათანხმა. ამის შესახებ ინფორმაცია ქუთაისის ტორპედოს და ბათუმის დინამოს მატჩის პირდაპირ ეთერში შეხვედრის კომენტატორმა დავით მინაშვილმა განაცხადა და თქვა, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების ნება დართო. Geo Team-ის ინფორმაციით, მამადუ სახოს წარმომადგენლები ამ მომენტში ქუთაისში იმყოფებიან, პირადი კონტრაქტის დეტალები 34 წლის ცენტრალურ მცველთან შეთანხმებულია. მამადუ […]
„სისტემა მზადაა ნებისმიერ გამოწვევას გაუმკლავდეს”- ვახტანგ სიხარულიშვილი

„ქართული ბანკების აქციების ფასებთან დაკავშირებით, რაც გუშინ ვიხილეთ, ეს იყო მოკლევადიანი მოლოდინების შედეგი და არანაირი ფუნდამენტური ფაქტორი არ არსებობს, რომ რაიმე ნეგატიურზე ვიფიქროთ,“- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის უფროსმა ვახტანგ სიხარულიშვილმა „ბიზნესი რუსთავი 2“-თან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების (თიბისი ბანკის და საქართველოს ბანკის) აქციების ფასის გუშინდელ ცვლილებას. რაც შეეხება […]
რუსეთის მოქალაქეები ქართულ ბანკებში 3 მლრდ ლარის დეპოზიტებს ინახავენ

ქართულ ბანკებში არარეზიდენტი ფიზიკური პირების დეპოზიტების მოცულობა 7.85 მილიარდ ლარს შეადგენს. ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებზე არარეზიდენტთა დეპოზიტების 38%, ანუ 3 მილიარდი ლარი მოდის, მეორე ადგილზეა ისრაელის მოქალაქეები 628 მილიონი ლარის დეპოზიტებით, რაც მხოლოდ 8%-ს შეადგენს. მესამეზე უკრაინის მოქალაქეებია 550 მილიონი ლარით, კვიპროსის მოქალაქეები 400 მილიონი ლარით მეოთხეზე, დიდი ბრიტანეთის კი 390 მილიონი […]
ლარის “ჯანსაღი” გაუფასურება – ეროვნული ბანკის განცხადება და გაყიდული 60 მილიონი დოლარი

ლარის რეკორდული გაუფასურების ფონზე – ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი დოლარი გაყიდა. როგორც სებ-ში აცხადებენ, ბაზრისთვის ლიკვიდობის მიწოდების გადაწყვეტილება ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე განვითარებულ “აჟიოტაჟურ პროცესებთან” დაკავშირებით მიიღო: შედეგად, ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნა დაფიქსირდა, რამაც ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა. ამასთან განვმარტავთ, რომ სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები არ არის გამოწვეული ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებით და შესაბამისად არის […]
შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებს – ყველაზე ძლიერად რუსეთი საქართველოს საკითხებში ერევა ოპოზიციური პარტიებისა და მათი მედიების საშუალებით – ასე რომ, გილოცავთ, თქვენ რუსეთის რბილი ძალა ხართ

ყველაზე ძლიერად რუსეთი საქართველოს საკითხებში ერევა ოპოზიციური პარტიებისა და მათი მედიების საშუალებით – ასე რომ, გილოცავთ, თქვენ რუსეთის რბილი ძალა ხართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ნებისმიერი სამოქალაქო უთანხმოება, დაპირისპირება და პოლარიზაცია რუსეთს აწყობს და ამას აკეთებს რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედია. კითხვაზე, ერევა თუ არა […]