“გარდაიცვალა ჩემი უფროსი და უახლოესი ძმაკაცი, ავთო ჯორბენაძე” – გიორგი გამსახურდია

გარდაიცვალა ჩემი უფროსი და უახლოესი ძმაკაცი, ავთო ჯორბენაძე. ასევე ჩემი ძმაკაცების მამა. სიკეთის, ადამიანობის და ყველაფერი პოზიტიურის განსახიერება. უზადო პროფესიონალი, პატრიოტი და თხემით ტერფამდე ქართველი. გარდა მეგობრული და ოჯახური ურთიერთობისა, მქონდა სამსახურეობრივი გადაკვეთის წერტილები , სადაც, ყოველთვის რაიმე ახალს ვსწავლობდი მისგან და უფრო ვრწმუნდებოდი ყოველივე ჩემს მიერ თქმულსა თუ ნაფიქრში მასზე. ხსოვნა იყოს შენი ჩემო […]

“დღეს, ფაქტობრივად, რეფერენდუმი შედგა” – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი: „საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიცირა კონსტიტუციური კანონის პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ. დღეს ამ კონსტიტუციური ცვლილების საყოველთაო – სახალხო განხილვის ბოლო დღე იყო. ასიათასობით მოქალაქე გამოვიდა თბილისში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და დღეს, ფაქტობრივად, რეფერენდუმი შედგა ამ კონსტიტუციური კანონის პროექტზე. დღეს, ქართველმა ხალხმა თავისი გამოსვლით ამ კონსტიტუციურ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ახლა […]

ზოგიერთის იდეა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, სერიოზული შეცდომა იქნება – მიხაილ როთი

ჩემი აზრით, ზოგიერთი ადამიანის იდეა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ, სერიოზული შეცდომა იქნება, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა გერმანულ გამოცემა Vorwärts-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ახალგაზრდა ხალხი, განსაკუთრებით, ამის ფასს გადაიხდის. „ყველაზე ცუდი შეცდომა, რომელიც ევროკავშირმა შეიძლება დაუშვას, არის საქართველოს მთავრობასთან კანონში კონკრეტულ ცვლილებებზე მოლაპარაკებების წარმოება. ეს კანონის […]

ზურაბ ჯაფარიძე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარეს

გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ იგი “აქციებთან დაკავშირებით” გამოკითხვაზე დაიბარეს. მისი თქმით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს კრიმინალური პოლიცია “მასიურად იბარებს” დაკითხვაზე. “მასიურად იბარებს ხალხს კრიმპოლი ამ წუთებშიც რეკავენ ყველასთან. “აქციებთან დაკავშირებით” დამიბარეს მეც გამოკითხვაზე. არ მიხვიდეთ ასე დარეკილზე. მოითხოვეთ, რომ მოსამართლის თანდასწრებით გამოგკითხონ და სასამართლოში მიდით ადვოკატთან ერთად. თუ არ გყავთ, […]

21,23 და 24 მაისს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 21 მაისის 01:00სთ-დან 07:00სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 23 მაისის 01:00სთ-დან 07:00სთ-მდე და 24 მაისის 01:00სთ-დან 07:00სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის […]

Reddit-ის კონტენტს ChatGPT-ზე გადაიტანენ

Reddit თანამშრომლობს OpenAI-თან, რათა მისი კონტენტი პოპულარულ ჩატბოტზე ChatGPT-ზე გადაიტანოს. თანამშრომლობამ სოციალური მედიის პლატფორმის აქციების ფასი 12%-ით გაზარდა. ამის შესახებ Reuters კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. შეთანხმება ხაზს უსვამს Reddit-ის მცდელობას გაფართოვდეს სარეკლამო ბიზნესის მიღმა და შედეგია Alphabet-თან თანამშრომლობისა, რათა მისი კონტენტი ხელმისაწვდომი გახდეს Google-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელების მომზადებისთვის. ChatGPT და სხვა OpenAI პროდუქტები გამოიყენებენ Reddit […]

ჩეხურ-ქართული მეორე სამართლებრივი ფორუმი დასრულდა

სამართლებრივი ფორუმის მუშაობა იუსტიციის მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა დასკვნით სიტყვაში შეაჯამეს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩეხეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სამართალთან დაახლოების პროცესში, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს, განაგრძოს წინსვლა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. „ფორუმზე აღინიშნა, რომ სასესიო ფორმატის ფარგლებში მხარეებმა არაერთი საინტერესო ინიციატივა […]

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მე-12 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მე-12 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

შალვა პაპუაშვილი – ასიათასობით მოქალაქე გამოვიდა თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში. დღეს ფაქტობრივად, კონსტიტუციური კანონის პროექტზე რეფერენდუმი შედგა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მცირე პარაკლისი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა, რომლის დასრულების შემდეგ მოეწყო საზეიმო ლოცვითი მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ, სადაც შესრულდა სამადლობელი პარაკლისი. შალვა […]

უკრაინამ 20 რუსული დრონი ჩამოაგდო

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, მისმა სამხედროებმა უკრაინის ხუთ რეგიონში რუსეთის მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს. საუბარია 20 უპილოტო საფრენ აპარატზე, რომლითაც რუსეთი ცდილობდა იერიშები მიეტანა ხარკივის, პოლტავის, ვინიცის, ოდესისა და მიკოლაივის რეგიონებზე. გუბერნატორი ვიტალი კიმი ამბობს, რომ მიკოლაივში რუსეთის იერიშებს ღამის განმავლობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია. ფილიპ პრონინი – პოლტავის რეგიონის გუბერნატორი – კი განმარტავს, რომ რუსეთის […]