უკრაინამ ღამით რუსეთს დრონების მთელი კასკადით შეუტია, არის მსხვერპლი

პარასკევს, 17 მაისს, რუსეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უკრაინამ გასული ღამის განმავლობაში ოკუპირებული ყირიმისა და რუსეთისკენ დრონების მთელი ტალღა გაუშვა. დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის ბავშვი. ხანძარი გაუჩნდა ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს. ეს, ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის ყველაზე დიდი საჰაერო თავდასხმა იყო და სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც რუსეთის ძალები ფრონტის ხაზებზე წინ მიიწევს და 18 თვის […]
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს მსჯავრდადებულთა მობილიზაციის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს ხელი მოაწერა კანონს მსჯავრდადებულთა მობილიზაციის შესახებ. ამაზე „რბკ-უკრაინა“ იტყობინება უმაღლესი რადის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. დოკუმენტის თანახმად, მსჯავრდადებულთა და პატიმართა ზოგიერთი კატეგორია შეძლებს ნებაყოფლობით საფუძველზე იმსახუროს ჯარში. ეს იქნება კონტრაქტით სამსახური საომარ მდგომარეობაში. ცვლილებები ითვალისწინებს სასჯელის მოხდიდან პირობით-ვადამდელ გათავისუფლებას მსჯავრდადებულთათვის, რომლებიც დათანხმდებიან კონტრაქტის ხელმოწერას. მაგრამ არმიაში მობილიზებას ყველა ვერ შეძლებს. […]
“აქ თავს უსაფრთხოდ აღარ ვგრძნობ” – აქციაზე ნაცემი აშშ-ს მოქალაქე

13 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული აშშ-ს მოქალაქე ამბობს, რომ პოლიციელებმა უმიზეზოდ სცემეს. ის აპირებს, მიმართოს აშშ-ს საელჩოს და ქვეყანა რაც შეიძლება მალე დატოვოს, რადგან საქართველოში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. “ჩვენ უბრალოდ ვიდექით და ვიღებდით ყველაფერს. ვავრცელებდით მშვიდობას. ამისთვის ვარ სწორედ აქ, რომ მშვიდობა გავავრცელო. მათ [პოლიციელებმა] კი მოულოდნელად დამარტყეს. მერე რაღაც განათდა და […]
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთში პარაკლისს დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, ასევე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, საზოგადოებას სიტყვით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა […]
21, 23 და 24 მაისს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 21 მაისის 01:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 23 მაისის 01:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე და 24 მაისის 01:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა […]
ამერიკას ღაზაში აშენებული დროებითი ნავმისადგომით პირველი დახმარება შეაქვს

ვაშინგტონი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში, პრეზიდენტ ბაიდენის დაპირებისამებრ, შეერთებული შტატების არმიის მიერ ახლადაშენებული მცურავი დროებითი ნავმისადგომის საშუალებით, უკვე შევიდა სასიცოცხლოდ აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარების პირველი პარტია. განცხადება შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ 17 მაისს გაავრცელა. ეს ტვირთი პირველია ამერიკის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული ამ ჰუმანიტარული ოპერაციის ფარგლებში. ამერიკელი სამხედრო ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ მათ ამ […]
საფრანგეთში სინაგოგაზე თავდასხმა მოხდა

საფრანგეთის პოლიციამ ქალაქ რუენᲨი გაანეიტრალა წარმოშობით ალჟირელი ადამიანი, რომელმაც ადგილობრივ სინაგოგას ცეცხლი წაუკიდა. პოლიციამ დანით შეიარაღებულ თავდამსხმელს შეჩერების ბრძანებაზე დაუმორჩილებლობის შემდეგ, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თავდამსხმელმა ცოტა ხნის წინ საემიგრაციო პეტიციაზე უარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ გასული წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმიᲡ შემდეგ და ისრაელის მიერ “ჰამასთან” ღაზაში საპასუხო ომის […]
“მტკივნეული იმის აღქმა, რომ რუსულ სპეცსამსახურებთან ვაგებთ არამარტო ფიზიკურ, არამედ ინტელექტუალურ ბრძოლასაც” – ზურაბ გურული

ჩემთვის ყველაზე მტკივნეული იმის აღქმა, რომ რუსულ სპეცსამსახურებთან ვაგებთ არამარტო ფიზიკურ, არამედ ინტელექტუალურ ბრძოლასაც. ქართული ინტელექტი საოცრად ინფანტილური აღმოჩნდა და შესაბამისად არაპრაქტიკული. ამიტომაცაა უძლური “გლეხური” პრაქტიკული ვირეშმაკობის წინააღმდეგ. ნეტავ რომელმა ჭკუისკოლოფმა დაარქვა პირველად “აგენტების კანონს” რუსული კანონი. ქართულია ეს კანონი, ქართული. და მავნე იმიტომ არის, რომ ყველას, ორგანიზაცია იქნება თუ ინდივიდი, ვისაც წლიური შემოსავლის 20% […]
ამერიკაში ჩრდილოეთ კორეის ხელშემწყობ სქემაში ჩართული ორი ადამიანი დააკავეს

16 მაისს, შეერთებული შტატების პროკურორებმა განცხადება ამერიკელი ქალისა და უკრაინელი მამაკაცის დაკავების შესახებ გააკეთეს. მათი თქმით, დაკავებულები ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებულ საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებს, ასობით ამერიკულ კომპანიაში დისტანციური სამუშაოს მისაღებად, ამერიკელებად წარმოჩენაში დახემარნენ. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ დახვეწილი სქემა, რომელიც საერთაშორისო სანქციების დარღვევით, ჩრდილოეთ კორეისთვის შემოსავლის გამომუშავებას ისახავს მიზნად, მოიცავდა 300-ზე მეტ ამერიკულ კომპანიაში, მათ […]
ნატალია ყიფშიძე სასამართლოში დაიბარეს – “შიშის ფაქტორი მხოლოდ დედაჩემის რისხვა დარჩება, მასზე მაღლა ვერ ახვალთ” –

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილე, მსახიობი ნატალია ყიფშიძე სასამართლოში დაიბარეს. როგორც ყიფშიძე წერს, მასზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი და 20 მაისს პროცესია ჩანიშნული “გახსოვთ რამდენიმე დღის წინ სიცილით რომ მოვყევი ბოტებმა ჩემი ნომერიც გაიგესთქო? თურმე სასამართლოდან მირეკავდნენ. 20 მაისს პროცესია დანიშნული: ჩემზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არის შედგენილი 174 პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით, რომელიც შეკრებისა […]