ევროპის კავშირში აკრძალეს „რია ნოვოსტი“, „როსიისკაია გაზეტა“ და „იზვესტია“

ევროპულმა საბჭომ პარასკევს მიიღო გადაწყვეტილება, ევროკავშირის ტერიტორიაზე შეაჩეროს რუსეთის რამდენიმე მედიასაშუალების მაუწყებლობა და გავრცელება. ესენია „რია ნოვოსტი“, „როსიისკაია გაზეტა“, „იზვესტია“ და მედიაპროექტი „გოლოს ევროპი“ (Voice of Europe), რომელიც ჩეხეთშია რეგისტრირებული. ევროპული საბჭოს რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ეს მედიასაშუალებები რუსეთის პროპაგანდას ავრცელებენ და იწონებენ ომს უკრაინაში. ევროპელი ჩინოვნიკების აზრით, ეს მედიასაშუალებები რუსეთის ხელისუფლების გამუდმებული კონტროლის ქვეშაა და […]

“თქვენნაირი მხარდამჭერები რომ არსებობენ, მაგიტომაცაა ყველას პრორუსსოო გვიწოდებენ!” – ლატარია

თქვენი დედა ვატირე, საქართველოს ისტორიაში პირველად გავედით ევროპის ჩემპიონატზე და ეს შეძლო ზუსტადაც ჩემი შვილის თაობამ!!! აი იმ თაობამ, თქვენ რომ ჩემს პოსტზე გაუნათლებლებიო და მაგათ როგორ უნდა ვანდოო რომ გამოხვედით ლოზუნგებით!!! თქვენნაირი მხარდამჭერები რომ არსებობენ, მაგიტომაც ბედავენ და ახლა ყველა ჩვენ პრორუსსოო გვიწოდებენ!! სწორედ თქვენს გამო… სანამ რაიმეს დაწერთ, კარგად დაფიქრდით…ნებისმიერ სიტყვას, სადღაც, ვიღაცისთვის, […]

პუტინი ჩინეთში ვიზიტს აგრძელებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ახალი საპრეზიდენტო ვადის პირველ საერთაშორისო ვიზიტს ჩინეთში მართავს. ვიზიტის განმავლობაში მთავარი აქცენტი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე კეთდება. პუტინი უკვე შეხვდა ჩინელ კოლეგა სი ძინპინს. „უსაზღვრო“ პარტნიორობის ფარგლებში მათ შორის არაერთი შეხვედრა გაიმართა. რუსეთის პრეზიდენტმა 16 მაისს მოინახულა ქალაქი ჰარბინი, სადაც ადრე ბევრი ეთნიკურად რუსი ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ ვითარება […]

კალაძე ევროპელ მინისტრებზე: ყველა განვითარებული ქვეყანა პანღურებით გაყრიდა ქვეყნიდან

თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, განვითარებულ ქვეყნებში საპროტესტო აქციაზე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდეს ან სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი და გააკეთოს პოლიტიკური განცხადებები ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა. ყველა განვითარებული ქვეყანა მოიქცეოდა ისე, რომ ხელს მოჰკიდებდა ამ საგარეო საქმეთა მინისტრებს და პანღურებით გაყრიდა ქვეყნიდან. თბილისის მერი, კახა კალაძე ოთხი ევროპული ქვეყნის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთისა და […]

შოლცი: მკაფიოდ ვთქვი, რომ ეს კანონი არ უნდა ყოფილიყო მიღებული, პოზიცია არ შემიცვლია

ზუსტად ამ ადგილზე ვიდექი საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად და მაშინ მკაფიოდ ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომად მიმაჩნია და რომ ის არ უნდა ყოფილიყო მიღებული. მას შემდეგ, რაც ეს კანონი მიიღეს, ამ პოზიციაში არაფერი შეცვლილა გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი შვეიცარიის ფედერალურ პრეზიდენტთან, ვიოლა ამჰერდთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის მიღებას გამოეხმაურა.

ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა და არა საბჭოთა კავშირში – შალვა პაპუაშვილი

„ჩვენ გვიყურებს, როგორც პატარა ქვეყანას, ნახევარ ქვეყანას, რომელსაც შეუძლიათ მითითებები მისცენ. ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა და არა საბჭოთა კავშირში“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე გამოდიხარ სიტყვით, არასწორი საქციელია. „როდესაც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე გამოდიხარ სიტყვით, ამაზე დიდი არასწორი […]

კახა კალაძემ ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაში ოჯახთან ერთად მიიღო მონაწილეობა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ოჯახთან ერთად შეუერთდა და საქართველოს მოქალაქეებს დღევანდელი დღე მიულოცა. „დღევანდელი დღე მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს. ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. სიყვარული, თაობებს შორის ურთიერთობა, პატივისცემა, ნდობა, რაც ოჯახში ტრიალებს, გვაყალიბებს ადამიანებად, პიროვნებებად, მოქალაქეებად. ეს არის ღირსშესანიშნავი და ხელშეუხებელი სიწმინდე. ვამაყობ იმ კულტურით და ტრადიციებით, რომელიც უკავშირდება ოჯახს […]

უცხოელების მხრიდან საქართველოში ყველაზე დიდი მოთხოვნა სტომატოლოგიასა და ხელოვნურ განაყოფიერებაზეა – Connect

ქართულმა სამედიცინო ტურისტულმა სტარტაპმა Connect-მა, რომელმაც სამედიცინო მომხმარებლები და სერვისის მიმწოდებლები ერთმანეთს უნდა დააკავშიროს, მუშაობა დაიწყო. როგორც სტარტაპის დამფუძნებელი ლევან ჭანუყვაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პლატფორმაზე ამ დროისთვის უკვე 27 მომხმარებელია დარეგისტრირებული და მათ შორის, არიან როგორც ადგილობრივები, ისე უცხოელები. მისივე ინფორმაციით, გამოიკვეთა, რომ საქართველოს მიმართულებით ყველაზე დიდი მოთხოვნა სტომატოლოგიასა და ხელოვნურ განაყოფიერებაზეა, თურქეთის მიმართულებით თმის გადანერგვაზე, […]

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ბევრად უფრო მძიმე ვერსია მიიღო, ვიდრე პირვანდელი ვარიანტი იყო – საია-ს თავმჯდომარე

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ბევრად უფრო მძიმე ვერსია მიიღო, ვიდრე პროექტის პირვანდელი ვარიანტი იყო – ყველაზე საგანგაშოა ის, რომ ეს არის მალულად ჩამატებული მუხლები და მასზე კომიტეტის ფარგლებში მსჯელობა არც ყოფილა! ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, თუ როგორ შეიძლება კანონი ხელისუფლებამ თანდათან დაამძიმოს და შეახოს ყველას, ვინც განსხვავებულ პოზიციას დააფიქსირებს, – ამის […]

დავით ქაცარავა კლინიკაში ორშაბათამდე დარჩება

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრი, დავით ქაცარავა კლინიკაში ორშაბათამდე რჩება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადეს. „ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპზე პოსტოპერაციული დაკვირვება მიმდინარეობს“,- აცხადებენ კლინიკაში. ამასთან, დავით ქაცარავას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას, მისი მეუღლე სოფია ხაჭაპურიძე, „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებს. „დავითს უჯანსაღესი ორგანიზმი აქვს. არასოდეს მოუწევია, ალკოჰოლს არ ეკარება, ვარჯიშობს მთელი ცხოვრება. მისი რეგენერაცია მართლა კარგად […]