პრეზიდენტი – არჩევნების შედეგები გადაწყვეტს, შეაჩერებს თუ არა ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციას თუ სხვა პროცესებს საქართველოსთვის – ჩემი ვეტო სიმბოლური იქება, მაგრამ ამას გავაკეთებ ქუჩაში გამოსული ხალხის სახელით

ეს კანონპროექტი ცვლის ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და მეგობრებთან ურთიერთობის პირობებს, რადგან მათ განიხილავს დივერსიისა და რევოლუციის აგენტებად, რომლებიც ცდილობენ დღევანდელი ხელისუფლების დამხობას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა EURACTIV-თან ინტერვიუში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული კანონის სამიზნე სწორედ ის ორგანიზაციებია, რომლებმაც ააშენეს ქვეყანა დამოუკიდებლობის მომენტიდან, მხარს უჭერენ დემოკრატიულ განვითარებას, […]

გიორგი აბაშიშვილი – ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ – როგორც კი მოხდა გარე ჩარევა, ლარმა დაიწყო წონასწორული მაჩვენებლისკენ წასვლა

ლარის კურსზე არც ერთ ფუნდამენტურ ფაქტორს, რომელზეც ის შეიძლება რეაგირებდეს, გავლენა არ მოუხდენია – მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ – ლარი გადაიხარა წონასწორული მაჩვენებლიდან. როგორც კი მოხდა გარე ჩარევა, ლარმა დაიწყო წონასწორული მაჩვენებლისკენ წასვლა,- ამის შესახებ Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა ბოლო პერიოდში ლარის შეცვლილ კურსთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან, მედიაჰოლდინგ […]

გიორგი ოკმელაშვილს პატიმრობა შეუფარდეს

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე 20 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ვირტუალური ფროდაქშენ სტუდია limoni.video-ს დამფუძნებელი გიორგი ოკმელაშვილი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 15 მაისს დააკავეს. ამასთან, საქმეშ გაჩნდა ახალი ბრალი, რომელიც მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულსიხმობს. გამოძიება ირწმუნება, რომ ოკმელაშვილმა 13 მაისს, თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ […]

საქართველოს საელჩოები დიპლომატიურ უწყებებში 26 მაისის საზეიმო მიღებებს აუქმებენ

საქართველოს საელჩოები დიპლომატიურ უწყებებში 26 მაისის საზეიმო მიღებებს აუქმებენ. ფორმულამ გაარკვია, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობები დაპატიჟებულ სტუმრებს აფრთხილებენ, რომ აღარ გაიმართება დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები. ფორმულამ მოიპოვა ამ შინაარსის ელექტრონული შეტყობინებები. მეილში საქართველოს საელჩო ტალინში და საკონსულო სან-ფრანცისკოში სტუმრებს აფრთხილებს, რომ მიღება აღარ გაიმართება.

რომან გოცირიძე: 17 მაისი არ არის ოჯახური სიწმინდის დღე, ეს არის ძალადობის დღე

17 მაისი საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც სამარცხვინო დღე, როდესაც ბნელმა ძალებმა საქართველოს საპატრიარქოს წინამძღოლობით, ტაბურეტიანი მღვდლების მეთაურობით საშინლად დაარბია ქუჩაში გამოსული ადამიანები და ეს ძალადობა მათ ჩაიდინეს ოჯახური სიწმინდისა და ქართული ტრადიციების შენარჩუნების ლოზუნგით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. „მეგობრებო მთელ მსოფლიოში 17 მაისი აღინიშნება, როგორც ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე. მაგრამ საქართველოში […]

სკანდალურად ცნობილი გრინვუდი შესაძლოა, კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, “ნაპოლიმ” შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “მანჩესტერ იუნაიტედის” საკუთრება და ამჟამად “ხეტაფეში” იჯარით მოთამაშე მეისონ გრინვუდი დაიმატოს. ახალგაზრდა ინგლისელი შემტევის საკუთარ რიგებში ხილვით ტურინის “იუვენტუსიც” ინტერესდება, რომელიც არც იჯარას და არც პირდაპირ ტრანსფერს არ გამორიცხავს. თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ “პარტენოპეის” ვიქტორ ოსიმენი ტოვებს. მსურველთა ნაკლებობას არც ხვიჩა კვარაცხელია განიცდის და “ნაპოლის” შეტევის […]

გიორგი ოკმელაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დამფუძნებელ გიორგი ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ის 15 მაისს პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. გიორგი ოკმელაშვილი ერთ-ერთია იმ ათასობით ადამიანს შორის, რომლებიც „აგენტების კანონის“ მიღებას აპროტესტებენ. ის პოლიციამ 15 მაისს სამსახურისკენ მიმავალ გზაზე დააკავა. დაკავების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელსაც დართული ჰქონდა დამონტაჟებული […]

ზელენსკი: ხარკოვის ოლქში რუსეთის მთავარი მიზანი ქალაქ ვოლჩანსკის დაპყრობაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა შეძლეს სიტუაციის სტაბილიზება ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთში, რომელსაც რუსეთის ჯარები ერთი კვირაა უტევენ. დღეს, 17 მაისს, ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წინსვლის ყველაზე ღრმა მონაკვეთი 10 კილომეტრია. უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ზოგიერთ მონაკვეთზე მოწინააღმდეგეს წინსვლა საერთოდ არ ჰქონია. როგორც ზელენსკიმ თქვა, რუსეთის ძალებმა მიაღწიეს თავდაცვითი ნაგებობების სამიდან […]

2023 წელს საქართველოში 14.7 მლნ-ის ძეხვი იმპორტირდა

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში $14 718 980-ის ღირებულების 2 495 390 კგ ძეხვი (ძეხვი და ანალოგიური პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების ან სისხლისაგან) იმპორტირდა. 2023 წლის TOP 5 იმპორტიორი ქვეყანა შემდეგნაირად გამოიყურება: ავსტრია – $2 923 830-ის ღირებულების 556 580 კგ უკრაინა – $2 746 990-ის ღირებულების 554 570 კგ სომხეთი – $2 105 640-ის […]

Bloomberg-ის სავალუტო სისტემაში გარიგებები ჯერ არ დადებულა – ბოლო მონაცემებით, პლატფორმაზე ერთი დოლარი 2.7600 ლარად ივაჭრებოდა

დღეს, Bloomberg-ის ბანკთაშორისი სავალუტო ბაზრის სისტემაში გარიგებები არ დადებულა. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ბაზარი დახურული არაა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დღეს საქართველოში ოფიციალური დასვენების დღეა, ბაზარზე პასიურობა შეიმჩნევა. 16 მაისის სავაჭრო სესიის დახურვისას Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 2.7600 ლარად ივაჭრებოდა. ეროვნული ბანკის მიერ 16 მაისის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7596 […]