ალფონსო დევისი “რეალში” აღარ გადავა

“ბაიერნის” განაპირა მცველი ალფონსო დევისი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, დიდი ალბათობით, მადრიდის “რეალში” აღარ გადავა, ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Cope ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, კანადელის მაღალი სახელფასო მოთხოვნების გამო “რეალმა” მის დამატებაზე უარი განაცხადა. დარჩება თუ არა დევისი “ბაიერნში”, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, თუ ალფონსო “რეკორდმაისტერთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს იტყვის, მაშინ მიუნხენური კლუბი ფეხბურთელის გაყიდვას შეეცდება.
რუსული კანონის დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობს – უფლებადამცველი NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულ მოქალაქეებს უფასო სამართლებრივ დახმარებას უწევენ, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მათი განცხადებით, ხელისუფლება მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობს, არაადამიანურად ეპყრობა და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, მასობრივად აკავებს მათ. ორგანიზაციების შეფასებით, “ქართული ოცნების” მიზანი აქციების მუხტის შესუსტება და აქტივისტების დასჯაა. ერთი თვის განმავლობაში, 15 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით, არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე (577 […]
PosTV-ზე ირმა სოხაძის გადაცემა შეჩერდა

სახელისუფლებო ტელეარხ PosTV-ზე ირმა სოხაძის გადაცემა შეჩერდა. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ თავად მომღერალმა დაუდასტურა. მისი თქმით, გადაცემის შეჩერებაზე ინიციატივა მისგან წამოვიდა და ტელევიზიის მენეჯმენტიც დაეთანხმა: „დროებით შეჩერდა სწორი ფორმულირებაა. გავაჩერეთ გადაცემა იმიტომ, რომ საერთო აზრამდე მივედით. არც მე მინდა და საერთოდ არ არც არის საჭირო ეს გადაცემა. მერე ვნახავთ აღვადგენთ, სხვას გავაკეთებთ, საერთოდ წამოვალ, თუ […]
რჩეულიშვილი: ბიჭის დაკავებას ცდილობდნენ, გამოვესარჩლე და შემაგდეს პოლიციის კორდონში

რეჟისორი გუკა რჩეულიშვილი რადიო თავისუფლებასთან იხსენებს, რა ვითარება დააკავეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე. მისი თქმით, ეს მაშინ მოხდა, რომ ერთ-ერთი მოქალაქის დაკავებას ცდილობდნენ და მას გამოესარჩლა. “მახსოვს, რომ ჩემს გვერდით მწვანე ან ყვითელ ქურთუკში, ზუსტად არ მახსოვს, ჩაცმული ბიჭის დაკავებას ცდილობდნენ. ამ დროს მე გამოვესარჩლე და გადმოვიდნენ ჩემზე. მაშინვე შემაგდეს იმ პოლიციელების კორდონში. კორდონის ორივე […]
„ხალხის ძალა“ ევროპელ მინისტრებზე – მეგობრის სტატუსით ჩამოსულმა რევიზორებმა აქციისთვის განკუთვნილი სცენა დაიკავეს და რევოლუციისკენ მოუწოდეს – სხვა დროს, ვიდრე სტუმარს კარს გავუღებთ, სტუმრობის მიზანი ყურადღებით უნდა შევისწავლოთ!

მსგავსი მარაზმი რომ აღარ განმეორდეს, რაც ევროპული ქვეყნების მინისტრების უკანონო და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში – ანტისახელისუფლებო მიტინგზე მისვლასა და იქიდან საქართველოსადმი თითის ქნევაში გამოიხატა – სხვა დროს სანამ სტუმარს კარს გავუღებთ, მათი სტუმრობის მიზანი უფრო ყურადღებით უნდა შევისწავლოთ! – ასე ეხმაურება საქართველოში ევროპელი მინისტრების ვიზიტს “ხალხის ძალა“. “ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “საქართველოში მეგობრის […]
არასამთავრობო ორგანიზაციები – კანონი აღარ არის მხოლოდ სამართლებრივი ტექსტი, არამედ გადაიქცა ხელისუფლების ხალხზე ძალადობის, დაშინებისა და ქვეყნის ღალატის სიმბოლოდ – რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

კანონი აღარ არის მხოლოდ სამართლებრივი ტექსტი, არამედ გადაიქცა ხელისუფლების ხალხზე ძალადობის, დაშინებისა და ქვეყნის ღალატის სიმბოლოდ – რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული,- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები იზიარებენ საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, რომ „ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია და ევროკომისიის განცხადებას, რომლის თანახმად კანონი გაწვეულ უნდა იქნას“. „14 მაისს საქართველოს […]
ბათუმში სკოლის მოსწავლეები კვლავ საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმის ცენტრალურ პარკში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები კვლავ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ. მოსწავლეების თქმით, პროტესტის მასშტაბი დღითი დღე იზრდება, რადგან საზოგადოებისთვის მიუღებელია კრემლის მიერ შთაგონებული კანონის მიღება. “როგორც გუშინ, დღესაც შევიკრიბეთ და ხედავთ, რომ უფრო მეტნი ვართ. ჩვენ არ გავჩერდებით, არ დავიღლებით, ვიბრძოლებთ ბოლომდე. გვახსოვს 9 აპრილს ჩვენი თანატოლები, სტუდენტები და […]
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო. საქართველოს მთავრობის მეთაური ათათურქის მავზოლეუმში დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრმა პატივი მიაგო თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის ხსოვნას და ათათურქის მუზეუმში ხსოვნის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა

2024 წლის 16 მაისს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა გორის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლები მოინახულა და ფლავის, ფლავისმანის, კარბის და მერეთის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, სოფლების ძირითადი და მთავარი პრობლემა მიგრაციაა, წლიდან წლამდე იცლება სკოლები და საბავშვო ბაღები. „მოსახლეობა ხელისუფლებას საცხოვრებლად აუცილებელი ინფრასტრუქტურული პირობების შექმნას, მათ შორის, კულტურის სახლისა […]
ილია ვერძაძე მაიკლ როთის განცხადებაზე – ვფიქრობ, მსგავსი განცხადებით ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობა და ხელშეწყობა დასტურდება

ვფიქრობ, მსგავსი განცხადებით ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობა და ხელშეწყობა დასტურდება, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ილია ვერძაძე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკლ როთის განცხადებას. როგორც ის განმარტავს, მოლაპარაკების, განხილვის გარეშე პროცესის ესკალაციის ხელშეწყობა რჩება სახეზე. „მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ!“ – ახლა ნათელია, თუ […]