ლარი დოლართან და ევროსთან 0.1 თეთრით გამყარდა – 17 მაისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.11 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 0.12 თეთრით. 17 მაისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7585 ლარია, ერთი ევროსი – 2.991 ლარი. კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.81 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.06 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.77 ლარია, ევროსი – 3.01 ლარი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 16 […]

ბიზნესსამიტი “მერიტო”, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, 6 ივნისის ნაცვლად 19 ივლისს გაიმართება

ბიზნესსამიტი “მერიტო” 6 ივნისის ნაცვლად 19 ივლისს გაიმართება – აღნიშნული გადაწყვეტილება სამიტის ორგანიზატორებმა, ჟიურის წევრებმა და პარტნიორებმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მიიღეს.

პრემიერთან მკაფიოდ ვთქვი, რომ ეს კანონი არ უნდა ყოფილიყო მიღებული – შოლცი

ზუსტად ამ ადგილზე ვიდექი საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად და მაშინ მკაფიოდ ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომად მიმაჩნია და რომ ის არ უნდა ყოფილიყო მიღებული. მას შემდეგ, რაც ეს კანონი მიიღეს, ამ პოზიციაში არაფერი შეცვლილა,” – ამბობს შოლცი.

382 შეტყობინება, 180 დაკავებული, 93 პოლიციის არასათანადო მოპყრობაზე – სკანდალური სტატისტიკა

15 აპრილიდან 17 მაისამდე პერიოდში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულების ნახევარზე მეტი სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, მათ მიერ მონახულებული 180 პირიდან ნახევარზე მეტი სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს. „სახალხო დამცველის რწმუნებულებმა აქციებზე დაკავებული 180 პირი მოინახულეს. [მათგან] 93 პირი მიუთითებდა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე“, […]

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, მსვლელობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტშიც გაიმართა

ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით, საქართველოს მუნიციპალიტეტებში მსვლელობა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ზუგდიდში მსვლელობა ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრიდან დაიწყო, მსვლელობის შემდეგ სამღვდელოებამ ზუგდიდის მთავარ მოედანთან აღმართულ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მოზაიკურ ნიშასთან სამშვიდობო პარაკლისი აღევლინა. საზეიმო მსვლელობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი […]

„საქართველოში საფონდო ბირჟის ინსტიტუტი მიზანმიმართულად გადაყლაპეს ბანკებმა, მოსპეს როგორც კონკურენტი“ – რამაზ გერლიანი

საფინანსო სექტორი არის აბსოლუტურად მონოპოლიზებული, გვყავს მხოლოდ ერთი სექტორი – საბანკო, სხვა მოთამაშე ამ ველზე არ ჩანს, იყო ილუზორული წარმოდგენები, რომ თითქოსდა საპენსიო ფონდი რაღაც როლს შეასრულებდა, თუმცა ვერაფერი როლი ვერ შეასრულა და გაამძლავრა საბანკო სექტორი – ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორმა, სფერო ჰოლდინგის ეკონომიკური რეფორმების ხელმძღვანელმა რამაზ გერლიანმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში საფინანსო სექტორის შეფასებისას ისაუბრა. […]

კანონში ფიზიკური პირების შესახებ ჩანაწერი მეორე მოსმენისას შევიტანეთ – შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „რუსულ კანონში” ცვლილება, რომელიც ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ნაწილში ფიზიკური პირების დავალდებულებასაც ეხება, მეორე მოსმენის დროს მიიღეს და ტყუილია ინფორმაცია, თითქოს, რეგისტრაციის საკითხი ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება. „ხედავთ, თურმე, რატომ ყოფილა კარგი, რომ იკითხონ კანონი, იკითხონ პროექტი, უსმინონ და დაესწრონ მოსმენებს. სანამ ოპოზიცია, მედიის ნაწილი და „ენჯეოები“ მაგიდაზე ბრახუნით […]

პაატა მანჯგალაძე – მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერ საქართველოში არის შესაძლებელი ოჯახების ერთიანობის შენარჩუნება, როცა ლუკმა პურისთვის არ მოუწევს ცოლს, დედას ან მამას საქართველოდან გაქცევა

უდიდესი შეთქმულება აქვს ჩაფიქრებული ივანიშვილს „რუსული კანონის“ მიღებით და მისი ნეგატიური შედეგები ყველას შეეხება და ყველაფერზე აისახება – ნუ ვიფიქრებთ, რომ მხოლოდ უცხოურ დაფინანსებას შეეხება, ეს შეეხება ყველას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს. მისი თქმით, ქვეყანაში არ შემოვა ევროპული და ამერიკული ინვესტიციები და უფრო მეტ ადამიანს მოუწევს საქართველოდან წასვლა. „სწორედ […]

დათო მაღრაძე სააკაშვილზე – „ვივამედში“ წესით არ უნდა გაუჭირდეთ ჩემი პასუხის აღსრულება – ჩემი პასუხი არის „აბი, გლუკოზა!“

„ვივამედში“ წესით არ უნდა გაუჭირდეთ ჩემი პასუხის აღსრულება. ჩემი პასუხი კი არის „აბი, გლუკოზა!“ – ასე გამოეხმაურა საქართველოს ჰიმნის ტექსტის ავტორი, პოეტი დათო მაღრაძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ჰიმნის ტექსტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, უცნაურია, როცა მის დაწერილ ტექსტზე ამბობენ, რომ მისი დაწერილი არაა. „უცნაურია, მაგრამ რაც ჩემი დაწერილი არ […]

თუ შეთანხმებული ვეტო არ იქნება, დავძლევთ – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ვეტომდე არსებული დრო კიდევ ერთი შანსია არგუმენტების წარსადგენად. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს “რუსულ კანონზე” სალომე ზურაბიშვილის ვეტოსთან დაკავშირებით განუცხადა, თუ შეთანხმებული ვეტო არ იქნება, პარლამენტი მას დაძლევს. „ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ უნდა იყოს მსჯელობა საკითხებზე, თუმცა ვნახეთ, რომ იარლიყი მიაწებეს ამ კანონს და აკრძალეს დისკუსია. ბოლოს გამოჩნდა გარკვეული იმედი, […]