$60 მილიონის გაყიდვის შემდეგ, ლარი დოლართან 2.73 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან 4.25 თეთრით

მას შემდეგ, რაც “ბაზრის სტაბილურობის მიზნით” ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, ლარი დოლართან 2.73 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 4.25 თეთრით. 16 მაისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7596 ლარია, ერთი ევროსი – 3.0002 ლარი. კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.81 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.06 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, […]

“საქართველომ მიაფურთხა ამერიკას და დაადგა რუსულ გზას” – კრემლის პროპაგანდისტული მედია

“საქართველომ მიაფურთხა ამერიკას და დაადგა რუსულ გზას” – კრემლის პროპაგანდისტული მედია საქართველომ მიაფურთხა ამერიკას და დაადგა რუსულ გზას – ასე ზეიმობენ კრემლის რუსი პროპაგანდისტები, “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის მიღებას და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დაძაბვას. კრემლის პროპაგანდისტული მედია დღეს პრემიერ კობახიძის და ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს ციტირებს. ივანიშვილმა განმარტა, რომ დასავლეთში „გლობალური ომის პარტია“ ამაოდ იმედოვნებს, […]

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7596 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7596 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7323 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0273 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0002 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9577 ლარს შეადგენდა. […]

„კანონი აღარ არის მხოლოდ სამართლებრივი ტექსტი, არამედ გადაიქცა ხელისუფლების ხალხზე ძალადობის, დაშინებისა და ქვეყნის ღალატის სიმბოლოდ“ – არასამთავრობო ორგანიზაციები

„კანონი აღარ არის მხოლოდ სამართლებრივი ტექსტი, არამედ გადაიქცა ხელისუფლების ხალხზე ძალადობის, დაშინებისა და ქვეყნის ღალატის სიმბოლოდ“ – არასამთავრობო ორგანიზაციები კანონი აღარ არის მხოლოდ სამართლებრივი ტექსტი, არამედ გადაიქცა ხელისუფლების ხალხზე ძალადობის, დაშინებისა და ქვეყნის ღალატის სიმბოლოდ – რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული,- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები იზიარებენ საქართველოს […]

$60 მილიონის გაყიდვის მიუხედავად, ლარი მაინც გაუფასურდა

ეროვნულმა ბანკმა დღეს 60 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა ლარის კურსი მაინც გაუფასურდა. ეროვნული ვალუტა 40-ზე მეტ ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა, მათ შორისაა ევრო და დოლარი. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით 2,7 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი – 4,3 თეთრით. ხვალიდან, 17 მაისიდან: · 1 დოლარი 2,76 ლარი ეღირება; · 1 ევრო კი – 3 ლარი. საქართველოს […]

მორიგი შეცვლილი გადაწყვეტილება – დიდი ალბათობით, ტუხელი “ბაიერნს” აღარ დატოვებს

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი, დიდი ალბათობით, კლუბს აღარ დატოვებს, ამის შესახებ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს. მიუნხენელებმა ტუხელის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება სეზონის მიმდინარეობისას მიიღეს, თუმცა მისი შემცვლელის პოვნა მარტივი არ გამოდგა, რამაც “რეკორდმაისტერს” გადაწყვეტილების შეცვლისკენ უბიძგა. გამოცემის ინფორმაციით, ტუხელის აგენტსა და კლუბის წარმომადგენლებს შორის რამდენიმე დღის წინ შეხვედრა შედგა და მოლაპარაკებები დადებითად წარიმართა, მხარეები კი […]

„გაუმართლებლად მიგვაჩნია ამ დღეებში ფესტივალის ჩატარება” – 4GB გაუქმდა

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა. ინფორმაცია ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორებმა გაავრცელეს. მათი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაუმართლებლად მიაჩნიათ ამ დღეებში ფესტივალის ჩატარება: „ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს! შეძენილი ბილეთებით შეგიძლიათ დაესწროთ მომავალ 4GB-ს. ასევე შეგიძლიათ მათი დაბრუნება, ელექტრონული ბილეთის ბმულზე დაბრუნების ღილაკის მეშვეობით. ბილეთების დაბრუნება შესაძლებელია 10 ივნისის 19:00 საათამდე. […]

სომხეთისა და აზერბაიჯანის სასაზღვრო კომისიებმა ოქმს მოაწერეს ხელი

15 მაისს, სომხეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარზე, სომხეთის ვიცე-პრემიერის მჰერ გრიგორიანისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერის შაჰინ მუსტაფაევის თავმჯდომარეობით, ორ რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და საზღვრის უსაფრთხოების კომისიის, ასევე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიის მეცხრე შეხვედრა გაიმართა. “არმენპრესის” ცნობით, კომისიის სხდომაზე, მათ მიერ მიღებული 2024 წლის 19 აპრილის მერვე სხდომის დროს მიღებული ოქმის შესაბამისად, განიხილეს […]

PosTV-ის წამყვანი ამბობს, რომ ძალადობის საწინააღმდეგო კომენტარის გამო გაათავისუფლეს

სახელისუფლებო პროპაგანდისტული ტელეარხ „PosTV-ის“ დილის გადაცემის წამყვანი ანა ამილახვარი აცხადებს, რომ სამსახურიდან ანტირუსული აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კომენტარის გამო გაათავისუფლეს. დილის გასართობი გადაცემის „პოსტ ალიონის“ უკვე ყოფილი წამყვანი წერს, რომ ორი კვირის წინ ანტირუსულ აქციებზე პირველი შეტაკების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა კომენტარი, რომელიც, მისი თქმით, იყო მიმართული ძალადობის წინაარმდეგ და გამოხატავდა მის გაოცებას იმასთან […]

კახეთის მიმართულებით 4 საგზაო პროექტი ხორციელდება – „საქართველოს გზები“

„საქართველოს გზები“ იმ 4 ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ წერს, რომლებიც კახეთში ხორციელდება. კახეთის მიმართულება, რომელიც დედაქალაქს აღმოსავლეთ რეგიონთან აკავშირებს, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ტურისტული, ისე სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით. აღნიშნული გზის განახლებასა და გაუმჯობესებაზე მუშაობა 2021 წლიდან დაიწყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ გაიზრდება გზის გამტარუნარიანობა და უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოება. ამ ეტაპზე კახეთის მიმართულებით ოთხი მნიშვნელოვანი პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს: ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთი […]