საქართველოს ეროვნული პლატფორმა პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს წყვეტს

საქართველოს ეროვნული პლატფორმა, რომელშიც 150-ზე მეტი ორგანიზაციაა გაერთიანებული, მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს. ამის შესახებ პლატფორმამ განცხადება გაავრცელა. „საქართველოს პარლამენტმა არ შეისმინა ქართული საზოგადოების უმრავლესობის მოთხოვნა, დასავლელი მეგობრებისა და პარტნიორების რჩევა, გაეწვიათ რუსული კანონი. 14 მაისს მე-10 მოწვევის პარლამენტმა მე-3 მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მიღებამდე განვითარებული ძალადობის, დაშინების, სტიგმატიზაციისა […]

„კომენტარები, რომელიც კეთდება წამყვანი ბანკების აქციების ვარდნასა და სავალუტო კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით უფრო სპეკულაციურია“ – ცუცქირიძე

„ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ბუნებრივია ზეგავლენას ახდენს ბევრ ფაქტორზე, ეკონომიკის ნაწილზე, მათ შორის ლარის კურსზეც, მაგრამ კომენტარები, რომელიც კეთდება წამყვანი ბანკების აქციების ვარდნასა და სავალუტო კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით უფრო სპეკულაციური და ნაკლებ კომპეტენტურია“ – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა. მისი თქმით, კაპიტალის დაცულობაზე საუბრისას მნიშვნელოვანია თუ რამდენი აქვს კომერციულ ბანკებს ბუფერი, რომ […]

ჟიგიმანტას პავილიონისი – „ქართული კოშმარი“ პუტინის კანონის შემოღებით ძირითად ევროპულ თავისუფლებებს მათთვის უცხოდ აცხადებს – ეს პუტინიზმია

„ქართული კოშმარს“ არ ესმის ძირითადი ევროპული თავისუფლებები, “პუტინის კანონის” შემოღებით ისინი ამ თავისუფლებებს მათთვის უცხოდ აცხადებენ, – ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველოს მმართველი პარტიის ასეთი ქმედება პუტინიზმს ნიშნავს. „ქართულ კოშმარს” არ ესმის ძირითადი ევროპული თავისუფლებები, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კოპენჰაგენური კრიტერიუმები – დემოკრატია […]

ირაკლი ფავლენიშვილი – არცერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა არ აპირებს მიატოვოს საქართველო ამ განსაცდელის ჟამს – საგარეო საქმეთა მინისტრების აქციაზე მოსვლა იმ ურყევი ძალისხმევის და მხარდაჭერის გაგრძელებაა, რომელსაც ქართველი ხალხი გრძნობს

საგარეო საქმეთა მინისტრების აქციაზე მოსვლა და ქართველ ხალხთან დგომა არის გაგრძელება იმ ურყევი ძალისხმევის და მხარდაჭერის, რომელსაც ქართველი ხალხი გრძნობს – არცერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა არ აპირებს მიატოვოს საქართველო ამ განსაცდელის ჟამს, რომლებსაც აქამდე ჩვენი დედაქალაქი ოკუპანტისგან გადაურჩენიათ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს პარტნიორები ქართველი […]

ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების ფასი რყევებს აღარ განიცდის

ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასი გუშინდელი მკვეთრი დაცემის შემდეგ, მნიშვნელოვან რყევებს აღარ განიცდის. 16 მაისს, ვაჭრობის გახსნის შემდეგ მხოლოდ მცირედით შემცირდა როგორც „საქართველოს ბანკის“ და „თიბისის“ აქციების ღირებულება, ასევე „საქართველოს კაპიტალის“. „საქართველოს ბანკის“ (BGEO) აქციების ფასი 1.34%-ით შემცირდა და თბილისის დროით, 14:30 საათისთვის, ერთი აქციის ღირებულება 40.50 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო […]

პუტინმა და სი ძინპინმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელიც აშშ-ს და უკრაინასაც ეხება

რუსეთი დადებითად აფასებს ჩინეთის „ობიექტურ და მიუკერძოებელ პოზიციას უკრაინის საკითხში და იზიარებს მიდგომას, რომლის თანახმად, კონფლიქტები უნდა გადაწყდეს გაეროს წესდების საფუძველზე მისი მთელი სისრულით და ერთობლიობით”. ამის შესახებ, როგორც რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებები წერენ, საუბარია რუსეთის და ჩინეთის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინის და სი ძინპინის მიერ პეკინში დღეს, 16 მაისს, ხელმოწერილ განცხადებაში. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „რია […]

პაპუაშვილი კრიტიკული მედიების ჟურნალისტებს: გილოცავთ, თქვენ რუსეთის რბილი ძალა ხართ

პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს რუსეთის რბილ ძალას უწოდებს. მისი მტკიცებით, ნებისმიერი სამოქალაქო დაპირისპირება ოპოზიციისა და “მისი კუთვნილი მედიების” ინტერესებში შედის. პაპუაშვილის ეს განცხადება მოჰყვა კითხვას, ერევა თუ არა რუსეთი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. “რა თქმა უნდა, წლებია ერევა, ერევა იმით, რომ აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები, რაც არის არა მხოლოდ ტერიტორიის ოკუპირება, არამედ ეს […]

ოცნების მსგავსად, მინისტრების აქციაზე მისვლას რუსეთის საბჭოს ვიცე-სპიკერიც აკრიტიკებს

ქართული ოცნების მსგავსად, რუსეთის საბჭოს ფედერაციის ვიცე-სპიკერი კონსტანტინ კოსაჩევი ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს თბილისში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მისვლის გამო აკრიტიკებს. ვიცე-სპიკერმა ისლანდიის, ლიეტუვისა და ესტონეთის მინისტრების გამოსვლა უკრაინაში მაიდნის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის ვიქტორია ნულანდის მონაწილეობას შეადარა. ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიან პროტესტს “ძალადობრივს” უწოდებს და აქციაზე გასულ მინისტრებს “საქართველოს შიდა […]

პროკურატურამ ანა სუბელიანის მამის ცემის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ანა სუბელიანის მამის ცემის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, , “11 მაისს ნუცუბიძის მე-2 მ/რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შელაპარაკებისას, თ.შ.-მ პირადი განაწყენების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მის მეზობელს სახის არეში ხელი დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიიღო”. კაცს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი […]

ოპოზიციისგან იყო ინიციატივა, რომ საერთო ფორმატი შეიქმნას, სადაც გაერთიანებული იქნებიან პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ახალგაზრდული ორგანიზაციები და ერთიანი ძალით დავუპირისპირდებით „ქართულ ოცნებას“

ოპოზიციისგან იყო ინიციატივა, რომ საერთო ფორმატი შეიქმნას, სადაც გაერთიანებული იქნებიან პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ახალგაზრდული ორგანიზაციები და ერთიანი ძალით დავუპირისპირდებით „ქართულ ოცნებას“ გუშინ ოპოზიციისგან იყო ინიციატივა იმის შესახებ, რომ საერთო ფორმატი შეიქმნას, სადაც გაერთიანებული იქნებიან, როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო სექტორი, ახალგაზრდული ორგანიზაციები და ერთიანი ძალით ამ ფრონტზე დავუპირისპირდებით „ქართულ ოცნებას“, თუმცა ეს […]