“ჩვეულებრივი სახელმწიფო ტერორია” – შსს აქციის მონაწილეებს იბარებს

როგორც პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, შსს ხალხს “მასიურად” იბარებს და მათ შორის, მასაც დაუკავშირდნენ “აქციებთან დაკავშირებით” გამოკითხვაზე დასაბარებლად. იგი მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოკითხვაზე ადვოკატის გარეშე არ მივიდნენ. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ზურაბ ჯაფარიძე ჰყვება, რომ კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელს მისთვის არ აუხსნია, რა საქმის ფარგლებში დაიბარეს და ამბობს, რომ მათთან საუბრისას, მოსამართლის […]
„ე.წ რუსული კანონის თანახმად, მოთხოვნისას სქესობრივ ცხოვრებაზე ინფორმაციის წარდგენა სავალდებულო ხდება“ – ტაბულა

ე.წ რუსული კანონის საბოლოო ვერსიით, იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს ფიზიკური პირების პერსონალური მონაცემების, მათ შორის საიდუმლოებებისა და “განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების” – სქესობრივი ცხოვრების, ფილოსოფიური და სხვაგვარი მრწამსის, პოლიტიკური შეხედულებების, პროფესიული კავშირის წევრობის შესახებ ინფორმაციისა და სხვა ცნობების მოძიების უფლება ექნება. როგორც კანონში წერია, უფლებამოსილ პირს “უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, “პერსონალურ […]
რუსულ-ქართულ ბიზნეს საბჭოზე გადახდებისთვის რუბლისა და ლარის ორმხრივი გამოყენება განიხილეს

რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცეპრეზიდენტმა ვლადიმირ პადალკომ რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს სხდომაზე საბჭოს საქმიანობა დადებითად შეაფასა და ეროვნული ვალუტების, რუბლისა და ლარის ორმხრივი გამოყენების საჭიროებაზე ისაუბრა. პადალკომ იმედი გამოთქვა, რომ “საგარეო საქმეთა სამინისტროები საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე მუშაობას გააქტიურებენ”. ამის შესახებ საბჭოს პრესრელიზში წერია. “სამომავლოდ ეროვნული ვალუტის თვალსაზრისით ორმხრივ ანგარიშსწორებაზე უნდა გადავიდეთ, რათა გადახდის […]
შველიძე: 30 წუთის წინ დამხვდნენ სახლთან – მეზობლებისგან ვიცი, რომ მთელი დღე მელოდებოდნენ

ლუკა შველიძემ მასზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დეტალური კომენტარი ფორმულას ეთერში გააჟღერა. შველიძის თქმით, ოთხი ნიღბიანი პირი მას მაშინ დაესხა თავს, როცა სახლში ბრუნდებოდა. “სადღაც 30 წუთის წინ სახლთან დამხვდნენ და ჩემი მეზობლების ინფორმაციით ვიცით, რომ მთელი დღე მელოდებოდნენ – მე უბრალოდ გასული ვიყავი სახლიდან. შემოსვლის თანავე წამოვიდა 2 ადამიანი, რომელმაც ხელი მომკიდა და პალტოზ ჩამავლო […]
“ქართველებო, ეს უნდა იცოდეთ!” – რუსი ოპოზიციონერები

ვიდეოგზავნილები ქართველი ხალხისადმი – რუსი ოპოზიციონერები, რომლებიც პუტინის რეჟიმმა იძულებული გახადა ქვეყნიდან ემიგრაციაში წასულიყვნენ, რუსული კანონის მოწინააღმდეგე ქართულ საზოგადოებას მიმართავენ. “ქართველებო, მნიშვნელოვანია ამის ცოდნა, რომ იგივე არ დაგემართოთ რაც ჩვენ. მე ვარ მაშა. პოლიტიკური აქტივისტი ჩელიაბინსკიდან. 2022 წლის იანვარში იძულებული გავხდი გავქცეულიყავი რუსეთიდან. უცხოური აგენტების კანონი ჩემი გაქცევის მიზეზი გახდა, რადგან თავიდან შეიძლება იფიქროთ, რომ […]
რა თანხას ხარჯავს “ოცნება” საპროტესტო აქციებისთვის პოლიციელების მობილიზებაში?

რა თანხას ხარჯავს “ქართული ოცნება” საპროტესტო აქციებისთვის პოლიციელების მობილიზებაში – “რადიო თავისუფლების” კვლევის თანახმად, 2024 წელს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე მოყვანილი სამართალდამცველების ლანჩისთვის 15 დღეში ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარი დაიხარჯა. “რადიო თავისუფლების” მიერ გავრცელებულ ვრცელ სტატიაში ვკითხულობთ, რომ სამინისტრომ თითოეულ დღეს 200-იდან 9-ათასამდე პოლიციელი გამოკვება. ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსული კანონის რეინიცირებამდე პოლიციელთა […]
ლაშა დიაროვიც გამოკითხვაზე დაიბარეს – “ადვოკატის გარეშე ფეხი არ შედგათ პოლიციის შენობაში”

“სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლაშა დიაროვი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე დაიბარეს. დიაროვი სოციალურ ქსელში წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილე მოქალაქეების გამოკითხვაზე დაბარება ხალხის დაშინების მცდელობაა. 4-მა კაცმა დამირეკა, ზოგი გამომძიებელი იყო, ზოგი უბნის ინსპექტორი, ბოლოს ეს ფურცელი გადმომცეს და წავიდნენ. ხალხის შეშინებას ცდილობენ. არავის არაფრის არ შეგეშინდეთ […]
გარდაიცვალა ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე

გარდაიცვალა ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე 73 წლის ასაკში გარდაიცვალა ყოფილი სახელმწიფო მინისტრი (ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში) ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გიორგი გამსახურდია ავრცელებს. ავთანდილ ჯორბენაძე დაიბადა 1951 წელს ლანჩხუთში. 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1974-1975 წლებში იყო ქ. თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ინტერნი; 1975-1976 წლებში — 29-ე პოლიკლინიკის ექიმი-თერაპევტი; 1976-1978 წლებში […]
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა

73 წლის ასაკში, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა. ავთანდილ ჯორბენაძე 1999 წლის 10 დეკემბრიდან 2001 წლის 22 დეკემბრამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იყო. 2001 წლის 22 დეკემბრიდან 2003 წლის 27 ნოემბრამდე კი სახელმწიფო მინისტრი. 2011 წლიდან დღემდე იყო აკადემიკოსი ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
Twitter-მა ოფიციალურად შეცვალა დომენის სახელი და გახდა X.com

სოციალურმა ქსელმა, რომელსაც ადრე Twitter ერქვა, ოფიციალურად შეიცვალა დომენის სახელი. ეს ნიშნავს, რომ როდესაც მომხმარებლები შედიან twitter.com ბრაუზერში, ისინი უნდა გადამისამართდნენ დომენ x.com-ზე. ამის შესახებ Verge წერს. გარდა ამისა, X-ზე შესვლისას გვერდის ბოლოში გამოჩნდება შეტყობინება, რომელშიც მითითებულია, რომ URL შეიცვალა, მაგრამ მომხმარებლებს არწმუნებენ, რომ მათი კონფიდენციალურობის პარამეტრები და მონაცემთა დაცვა უცვლელი რჩება. პლატფორმის მომხმარებლებმა ასევე […]