საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღნიშნეს

17 მაისს, უქმედ გამოცხადებული ოჯახის სიწმინდის დღე, ხალხმრავალი მსვლელობებით აღინიშნა. თბილისში მოწყობილ მარშში მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც მიიღო მონაწილეობა. 17 მაისი მსოფლიოში ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

რას გეგმავს Tether-ი საქართველოში? – ექსკლუზიური ინტერვიუ პაოლო არდოინოსთან

კრიპტოგადახდების მიმართულებით წამყვანმა ქართულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, CityPay.io-მ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სტეიბლკოინის, USDT-ის ემიტენტი, ანუ გამომშვები კომპანიისგან, Tether-ისგან, დამატებითი, $10 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ვიგებთ, Tether-ისგან მოზიდული დამატებითი კაპიტალით, CityPay.io საქართველოში, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, კერძოდ უზბეკეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში გაფართოებას განაგრძობს. რატომ გადაწყვიტა Tether-მა საქართველოში შემოსვლა და CityPay.io-ში […]

რუსულ-ქართულ ბიზნეს საბჭოზე გადახდებისთვის რუბლისა და ლარის ორმხრივი გამოყენებაზე იმსჯელეს

რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცეპრეზიდენტმა ვლადიმირ პადალკომ რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს სხდომაზე საბჭოს საქმიანობა დადებითად შეაფასა და ეროვნული ვალუტების, რუბლისა და ლარის ორმხრივი გამოყენების საჭიროებაზე ისაუბრა. პადალკომ იმედი გამოთქვა, რომ “საგარეო საქმეთა სამინისტროები საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე მუშაობას გაააქტიურებენ”. ამის შესახებ საბჭოს პრესრელიზში წერია. “სამომავლოდ ეროვნული ვალუტის თვალსაზრისით ორმხრივ ანგარიშსწორებაზე უნდა გადავიდეთ, რათა გადახდის […]

ინფორმაცია სქესობრივ ცხოვრებასა და პოლიტიკურ შეხედულებებზე – რუსული კანონის მიღებული ვერსია

რუსული კანონის მიღებული ვერსიის თანახმად, მოქალაქეებისგან სქესობრივ ცხოვრებაზე, პოლიტიკურ შეხედულებებზე, რელიგიურ მრწამსსა და ჯანმრთელობაზეც მოითხოვენ ინფორმაციას. შესაბამის ინფორმაციას კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ავრცელებს. აღნიშნული შესწორება კანონპროექტის მესამე მოსმენისთვის გაჩნდა. უცნობია, კანონის რომელი ვერსიაა გაგზავნილი ვენეციის კომისიაში განსახილველად. როგორც მენაბდე სოციალურ ქსელში წერს, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება ნებისმიერი “საჭირო ინფორმაცია” მოითხოვს. ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, პირი 5 000 […]

ხატია დეკანოიძე – თან იჭერდე, სცემდე, თავებს უხეთქავდე ადამიანებს და თან დიალოგისთვის იწვევდე, სერიოზული ნონსენსი და ფსკერია – ეს კანონი განხილვასა და დებატს არ ექვემდებარება

რუსეთმა ამ კანონის მოდიფიკაციას და დამძიმებას რამდენიმე წელი მოანდომა, ხოლო „ქართული ოცნება“ დღითიდღე ამძიმებს, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში” „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონთან დაკავშირებით განაცხადა. დეკანოიძის თქმით, მიმდინარე პროცესი სრულიად უკანონოა და ის კონსტიტუციას არღვევს. „პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ველაპარაკე. გვინდოდა გვენახა ვერსია, რომელიც მეორე მოსმენის შემდეგ საპარლამენტო გვერდზე […]

ირაკლი ფავლენიშვილი – სადარბაზოსთან დამხვდა 5 პირბადიანი, სპორტულად ჩაცმული „ზონდერი“, ცოლთან და 1 წლის შვილთან ერთად ვიყავი, გვერდზე გაყვანა მომთხოვეს და სიტყვიერად დამემუქრნენ

დღეს, სადარბაზოსთან დამხვდა 5 პირბადიანი, სპორტულად ჩაცმული „ზონდერი“, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „დღეს, დილას 12 საათზე სადარბაზოსთან დამხვდა 5 პირბადიანი, სპორტულად ჩაცმული „ზონდერი“. ცოლთან და 1 წლის შვილთან ერთად ვიყავი, გვერდზე გაყვანა მომთხოვეს და სიტყვიერად დამემუქრნენ. ჩვენ იმ გვარის ვართ უკანდახევა რომ არ სჩვევიათ! შინაგან […]

საქართველოს მთავრობის მეთაურთან ნათლად ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომაა და არ უნდა იქნას მიღებული, ახლა არაფერი შეცვლილა – ოლაფ შოლცი

საქართველოს მთავრობის მეთაურთან ძალიან ნათლად ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომაა და ის არ უნდა იქნას მიღებული, ახლა არაფერი შეცვლილა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა შვეიცარიის პრეზიდენტ, ვიოლა ამჰერდთან ერთად, 15 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. „აქ, ზუსტად ამ ადგილას, საქართველოს მთავრობის მეთაურთან ერთად ვიდექი და ძალიან-ძალიან ნათლად ვთქვი, […]

უკრაინაში აზარტული თამაშების რეკლამაში სამხედრო სიმბოლოების გამოყენება აკრძალეს

უკრაინის მთავრობამ, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს დავალებით, მიიღო გადაწყვეტილება აზარტული თამაშების დამატებითი სახელმწიფო რეგულირების, კერძოდ აზარტული თამაშების რეკლამაში სამხედრო სიმბოლოების გამოყენების აკრძალვის შესახებ. ამის შესახებ უმაღლეს რადაში მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა ტარას მელნიჩუკმა ტელეგრამის საკუთარ გვერდზე დაწერა. 2024 წლის 20 აპრილს პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას „ინტერნეტში აზარტული თამაშების […]

ფავლენიშვილი: სადარბაზოსთან დამხვდა 5 ადამიანი – ცოლთან და 1 წლის შვილთან ერთად ვიყავი

ნაციონალური მოძრაობის წევრ, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, მას 5 სპორტულად ჩაცმული პირი სადარბაზოსთან დახვდა და სიტყვიერად დაემუქრა მაშინ, როცა ის ცოლთან და ერთი წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა. “დღეს, დღის, 12 საათზე სადარბაზოსთან დამხვდა 5 პირბადიანი, სპორტულად ჩაცმული ზონდერი. ცოლთან და 1 წლის შვილთან ერთად ვიყავი, გვერდზე გაყვანა მომთხოვეს და სიტყვიერად დამემუქრნენ. ჩვენ იმ გვარის ვართ, უკანდახევა […]

სანქტ-პეტერბურგის სამხედრო აკადემიაში აფეთქება მოხდა, დაიჭრა შვიდი ადამიანი

პარასკევს საღამოს აფეთქება მოხდა სანქტ-პეტერბურგში, ბუდიონის სახელობის კომუნიკაციების სამხედრო აკადემიის ტერიტორიაზე. წინასწარი მონაცემებით, მიზეზი შესაძლოა იყოს უპილოტო საფრენი აპარატების იერიში. ამავე დროს ადგილობრივი გამოცემა „როტონდა“ იტყობინება სასწავლო ამუნიციის საწყობის აფეთქების შესახებ. გამოცემა „ბუმაგა“ თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქება მოხდა შენობის შიგნით. მედია ავრცელებს ინფორმაციას შვიდი დაშავებულის შესახებ, მათგან ორი მძიმედ არის დაჭრილი და ისინი სასწრაფო […]