“ლუკაშენკო ცოლის სახელით ასეთ defensive წერილებს არ აქვეყნებს” – ჩერგოლეიშვილი

უსუფაშვილი აღარ ჰყავს, შათირიშვილი აღარ ჰყოფნის და ეკატერინე ხვედელიძე გადმოსხა დესანტად. როგორც ჩემმა მეგობარმა სწორად აღნიშნა, ლუკაშენკო ცოლის სახელით ასეთ defensive წერილებს არ აქვეყნებს.
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ანკარას ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს თურქეთის რესპუბლიკის ტრასპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულქადირ ურალოღლუ და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. დღეს თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უმასპინძლებს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, […]
სალომე სამადაშვილი – პაპუაშვილი ლანდსბერგისს რომ რუსების მოკავშირეს უწოდებს, თავის მასხრად აგდებაა – ის ლეგენდარული ვიტაუტას ლანდსბერგისის შვილიშვილია და პაპუაშვილმა იცის ვინ იყო ბაბუამისი, რომელი კოლმეურნეობის თავმჯდომარე?!

პაპუაშვილი რომ გაბრიელიუს ლანდსბერგისს რუსების მოკავშირეს უწოდებს, მგონი, საკუთარი თავის მასხრად აგდებაა – ბატონი ლანდსბერგისი არის ლეგენდარული ვიტაუტას ლანდსბერგისის შვილიშვილი და ნეტავ, პაპუაშვილმა თუ იცის ვინ იყო ბაბუამისი, რომელი კოლმეურნეობის თავმჯდომარე?! – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „სირცხვილია, როდესაც პაპუაშვილი პირდაპირ მოსკოვში დაწერილ გზავნილებს იმეორებს, ისე რომ ერთ სიტყვას არ ასწორებს… […]
ჟიგიმანტას პავილიონისი – „ქართული კოშმარი“ პუტინის კანონის შემოღებით ძირითად ევროპულ თავისუფლებებს მათთვის უცხოდ აცხადებს – ეს პუტინიზმია

„ქართული კოშმარს“ არ ესმის ძირითადი ევროპული თავისუფლებები, “პუტინის კანონის” შემოღებით ისინი ამ თავისუფლებებს მათთვის უცხოდ აცხადებენ, – ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველოს მმართველი პარტიის ასეთი ქმედება პუტინიზმს ნიშნავს. „ქართულ კოშმარს” არ ესმის ძირითადი ევროპული თავისუფლებები, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კოპენჰაგენური კრიტერიუმები – დემოკრატია […]
ნიდერლანდების ახალი სამთავრობო კოალიციის განცხადებით, იგი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს

ნიდერლანდების ახალი სამთავრობო კოალიციის განცხადებით, იგი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ნიდერლანდების ახლად შექმნილმა სამთავრობო კოალიციამ, რომელსაც ხეერტ ვილდერსის თავისუფლების პარტია (PVV) ხელმძღვანელობს, მთავრობის გეგმა გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნიდერლანდები უკრაინის პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერას გააგრძელებს. ასევე, მთავრობის გეგმაში ნათქვამია, რომ კოალიცია ნატო-სთან შეთანხმების შესაბამისად, თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ […]
ევროპარლამენტარი მელქიორი: მოსახლეობის მოთხოვნა, კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით, ცვლილებების მიღებას სჯობია

კარენ მელქიორი, ევროპარლამენტის წევრი დანიიდან და ევროკავშირისა და საქართველოს საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტის წევრი, “ამერიკის ხმასთან” საქართველოს მთავრობის მიერ “უცხოეთის გამჭვირვალობის გავლენის” კანონის შესახებ საუბრობს. ევროპრალამენტარი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ევროკავშირის საგარეო საქმეთა წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს ბიძინა ივანიშვილისა და სხვა პასუხისმგებელი პირების სანქცირების თხოვნით მიმართა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კანონპროექტს კენჭი. ახლა, როდესაც […]
„სპორტი და პოლიტიკა არ იმიჯნება“ — სპორტის ჟურნალისტების ერთობლივი განცხადება

სპორტის სფეროში მომუშავე ჟურნალისტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და გმობენ ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას. განცხადების ხელმომწერების თქმით, მიიჩნევენ, რომ ე.წ. გამჭვირვალეობის კანონის მიმღები ხელისუფლება, რომელიც ბოლო პერიოდში ძალმომრეობის და ადამიანთა უფლებების შელახვის სიმბოლოდ გადაიქცა, არის ყოველგვარ ლეგიტიმაციას მოკლებული. „ჩვენ – საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს სპორტული ჟურნალისტები, ვიაზრებთ ჩვენს მოქალაქეობრივ და პროფესიულ პასუხისმგებლობას და მკაცრად ვგმობთ ქვეყნის საგარეო […]
გავიხსენოთ, რა მოხდა საქართველოში 1992-1993 წლებში და არ ჩამოვშალოთ ეკონომიკა – ლაშა პაპაშვილი

გავიხსენოთ, რა მოხდა საქართველოში 1992-1993 წლებში და არ ჩამოვშალოთ ეკონომიკა – ლაშა პაპაშვილი
სლოვაკეთის პრემიერი თავდასხმის შემდეგ სტაბილურ, მაგრამ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება

სლოვაკეთის პრემიერმინისტრი, რობერტ ფიცო სტაბილურ, მაგრამ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ინფორმაციას დასავლური მედია ექიმებზე დაყრდნობით ავრცელებს. ფრანკლინ რუზველტის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის თქმით, 59 წლის ფიცო, რომელსაც ქალაქ ჰანდლოვაში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს, 5-საათიანი ოპერაციის შემდეგ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი. კლინიკის დირექტორის თქმით, სლოვაკეთის პრემიერის მდგომარეობა “ნამდვილად ძალიან სერიოზულია”. მანამდე, ქვეყნის ვიცეპრემიერმა, ტომას ტარაბამ BBC-ს უთხრა, რომ […]
ემიგრაციიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს სახელმწიფო 6 000 ლარით დააფინანსებს

ემიგრაციიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს სახელმწიფო 6 000 ლარით დააფინანსებს სახელმწიფომ საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, პროექტებს დაუფინანსებს. გრანტის ოდენობას კომისია, წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, 6 000 ლარის ფარგლებში განსაზღვრავს. საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარს, ტექნიკასა თუ ხელსაწყოებს დაბრუნებული მიგრანტები, არსებული ჩამონათვალის გათვალისწინებით, თავად შეარჩევენ. პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს (ან […]