რუსთაველის გამზირზე, სადაც მოქალაქეები ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით იკრიბებიან, გზა გადაიკეტა

რუსთაველის გამზირზე, სადაც მოქალაქეები ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით იკრიბებიან, გზა გადაიკეტა. ისინი ასევე იმყოფებიან ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოშიც, სადაც 13:00-ზე ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღევლინება, რომლის დასრულების შემდეგ სამების ტაძრის მიმართულებით მსვლელობა დაიწყება. მცირე პარაკლისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სამღვდელოებასთან ერთად აღასრულებს, მსვლელობის დასასრულს კი სამების სახელობის […]
ღირსებით, ქრისტიანული, მართლმადიდებლური თვითმყოფადობით, მრწამსით და აღმსარებლობით უნდა შევიდეთ ნებისმიერ გაერთიანებაში

საქართველოს კონსტიტუციაში ქართველმა ერმა განსაზღვრა და დღევანდელმა ხელისუფლებამ თქვა, რომ პოლიტიკური გეზი არის ევროინტეგრაცია. ეს გასაგებია, ამას მივესალმებით, ეკლესია ვიძახით, რომ საზოგადოების ამ კონსენსუსს ყველა ვუჭერთ მხარს, – ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ განაცხადა. მისი თქმით, ღირსებით, ქრისტიანული, მართლმადიდებლური თვითმყოფადობით, მრწამსით და აღმსარებლობით უნდა შევიდეთ ნებისმიერ გაერთიანებაში და არა მოხდეს აღრევა – ათქვეფა, […]
ელევატორების მიერ I კვარტალში გაიყიდა 63.2 მლნ. ლარის ღირებულების პროდუქცია, საიდანაც 47.4% იმპორტირებული იყო

2024 წლის I კვარტალში საქართველოში 32 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის (31.3 პროცენტი) და სამეგრელო-ზემო სვანეთის (15.6 პროცენტი) რეგიონებში იყო განთავსებული. ელევატორების 12.5 პროცენტი ფუნქციონირებს კახეთის, 12.5 პროცენტი ქ. თბილისში, 9.4 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 9.4 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 6.3 პროცენტი – გურიის რეგიონში და 3.1 პროცენტი – აჭარის ა.რ.-ში. „საქსტატის“ მონაცემებით, […]
„ვიღაცის უტიფარი პრინციპები და ქმედებები ჩვენ უკვე 60 მილიონი დაგვიჯდა, რეზერვის ხარჯვა ვერ გაგრძელდება უსასრულოდ“- რამაზ გერლიანი

„საფონდო ბაზარი ძალიან სენსიტიურია. განვითარებულმა მოვლენებმა კი შექმნა შთაბეჭდილება, რომ ჩვენს ქვეყანაში შეიძლება იყოს არასტაბილური მდგომარეობა, რამაც განაპირობა საქართველოდან წარმოდგენილი კომპანიების აქციების კლება.“- ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორმა, სფერო ჰოლდინგის ეკონომიკური რეფორმების ხელმძღვანელმა რამაზ გერლიანმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების შეფასებისას ისაუბრა. „საერთაშორისო პლატფორმებზე ისედაც თითზე ჩამოსათვლელი კომპანიებია წარმოდგენილი და არასწორი სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკით მათაც […]
„კარგად ვიცნობ სი ძინპინს და ვლადიმერ პუტინს, ისინი ახლა ერთიანდებიან და ერთად მუშაობენ გეგმებზე, რათა ზიანი მოიტანონ“ – დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები – სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი „ზიანის გამოწვევას“ გეგმავენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. „კარგად ვიცნობ ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. ახლა ისინი ერთად მუშაობენ გეგმებზე, სადაც გაერთიანდებიან, რათა ზიანი მოიტანონ. ეს არის ის, რაზეც ისინი ფიქრობენ“, – განაცხადა ტრამპმა ნიუ […]
ჩინეთი მზად არის, ქართულ მხარესთან ერთად კიდევ უფრო გაამდიდროს სტრატეგიული პარტნიორობის შინაარსი – ჭოუ ციენი

ჩინეთი მზად არის, ქართულ მხარესთან ერთად კიდევ უფრო გაამდიდროს სტრატეგიული პარტნიორობის შინაარსი, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ჩინეთი ყოველთვის მზად არის პრაქტიკული ქმედებებისთვის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელს შეუწყობს საერთაშორისო სამართლისა და მიუკერძოებლობის დაცვას, მშვიდობას, განვითარებასა და კეთილდღეობას. „მე ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას არაერთხელ მითქვამს, რომ ჩინეთი ყოველთვის […]
ოფიციალური დასვენების დღის გამო, Bloomberg-ის სავალუტო სისტემა დახურულია – ბოლო მონაცემებით, პლატფორმაზე ერთი დოლარი 2.7600 ლარად ივაჭრებოდა

დღეს 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნად საქართველოში გამოცხადებული დასვენების დღის გამო, Bloomberg-ის სისტემის ბანკთაშორისი სავალუტო ბაზარი დახურულია. 16 მაისის სავაჭრო სესიის დახურვისას Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 2.7600 ლარად ივაჭრებოდა. ეროვნული ბანკის მიერ 16 მაისის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7596 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0002 ლარია.
კრასნოდარის ობიექტებს დრონებით დაარტყეს, რუსების მტკიცებით, 102 დრონი გაანადგურეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 17 მაისს ღამის საათებში უკრაინამ რუსეთზე მასშტაბური საჰაერო იერიშის ფარგლებში 102 დრონი გაანადგურეს. რუსეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ანტი-საჰაერო სისტემებმა 100-ზე მეტი დრონი გაანადგურეს. აქედან 51 ყირიმის ნახევარკუნძულის თავზე ჩამოაგდეს, 44 კრასნოდარის ტერიტორიაზე და 6 ბელგოროდის რეგიონში. ამასთან ერთად, რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შავ ზღვაში ეკიპაჟის გარეშე მცურავი ექვსი ნავი […]
“ტორპედო” ძლიერდება – დავით კერესელიძემ სახოსა და სხვა ფეხბურთელების ტრანსფერზე ისაუბრა

ქუთაისის “ტორპედოს” პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ კომენტარში მამადუ სახოს ტრანსფერზე ისაუბრა. როგორც მან განმარტა, მოლაპარაკებები სხვა ფეხბურთელებთანაც მიმდინარეობს და გუნდის გაძლიერებას გეგმავს. “გიდასტურებთ, რომ რამდენიმე ფეხბურთელთან მიმდინარეობს მოლაპარაკება და მათ შორის, მამადუ სახოსთანაც. იმედი გვაქვს, რომ ეს ტრანსფერი წარმატებულად დასრულდება. უბრალოდ, არ ვართ იმ სტადიაზე, რომ გარიგება და ტრანსფერი ოფიციალურად დავადასტუროთ”, – თქვა […]
ვესაუბრე პრეზიდენტ სანდუს, მადლიერება გამოვხატე საქართველოს მხარდაჭერისათვის – ზურაბიშვილი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს, მაია სანდუს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის. „ვესაუბრე პრეზიდენტ მაია სანდუს და მადლიერება გამოვხატე საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ მოლდოვას ურყევი მხარდაჭერისათვის. ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.