მარკეტა გრეგოროვა – საქართველოს პრორუსული მთავრობა ჰყავს, ივანიშვილი ოლიგარქია, რომელსაც მხოლოდ რუსული ფული სურს

საქართველოს პრორუსული მთავრობა ჰყავს, ივანიშვილი ოლიგარქია, რომელსაც მხოლოდ რუსული ფული სურს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ჩეხეთიდან მარკეტა გრეგოროვა „ტვიტერის” პირად გვერდზე წერს და ჩეხეთის იუსტიციის მინისტრს მიმართავს. „საქართველოს პრორუსული მთავრობა ჰყავს. ძალიან ვწუხვარ ამის თქმა რომ მიწევს, ვინაიდან 5 წლის განმავლობაში მათთან ინტენსიურად ვმუშაობდი, რათა ევროკავშირთან დამეახლოებინა, მაგრამ ივანიშვილი ოლიგარქია, რომელსაც მხოლოდ რუსული ფული სურს. […]
“საკეისროს მერე, თურმე, სისხლდენა ჰქონდა და ექიმები ქვევით ქეიფობდნენ” – ექიმების დასჯის მოთხოვნა ქუთაისის სამშობიაროში

ტვ პირველის ინფორმაციით, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო ცოტა ხნისს წინ ქუთაისში. ხონელიძის სახელობის კლინიკაში 26 წლის ქალის ოჯახის წევრები მივიდნენ და ექიმების დასჯა მოითხოვეს. ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა სწორედ მშoბიარობის შემდეგ დამძიმდა და მას ოთხი ოპერაცია გაუკეთეს. “გვეუბნებიან, კვდებაო. 4 ოპერაცია გაუკეთეს დათო ხინგავას გამო… მეხუთე ოპერაცია სჭირდებაო. საკეისრო ხო გავუკეთე, ჩამოვიდა დავით […]
მშვიდობიან მომიტინგეებს ურტყამდნენ, თავი ჩავთვალე ვალდებულად, დამეცვა სუსტები – ოკმელაშვილი

“მშვიდობიან მომიტინგეებს ურტყამდნენ, აბრტყელებდნენ პირდაპირი მნიშვნელობით. თავი ჩავთვალე ვალდებულად, დამეცვა სუსტები და ხელს ვკრავდი. ალექსანდრესგან [დაზარალებული პოლიციელი] ძალიან დიდი ძალის გადამეტება იყო, არაპროპორციული ძალის გამოყენება. მგონია, რომ ჩემს თავს და გარშემო ხალხს ვიცავდი”.
NATO-ს უმაღლესი სარდლის თქმით, ხარკოვში წინსვლისთვის რუსეთს საკმარისი ძალები არ ჰყავს

16 მაისს NATO-ს უმაღლესმა სარდალმა განაცხადა, რომ მისი აზრით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ხარკოვის ოლქში საკმარისი ჯარისკაცები არ აქვს გაგზავნილი, რათა სტრატეგიული გარღვევა მოახერხოს. NATO-ს მოკავშირეთა ევროპის უმაღლესი მთავარსარდლის, კრისტოფერ კავოლის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ უკრაინული ძალები რეგიონში პოზიციების შენარჩუნებას შეძლებენ. წინა კვირას, რუსეთმა ხარკოვის ოლქში ახალი იერიში წამოიწყო, რის გამოც უკრაინას რამდენიმე სოფლიდან სამხედრო ნაწილების […]
ევროპარლამენტარი კოვაჩევი: ერთადერთი “ომის პარტია” პუტინის რეჟიმია კრემლში

ანდრეი კოვაჩევი, ევროპარლამენტის წევრი ბულგარეთიდან “ამერიკის ხმასთან” საქართველოს მთავრობის მიერ “უცხოეთის გამჭვირვალობის გავლენის” კანონის შესახებ საუბრობს. ევროპარლამენტარი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ევროკავშირის საგარეო საქმეთა წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს ბიძინა ივანიშვილისა და სხვა პასუხისმგებელი პირების სანქცირების თხოვნით მიმართა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კანონპროექტს კენჭი. კოვაჩევი ამბობს, რომ ეს კანონი კრემლის კანონის კოპირებული ვერსიაა და […]
„განვითარებული ქვეყანა მოკიდებდა ხელს და პანღურებით გაყრიდა ამ საგარეო საქმეთა მინისტრებს“ — კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძემ „სამარცხვინო ფაქტი“ უწოდა ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მისვლას რუსთაველზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე. კალაძის მტკიცებით, „ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი, რომ დონორების მიერ დაანონსებული რევოლუცია იმართება გარედან“. „ამის დამადასტურებელი იყო რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრი, მანამდე კიდევ პოლიტიკოსები იყვნენ ჩამოსული… თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, განვითარებულ ქვეყანაში საპროტესტო აქციაზე სხვა ქვეყნის საგარეო […]
ვხედავთ, რომ უცხო ქვეყნებიდან ჩამოდიან ადამიანები, რომელთა პირად ცხოვრებაში არ ვერევით, აზრადაც არ მოგვივა, მათ ოჯახში შევიდეთ და ცხოვრების წესი დავუწუნოთ, რადგან ეს მათი უფლებაა, თავად კი გვასწავლიან, როგორ ვიცხოვროთ

ვხედავთ, რომ უცხო ქვეყნებიდან ჩამოდიან ადამიანები, რომელთა პირად ცხოვრებაში არ ვერევით, აზრადაც არ მოგვივა, მათ ოჯახში შევიდეთ და ცხოვრების წესი დავუწუნოთ, რადგან ეს მათი უფლებაა, თავად კი გვასწავლიან, როგორ ვიცხოვროთ „კარგია, რომ 17 მაისი, ოჯახის სიწმინდის დღე, უქმედ გამოცხადდა, რადგან ამან იმ ადამიანებს, ვინც ენას, მამულსა და სარწმუნოებას იცავენ და ვისთვისაც ქართველობა ყველაზე დიდი ღირებულებაა, […]
ომბუდსმენი – 15 აპრილიდან 17 მაისის პერიოდში, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა აქციებზე დაკავებული 180 ადამიანი მოინახულეს – 93 პირი პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, 15 აპრილიდან 17 მაისის პერიოდში, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა აქციებზე დაკავებული 180 პირი მოინახულეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 93 პირი პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა. „15 აპრილიდან 17 მაისის პერიოდში სახალხო დამცველის რწმუნებულებმა აქციებზე დაკავებული 180 პირი მოინახულეს. 93 პირი მიუთითებდა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე. 71 პირმა ითხოვა რეაგირიება, რის თაობაზეც მივმართეთ სპეციალურ […]
ბადრი ჯაფარიძე – საზოგადოების გახლეჩა და ერთმანეთთან დაპირისპირება, ხელს აძლევს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს რუსული პოლიტიკის განხორციელებისთვის

საზოგადოების გახლეჩვა და ერთმანეთთან დაპირისპირება, ხელს აძლევს მხოლოდ “ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს რუსული პოლიტიკის განხორციელებისთვის, – ამის შესახებ სოციალური ქსელში პარტია “ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე წერს. ჯაფარიძის შეფასებით, შეუძლებელია მართლმადიდებლური ეკლესიის გულწრფელი წევრი, ოჯახური ტრადიციების რეალური მიმდევარი და დამცველი ახალისებდეს და ამართლებდეს ფიზიკურ ძალადობას. “ჩვენ გვჭირდება ერთიანობა იმისათვის, რომ ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ და […]
ომბუდსმენი: დაკავებული 180 პირიდან 93-მა პოლიციისგან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითა

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 15 აპრილიდან 17 მაისის პერიოდში მათმა რწმუნებულებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული 180 ადამიანი მოინახულეს, საიდანაც 93 პირი პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა. ასევე, აპარატის განცხადებაში ნათქვამია, რომ 71-მა დაკავებულმა რეაგირება ითხოვა, რის თაობაზეც მათ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართეს. აღნიშნულ პერიოდში, სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე 382 შეტყიბინება შევიდა.