რუსული გადახდის სისტემა Unistream-მა საქართველოში – მედია

რუსული სწრაფი გადარიცხვის სისტემა Unistream საქართველოში მუშაობას აახლებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედიები ავრცელებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ახლა რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები კვლავ შეძლებენ გადარიცხვას და ეს Unistream-ის სისტემით იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელის მოადგილემ, იულია კავერინამ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ფულადი გზავნილების გაგზავნის შესაძლებლობის აღდგენის შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ ქართველებს […]

ხვალ, აქციები “არა რუსულ კანონს” არ გაიმართება

ხვალ, 17 მაისს არც ერთი აქცია, არც ერთი სათემო ორგანიზაციის ღონისძიება არ არის დაგეგმილი – ამის შესახებ ინფორმაციას “რუსული კანონის” წინააღმდეგ მიმდინარე აქციების ორგანიზატორები ავრცელებენ. 1 თვე და 1 კვირაა, რაც მოქალაქეები ქუჩაში “რუსულ კანონს აპროტესტებენ. პარალელურად, მთავრობამ „ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით” 17 მაისი უქმე დღედ გამოაცხადა. თბილისის მერიის ცნობით, ხვალ 17 […]

„გლობალურ ტენდენციას ვითვალისწინებთ და ბრილიანტის ასორტიმენტს ვზრდით“ – ზარაფხანა

საიუველირო სახლი „ზარაფხანა“ ასორტიმენტს აფართოებს. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე სამხარაძე აცხადებს, მთავარი აქცენტი ბრილიანტზე გაკეთდება, რაც გლობალური ტენდენციის გამოძახილია. მისი თქმით, სიახლეს ქართული წარმოებაც ითვალისწინებს. ასორტიმენტის გამრავალფეროვნება ‘’ზარაფხანას“ 2024-25 წლების გეგმის ნაწილია, რაშიც კომპანია ₾1.5 მლნ-ის ინვესტირებას გეგმავს. აქედან ₾300 000 ბრილიანტის ასორტიმენტის განახლებას მოხმარდება. რაც შეეხება წარმოების პროცესს, როგორც თორნიკე სამხარაძე აცხადებს, […]

დუგინი: ქართული მთავრობა ხვდება, რომ რუსეთთან კავშირის გაწყვეტა ქვეყანას კრახამდე მიიყვანს

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის გარე ძალები დიდი ხანია ცდილობენ საქართველოში სიტუაციის მორყევას, ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციის რეაქციული ქმედებებისთვის მობილიზებას, იმ ხელისუფლების, რომელიც ლიბერალურ, დასავლეთურ და ანტისახალხო რეფორმებს ეწინააღმდეგება. ატლანტისტებს სურთ, რომ საქართველო მოლდოვისა და სომხეთის გზას დაადგეს, რომლებიც ევროინტეგრაციის გამო დასავლეთის ნებისმიერ ბრძანებას ასრულებენ. მაგრამ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ხვდება, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია, რუსეთთან კავშირის […]

ერგნეთში საოკუპაციო ხაზთან გადაადგილების გამარტივების საკითხი განიხილეს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში დასრულდა 119-ე შეხვედრა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ერგნეთის წინა შეხვედრიდან, 20 მარტიდან დღემდე საოკუპაციო ხაზთან უკანონოდ დაკავების ცხრა შემთხვევა იყო. დაკავებულთა ნაწილი გათავისუფლებულია. ანთაძის თქმით, დღეს გაიმართა უკანონოდ დაკავებული […]

თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მათივე ინფორმაციით, ირაკლი კობახიძეს, დელეგაციასთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უმასპინძლა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ორი ქვეყნის ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

“ნაპოლის” დოვბიკის 40 მილიონად შეძენა შეუძლია

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ “ჟირონას” 26 წლის უკრაინელი თავდამსხმელის არტიომ დოვბიკის გამოსასყიდი ფასი 40 მილიონი ევროა. თავად დოვბიკი გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი არაა. მისი სამსახურით “მილანი”, “იუვენტუსი” და “ნაპოლი” არიან დაინტერესებული. განსაკუთრებით ნეაპოლური კლუბი აქტიურობს, რომელიც ვიქტორ ოსიმენის შემცვლელად განიხილავს. ის “ჟირონამ” 2023 წლის აგვისტოში “დნიპრო 1”-სგან 7.75 მილიონად შეიძინა, ამ სეზონში კი ლა ლიგის […]

“იმპორტირებული პოლიტიკური სარბიელი… დაინტერესებული ჯგუფები” – რის თქმას ცდილობს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 16 მაისს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან ახალგაზრდების ჯგუფის მიერ გამართულ აქციას ეხმიანება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. უნივერსიტეტი საუბრობს გარედან იმიპორტირებულ პოლიტიკურ სარბიელზე, თუმცა, არ აკონკრეტებს ვინ და როგორ მოახერხა სპორტსმენების, სტუდენტების, დედების, მამების, სკოლის მოსწავლეების, მეცნიერების, კურიერების და ზოგადად, ლამის ყველა სფეროს გაერთიანება, უნივერსიტეტი წერს დაინტერესებულ ჯგუფებზე და არც ამ დაინტერესებულ ჯგუფებს აკონკრეტებს, […]

“ჩვენი შვილების დამარცხება არ შეიძლება – ვაშინერს!” – მირცხულავა

ჩვენი შვილების დამარცხება არ შეიძლება – ვაშინერს! უფროსმა თაობამ, ბევრი ბრძოლა წავაგეთ, ბევრი შეცდომაც დავუშვით, მაგრამ კარგი შვილები გავზარდეთ. ახლა, როდესაც ისინი იბრძვიან იქ და იმ ომში, რომელიც ჩვენ ვერ მოვიგეთ, ნუ ვუღალატებთ მათ. ჩვენ სწორედ დღეს გვაქვს შანსი, როცა ამის დრო მოვა, ამაყად მოვკვდეთ. მოვკვდეთ იმის განცდით, რომ შვილებისთვის არ გვიღალატია. ეს ქმედება გამოისყიდის […]

ღოღობერიძე: ახალგაზრდები ახალ, თანამედროვე, ევროპულ საქართველოს ქმნიან

ახალგაზრდები ახალ, თანამედროვე, ევროპულ საქართველოს ქმნიან. ეს ჩვენ თვალწინ იბადება. დღესაც ამას ვხედავდი ახალგაზრდების თვალებში, გამომეტყველებასა და უნარში, რომ იყვნენ მტკიცე, ძლიერი და ამავე დროს აბსოლუტურად მშვიდობიანი და რაც მთავარია, მხიარულები. არჩევნებზე საბოლოოდ გადაწყდება ქვეყნის ბედი – საქართველო საით მიდის. მართლაც ცივილიზებული, ევროპული, თანამედროვე, დღევანდელობისკენ – იქით, საითაც უნდა მიდიოდეს ყველა ჭეშმარიტი და ასეთი დიდი […]