ტიტე აროშიძე – ჩვენ გვებრძვიან ულტრა და ფსევდოლიბერალური განწყობის უცხო ძალები

ჩვენ გვებრძვიან ულტრა და ფსევდოლიბერალური განწყობის უცხო ძალები, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ტიტე აროშიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. ტიტე აროშიძის თქმით, თუკი ოპონენტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საგნობრივ განხილვაში შევლენ, მმართველი გუნდი მზად არის ამ საგნობრივი განხილვისთვის. „ვხედავთ, როგორ სურთ ჩამოშალონ ის ინსტიტუტები, რომლებიც პასუხისმგებელია […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 16 მაისს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან ახალგაზრდების ჯგუფის მიერ გამართულ აქციას ეხმიანება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა არაერთხელ დააფიქსირა ურყევი პოზიცია, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპის განუყოფელი ნაწილია, ევროპული გზა კი – უალტერნატივო. ქართველმა ერმა ამ გზაზე ბევრი ქარტეხილი გადაიტანა, ღირსეულად გაუძლო და შეინარჩუნა მამული, ენა, სარწმუნოება. „ძვირფასო ახალგაზრდებო, […]
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ფესტივალი 4GB გაუქმდა

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ფესტივალი 4GB გაუქმდა ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ფესტივალი 4GB გაუქმდა, – ამის შესახებ ინფორმაცია ფესტივალის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება. 4GB, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაუმართლებლად მიიჩნევს ფესტივალის ჩატარებას და მხარდჭერას უცხადებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს. „გაცნობებთ, რომ 4GB 2024 გაუქმებულია! ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაუმართლებლად მიგვაჩნია ამ დღეებში ფესტივალის […]
ახალგაზრდები ქმნიან ახალ, თანამედროვე, ევროპულ საქართველოს – ლანა ღოღობერიძე

კინორეჟისორი, ლანა ღოღობერიძე: ახალგაზრდები ქმნიან ახალ საქართველოს, თანამედროვე, ევროპულ საქართველოს, ის იბადება ჩვენ თვალწინ, დღესაც ამას ვხედავდი ამ ახალგაზრდების თვალებში, მათ გამომეტყველებაში, მათ უნარში, იყვნენ მტკიცე, ძლიერი და ამავე დროს მშვიდობიანი, რაც მთავარია მხიარულები. არჩევნებზე საბოლოოდ გადაწყდება ქვეყნის ბედი, საით მიდის საქართველო – ევროპული, ცივილიზებული, თანამედროვე, დღევანდელობისკენ, იქეთკენ, საითაც უნდა მიდიოდეს ყველა ჭეშმარიტი, ასეთი დიდი […]
საქართველოს მთავრობა აქციებში მონაწილე რუსების გაძევებას გეგმავს – სოლოვიოვი ამტკიცებს რომ პარლამენტის წარმომადგენელს ესაუბრა

რუსეთის მთავარ პროპაგანდისტულ „პირველ არხზე”, გადაცემის, „საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან ერთად“ წამყვანმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მას საუბარი ჰქონდა საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებთან საქართველოში დროებით მცხოვრები რუსების შესახებ, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში არიან ჩართულები და საქართველოს მთავრობა მათ გაძევებას გეგმავს. “მე დღეს ველაპარაკე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს; მან თქვა, რომ [საქართველოში დროებით მცხოვრებ რუსებს] ჩვენ გამოვუშვებთ ქვეყნიდან…ისინი […]
ილია ღამბაშიძე – კაცი, რომელსაც ამერიკის მთავრობა კრემლის დეზინფორმაციის კამპანიის ლოკომოტივად თვლის

ავტორი მეთიუ კუპერი შეერთებული შტატების მთავრობის განცხადებით, ილია ღამბაშიძე – პოლიტიკის რუსი კონსულტანტი – პასუხისმგებელია ფართომასშტაბიან დეზინფორმაციულ კამპანიაზე, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიული პროცესებისა და ინსტიტუტების მიმართ ნდობის შელახვას, რაც არამარტო შეერთებულ შტატებში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ხდება. კრემლის ოფიციალურ პირებთან კოორდინაციით, მისი ციფრული მარკეტინგის სააგენტო ინტერნეტში ქმნის ყალბი ახალი ამბების ვებგვერდებს. ხშირ შემთხვევაში, ეს ნამდვილი […]
უკრაინა დასავლეთის დიდ ომში ჩართვას რისკავს, ამბობს მოსკოვი

16 მაისს, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ უკრაინა შეერთებულ შტატებსა და ევროპას დიდ, გლობალურ ომში ჩაერთვისკენ უბიძგებს. დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა დასავლელ ლიდერებს მოუწოდა, პასუხისმგებლობით მოეკიდონ კატასტროფის თავიდან აცილების საქმეს. პარალელურად, რუსეთი უკრაინაში კვლავ იერიშზეა გადასული და ფრონტის ზოგიერთ ხაზზე დაწინაურდა კიდეც. ორი წლის წინ მეზობელ სუვერენულ უკრაინაში დაწყებულმა ომმა, რუსეთს და […]
კროოსის აზრით, დე ლიხტის არჩათვლილი გოლისას მსაჯმა შეცდომა დაუშვა

“რეალის” ნახევარმცველი ტონი კროოსი თვლის, რომ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში “ბაიერნის” ფეხბურთელის, მატეას დე ლიხტის არჩათვლილი გოლისას მსაჯებმა შეცდომა დაუშვეს. “ეპიზოდი ცუდად განსაჯეს. თამაშის გაგრძელების უფლება უნდა მიეცათ. აქ მე, პირველ რიგში, გვერდითი მსაჯის შეცდომას ვხედავ. როდესაც ის ალამს აღმართავს, მთავარი არბიტრი მას ენდობა, რამეთუ მიიჩნევს, რომ იქ, სავარაუდოდ, სამმეტრიანი თამაშგარე მდგომარეობა იყო. “ბაიერნის” […]
ერთწლიან და სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია – სების ანგარიში

ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის აპრილის თვის მონაცემებით, ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, აპრილში მარტთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები მცირედით გაზრდილია. კერძოდ, მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 0%-2%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ფიქრობენ. ამის საპირისპიროდ, დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების 0%-თან ახლოსა და 6%- […]
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მე-12 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობააღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.