რუსული კანონით მოთხოვნისას სქესობრივ ცხოვრებაზე ინფორმაციის წარდგენა სავალდებულო ხდება

რუსული კანონის საბოლოო ვერსიით, იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს ფიზიკური პირების პერსონალური მონაცემების, მათ შორის საიდუმლოებებისა და “განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების” – სქესობრივი ცხოვრების, ფილოსოფიური და სხვაგვარი მრწამსის, პოლიტიკური შეხედულებების, პროფესიული კავშირის წევრობის შესახებ ინფორმაციისა და სხვა ცნობების მოძიების უფლება ექნება. როგორც კანონში წერია, უფლებამოსილ პირს “უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, “პერსონალურ მონაცემთა […]
თეონა აქუბარდია – ივანიშვილი შეგვპირდა, რომ ევროპას გააოცებდა და ეს შესრულდა ნამდვილად – მე ვფიქრობ, ისინი ვეტოს დროს არაფერს დათმობენ, რადგან მათ აქვთ მკაფიო გზა კრემლისკენ

ივანიშვილი შეგვპირდა, რომ ევროპას გააოცებდა და ეს შესრულდა ნამდვილად, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ აღნიშნა. ამით ის გამოეხმაურა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც “პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ბევრად უფრო მძიმე ვერსია მიიღო, ვიდრე პროექტის პირვანდელი ვარიანტი იყო – ეს არის მალულად ჩამატებული მუხლები და მასზე კომიტეტის ფარგლებში […]
18 მაისს, „კინო მზიურში” ბრუნდება

„კინო მზიურში“ ბრუნდება. ორგანიზატორების ინფორმაციით, 18 მაისიდან, ყოველ ხუთშაბათს, 21:00 საათზე, მზიურის ღია სივრცეში ნახავთ თანამედროვე ქართულ და უცხოურ საავტორო კინოს. „შეხვედრები ქართველ რეჟისორებთან და კინოს სფეროს წარმომადგენლებთან. ჩვენი პროგრამის გარდა, მზიურის კინოეკრანი პერიოდულად დაეთმობა სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფებს სადისკუსიო ფორმატში ჩვენებების მოსაწყობად“, – ნათქვამია ინფორმაციაში. წლევანდელი ჩვენებების მხარდამჭერია ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის/ Khazaradze Family Foundation. დასწრება […]
მკაცრად ვემიჯნებით ყოველგვარ დისკუსიას, მიგვაჩნია, რომ სატყუარაა – “ჯიუტი” კობახიძის ინიციატივაზე

მოძრაობა ჯიუტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეთავაზებას განცხადებით პასუხობს და “მკაცრად ემიჯნება” ყოველგვარ დისკუსიას ე.წ. აგენტების კანონზე. “მიგვაჩნია, რომ რუსეთის მარიონეტი პრემიერ მინისტრის მიერ შემოთავაზებული ეს ინიციატივა არის სატყუარა, რომლის მიზანიც არის ლეგიტიმაცია შესძინოს რუსულ კანონს. ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც დიალოგში შევა რუსულ მთავრობასთან, ავტომატურად აღმოჩნდება რუსული მთავრობის მხარეს”, – წერია განცხადებაში. “ჯიუტი” მოუწოდებს კონსტიტუციურ ორგანოებს, დაიცვან […]
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს მეორე ოპერაცია ჩაუტარდა, ვიცე-პრემიერი იმედიანადაა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს რომელსაც რამდენიმე დღის წინ ქუჩაში ესროლეს, მეორე ოპერაცია ჩაუტარდა. ინფორმაციას 17 მაისს, ქვეყნის ვიცე-პრემიერი ავრცელებს. რობერტ კალინაკი ამბობს, რომ ფიცოს მეორე ოპერაცია ორ საათს გაგრძელდა და ის წარმატებით დასრულდა. ვიცე-პრემიერი იმედიანად არის, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის ტრანსპორტირება დედაქალაქში ამ დრომდე დაგეგმილი არ არის. კალინაკი ამბობს, რომ ეს მაშინ მოხდება, როცა […]
მაღრაძე სააკაშვილზე: „ვივამედში“ წესით არ უნდა გაუჭირდეთ ჩემი პასუხის აღსრულება”

„ვივამედში“ წესით არ უნდა გაუჭირდეთ ჩემი პასუხის აღსრულება. ჩემი პასუხი კი არის „აბი, გლუკოზა!“ – ასე გამოეხმაურა საქართველოს ჰიმნის ტექსტის ავტორი, პოეტი დათო მაღრაძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ჰიმნის ტექსტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, უცნაურია, როცა მის დაწერილ ტექსტზე ამბობენ, რომ მისი დაწერილი არაა. „უცნაურია, მაგრამ რაც ჩემი დაწერილი არ […]
საგარეო უწყება უარყოფს, რომ გაუქმდა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული მიღებები საზღვარგარეთ

საგარეო საქმეთა სამინისტრო დეზინფორმაციას უწოდებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს საელჩოებმა სხვადასხვა ქვეყანაში საგარეო უწყების მითითებით, გააუქმეს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. ტელევიზიები, “მთავარი” და “ფორმულა”, ავრცელებდნენ წერილებს, რომლებიც, მათი თქმით, ესტონეთში, ბულგარეთსა და ბელგიაში საქართველოს საელჩოებმა და აშშ-ში სან-ფრანცისკოს საკონსულომ გაუგზავნა მიღებაზე დაპატიჟებულ ქართველ იმიგრანტებს. ამ წერილების მიხედვით, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაუქმებულია. […]
საქართველოში Boeing-ისა და Airbus-ის ბიზნესკლასის სავარძლების კომპონენტების წარმოება იწყება

საქართველოში, კერძოდ თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში (თიზ) Boeing-ისა და Airbus-ის ბიზნესკლასის სავარძლების კომპონენტების წარმოება იწყება. როგორც თბილისის თიზ-ის მფლობელმა და ადმინისტრატორი კომპანია “ზოტი ჰოლდინგის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა სოსო ნიბლაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, აღნიშნული პროექტის ინვესტიცია პირველ ეტაპზე 1 მილიონი ლარია. „ორი სხვადასხვა გერმანული ინვესტიციით თბილისის თიზ-ში ორი პროექტის განხორციელება იწყება. ამ ეტაპზე Boeing-ისა და […]
მაიკლ როთი – ზოგიერთის იდეა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, სერიოზული შეცდომა იქნება – იმედი უნდა მივცეთ, რომ ევროპაში კარი ღია დარჩება თუ ქვეყნის მთავრობა მის „საქანელა“ პოლიტიკას შეწყვეტს ევროკავშირსა და რუსეთს შორის

ჩემი აზრით, ზოგიერთი ადამიანის იდეა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ, სერიოზული შეცდომა იქნება, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ როთმა გერმანულ გამოცემა Vorwärts-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ახალგაზრდა ხალხი, განსაკუთრებით, ამის ფასს გადაიხდის. „ყველაზე ცუდი შეცდომა, რომელიც ევროკავშირმა შეიძლება დაუშვას, არის საქართველოს მთავრობასთან კანონში კონკრეტულ ცვლილებებზე მოლაპარაკებების წარმოება. ეს კანონის […]
ოფიციალურად – “იუვენტუსმა” მასიმილიანო ალეგრი გადააყენა

უფრო პირიქით მგონია.იცოდა,რომ თასზე გამარჯვების მიუხედავად,მაინც გადაუწყვიტეს გადაყენება და ამიტომ იყო,ასე ნერვებს აყოლილი.სხვა შემთხვევაში,ასე არ მოიქცეოდა.