21 მაისამდე საქართველოში გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, 21 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდი. თბილისში 18 მაისს უნალქო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 19-20 მაისს შესაძლოა, მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის […]

„ქართული ოცნების“ პრესსამსახური: Youtube-ზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ყალბი სარეკლამო რგოლი ვრცელდება

Youtube-ზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ყალბი სარეკლამო რგოლი ვრცელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. როგორც პარტიის პრესსამსახურში განმარტავენ, აღნიშნული ვიდეორგოლი, რომლის მიზანია „ტესლა ბოტის“ რეკლამირება, აწყობილია ხელოვნური ინტელექტის მიერ და სინამდვილეს არ შეესაბამება. „საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ აღნიშნული ვიდეორგოლი არ არის ნამდვილი, აწყობილია ხელოვნური ინტელექტის მიერ და მიზნად […]

ვაისი კვლავ ნაკრებს, ამჯერად ჩვენს მეზობლად გაწვრთნის? – კაშიას და კანკავას შესაძლოა, ახალი დამრიგებელი ჰყავდეთ

აზერბაიჯანული პრესის ინფორმაციით, მათი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად შესაძლოა, საქართველოს ნაკრების ყოფილი და ბრატისლავის “სლოვანის” ამჟამინდელი თავკაცი ვლადიმერ ვაისი დაინიშნოს. ამის შესახებ ვეტერანმა აზერბაიჯანელმა ფეხბურთელმა რაუფ ალიევმა Azerisport.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუშიც ისაუბრა. “ფეხბურთის ფედერაცია ახალი მწვრთნელის გამოცხადებას აგვიანებს, მაგრამ ამას თავისი მიზეზები აქვს. შესაძლოა, მოლაპარაკებას ვერ ახერხებენ. მჯერა, რომ ეს საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება. რამდენიმე […]

მარკუს ცაჰკნა: შეგვიძლია, გადავხედოთ გადაწყვეტილებას უვიზოზე, გაწევრების შემდგომ ნაბიჯებზე

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარკუს ცაჰკნამ თბილისში ვიზიტის დასრულების შემდეგ DW-სთან ინტერვიუში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოზე საკითხს ევროკავშირის დონეზე წამოჭრიან. მან თქვა, რომ EU-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ვიზალიბერალიზაციასთან და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით “ნაჩუქარი არ არის” და ამაზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება. ჟურნალისტის კითხვაზე, რა შეუძლია გააკეთოს ევროკავშირს, რომ დაიცვას ქართველების დემოკრატია, ის […]

საქართველოში სასაკლაოების მომსახურება გაძვირდა, გაიზარდა წარმოებული ხორცის რაოდენობა

2024 წლის I კვარტალში, ისევე როგორც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, საქართველოში 121 ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა.

„ნამდვილად არ ვიქნებოდი კანონის მიღების წინააღმდეგი, მაგრამ აღარ მიღირს ამ ახალგაზრდებს თუ დახოცავთ” – ზურა ყიფშიძის განცხადება

მსახიობი ზურა ყიფშიძე გამჭვირვალობის კანონის შესახებ თავის აზრს გვიზიარებს: „აღარ შემიძლია, შვილო, გული მაქვს გახეთქვაზე, საშინელება ხდება ამ ქვეყანაში. არაფერი არ ღირს ახალგაზრდების ჯანმრთელობის ფასად. მე ვეცადე, გავრკვეულიყავი ამ კანონის ავკარგიანობაში, ჩემი შეფასებით, ამ კანონის ქვეყნისთვის მიღება არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს. მე არ ვიცი, ვინ რა უთხრა ბავშვებს, ვინ გააგიჟა ასე… ნამდვილად არ ვიქნებოდი კანონის […]

VIDEO: ,,ვგიჟდები ამ ოჯახზე” – ილო ბეროშვილის ოჯახი რუსული კანონის წინაანღმდეგ

რუსული კანონის წინაანღმდეგ ევროპულ მარშს ილო ბეროშვილი და ანი ბებია შვილებთან ერთად უერთდებიან მათ კადრებს მეგობარი აქვეყნებს და წერს: “მიყვარს ეს ოჯახი.” ნახეთ ვიდეო:

ანა ნაცვლიშვილი გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობდა

პარტია „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა გერმანული მხარის მიწვევით, მონაწილეობა გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის სხდომაში მიიღო. პარტია „ლელოს“ ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენები განიხილებოდა. „ანა ნაცვლიშვილმა იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რასაც ხელისუფლება საქართველოს ევროპულ მომავალს უქმნის, „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საზოგადოების უპრეცედენტო პროტესტზე, ხელისუფლების რეპრესიებსა და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე, 26 ოქტომბრის მნიშვნელობაზე და სხვა საკითხებზე. ნაცვლიშვილმა ყურადღება […]

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ნიუ-იორკში ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუას შეხვდა

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი ნიუ-იორკში ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ორმხრივი შეხვედრის ფორმატში საუბარი შეეხო 2026 წელს თბილისში გაერო-ს საჯარო სერვისების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარებას, რისთვისაც თამარ ტყეშელაშვილმა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის გუნდს მადლობა გადაუხადა მტკიცე მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის. […]

აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს, რომელსაც პოლიციელზე, ალექსანდრე ოხანაშვილზე თავდასხმას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლის განმარტებით, საქმეში ვიდეომასალა, ასევე ნარკოტიკებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები არსებობს. მისივე თქმით, ბრალდებული კანონთან კონფლიქტში 2022 წელსაც იყო, მისთვის ძალადობრივი ქმედება პირველი არ არის და ეს მის პიროვნულ მახასიათებელზე მეტყველებს. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ […]