ეგვიპტის პრეზიდენტის განცხადებით, ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობებს თავს არიდებს

ეგვიპტის პრეზიდენტის, აბდულ-ფათაჰ ალ-სისის განცხადებით, ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობებს თავს არიდებს.
„ჩვენ ვნახეთ, რომ ისრაელი თავის პასუხისმგებლობას გაურბის და ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობას თავს არიდებს. ის, ვინც ფიქრობს, რომ სამხედრო გადაწყვეტილებების საშუალებით ინტერესების დაცვა ან უსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელია, ცდება“, – განაცხადა ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდულ-ფათაჰ ალ-სისიმ.
სისიმ აღნიშნა, რომ ისრაელი რაფაჰში სამხედრო ოპერაციას აგრძელებს და სასაზღვრო გადასასვლელს ღაზის სექტორის ალყის გასაძლიერებლად იყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს