“პოლიციის ფორმაში გადაცმულებმა დაიჭირეს საღსალამათი კაცი და სასიკვდილოდ ნაცემი გამოუშვეს” – ლევან სამუშია
“ტვ პირველთან” “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ განაცხადა: “ამ ორგანიზებული ტერორის უკან, რუსული ხელისუფლება დგას. ქაცარავა სასიკვდილოდ გაიმეტეს და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? ადამიანი მშვიდობიანად იდგა და კონსტიტუციის ფარგლებში იცავდა საქართველოს მისი გასაბჭოებისგან. ეს ადამიანი დააკავა პოლიციის ფორმაში გადაცმულმა ხალხმა და უსასტიკესად გაუსწორდა. ეს არის უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაული. სწორედ ეს არის საქართველოს მოქალაქეების მიმართ […]
“ხვალ, 17 მაისს, არაფერს ვაორგანიზებთ, თუ სადმე საპირისპირო წაიკითხოთ, გთხოვთ ამხილოთ დეზინფორმაცია” – თამარ ჯაყელი

ხვალ, 17 მაისს, არაფერს ვაორგანიზებთ. თუ სადმე საპირისპირო წაიკითხოთ/გაიგოთ, გთხოვთ ამხილოთ დეზინფორმაცია. მადლობა!
„სამომავლოდ რუსეთიდან და ჩინეთიდან შემოვა ფული“ – გიგა ბედინეიშვილი

„თეორიულად შეიძლება ვილაპარაკო იმაზე, რომ სამომავლოდ რუსეთიდან და ჩინეთიდან შემოვა ფული“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა განაცხადა. ფინანსისტთან ვისაუბრეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ეფექტზე საქართველოს ეკონომიკაზე. ბედინეიშვილი, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ ეს კანონი არის ნაბიჯი ტოტალიტარიზმისკენ. მისი თქმით, ტოტალიტარულ რეჟიმზე მოწყობილი სახელმწიფო მმართველობა ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. კერძოდ, მოკლე ვადაში შესაძლოა, ეფექტი მყისიერი […]
თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მათივე ინფორმაციით, ირაკლი კობახიძეს, დელეგაციასთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უმასპინძლა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ორი ქვეყნის ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს ბრალი წარუდგინეს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს ბრალი წარუდგინეს, მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. როგორც გიორგი ოკმელაშვილის ადვოკატმა, ჯუმბერ ქათამაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვისა და მუშტის დარტყმით პოლიციის თანამშრომლებს სახის არეში […]
ნიდერლანდში მემარჯვენე-პოპულისტური პარტიის ლიდერმა ხეერტ ვილდერსმა მიაღწია შეთანხმებას კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე

ნიდერლანდის ახალი მმართველი კოალიცია უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკის გაგრძელებას გეგმავს, ნათქვამია კოალიციურ შეთანხმებაში მონაწილე პარტიების მიერ ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში. მრავალთვიანი მოლაპარაკების შემდეგ, კოალიციური მთავრობის ფორმირების შეთანხმებას ხელი ოთხმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მოაწერა: ბოლო საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ მემარჯვენე-პოპულისტურ „თავისუფლების პარტიასთან“ (PVV) კოალიციაში მონაწილეობაზე თანხმობა თქვა ქვეყნის მოქმედ პრემიერ-მინისტრ მარკ რიუტეს „თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის ფორუმმა” (VVD), „ახალმა […]
გიორგი ვაშაძე – ჯერ არც სანქციებია დაწესებული, არც კონკრეტული გადაწყვეტილებებია და უკვე სერიოზული დარტყმაა საქართველოს ეკონომიკაზე – თუ „ქართული ოცნება“ ბოლომდე გაიტანს, მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდებით

ჯერ არც სანქციებია დაწესებული, არც კონკრეტული გადაწყვეტილებებია დასავლეთის მხრიდან მიღებული და უკვე სერიოზული დარტყმაა საქართველოს ეკონომიკაზე , – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ვაშაძე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ ხმამაღლა და მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია. მისივე მოსაზრებით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არის ერთიანობაში – ერთიანობა საზოგადოების, პოლიტიკური სექტორის. „მხოლოდ ერთ დღეში 60 მილიონი […]
ზუგდიდში ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა დაიწყო

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, კურსი განკუთვნილია, როგორც ქალაქ ზუგდიდში, ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, ქალებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ, დაეუფლონ ავტობუსის მძღოლის პროფესიას. „D” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად, მონაწილეები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. თეორიული კურსი […]
ლევან ხაბეიშვილი – დღეს საქართველოში ოფიციალურად სამილიციო რეჟიმია

რასაც დაავალებს ზვიად ხარაზიშვილი ხელისუფლებას, იმას გააკეთებს – დასჭირდა 2 მილიონი ლარი? – გამოუყვეს, დასჭირდება 5 მილიონი ლარი? – კიდევ გამოყოფენ. სახელმწიფო ღალატის გამო, “ხარებას” და მისი ბანდფორმირებების გარეშე ვერ გადაადგილდებიან, რადგან ხალხის ეშინიათ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა, სპეცრაზმისთვის ახალი სატრანსპორტო საშუალებების ყიდვასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ლევან ხაბეიშვილის […]
ევაკუატორის მომსახურება – გზამკვლევი გამოუვალი სიტუაციებისათვის

პირადი სატრანსპორტო საშუალების ქონა კომფორტსა და უამრავ სარგებელთან ერთად, ბევრ სირთულესთანაც ასოცირდება. ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად გვინახავს ან გამოგვიცდია გაუთვალისწინებელი სირთულეები გზებზე. ავტომობილი მოულოდნელად გამოდის მწყობრიდან და საჭირო ხდება პროფესიონალის დროული დახმარება. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ვის მივმართოთ და როგორ გავუმკლავდეთ სიტუაციას უმოკლეს დროში. ევაკუატორი არის სპეციალიზებული სატვირთო მანქანა, რომელიც საჭირო დროს საჭირო დახმარებას გაგიწევთ სატრანსპორტო […]