“ამაყად, თავდაჯერებულად, უბრალოდ… თბილისურად!” – ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია: როგორი ღირსეული, თავშეკავებული და ჭირთამთმენია ჩვენი თბილისი… უყურებ მის ერთიანობას, სწორ პოზიციას, კრიტიკულ მომენტში მობილიზების უნარს და რწმუნდები, რომ მართლაც არსებობს ერთიანი გონი, რომელიც, რაღაც ფარული ძაფებით, ყოველგვარი მესიჯბოქსებისა და შეთანხმებების გარეშე, დგამს ერთად- ერთ სწორ ნაბიჯს! იღებს ერთად- ერთ სამართლიან გადაწყვეტილებას! რა ამბავი ატეხეს, სოფელი ჩამოიყვანესო, მარშიტკებიო, სუნიანებიო,.. ძალით მოყვანილი […]

ვახუშტი მენაბდის განმარტებით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონით, იუსტიციის სამინისტროს, რომელიმე ორგანიზაციის მონიტორინგის ფარგლებში, შეეძლება კერძო პირს მათ შორის პოლიტიკური კუთვნილებისა და სქესობრივი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მოსთხოვოს

პარლამენტმა კანონი ფიზიკურ პირებზე გაავრცელა, თუმცა იქამდე უმრავლესობა გვარწმუნებდა, რომ ის მარტო ორგანიზაციებს შეეხებოდა – ერთი მოსმენაც ვერ გაძლეს, რომ არ გაემჟღავნებინათ ნამდვილი მიზნები, – ასე აფასებს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტში განხორციელებულ ცვლილებებს კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე. როგორც მენაბდე სოციალურ ქსელში განმარტავს, თუ იუსტიციის სამინისტრო რომელიმე ორგანიზაციის მონიტორინგის ფარგლებში კერძო პირს ინფორმაციის წარდგენას […]

ვინც, აი ამ ჟამს არ დგახართ ხალხთან ერთად, თვითონ ამოიშალეთ თავი – ანიტა რაჭველიშვილი

ვინც, აი ამ ჟამს არ დგახართ ხალხთან ერთად, თვითონ ამოიშალეთ თავი – ანიტა რაჭველიშვილი მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი მისგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან ურთიერთობას არ აპირებს და მოუწოდებს, თავადვე დატოვონ მისი ფეისბუქ სამეგობრო. საკითხი ეხება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით მოსაზრებებს. რაჭველიშვილი ერთ-ერთია, ვინც კანონს აპროტესტებს და მიიჩნევს, რომ ის რუსულია. “ვინც, აი ამ ჟამს, ნეიტრალურები […]

“აგენტების კანონის” კიდევ ორი მოწინააღმდეგე აცხადებს, რომ ჩაუსაფრდნენ

პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ 17 მაისს, დღის 12 საათზე 5 პირბადიანი პირი დახვდა სადარბაზოსთან და დაემუქრა. “დღეს, დღის, 12 საათზე სადარბაზოსთან დამხვდა 5 პირბადიანი, სპორტულად ჩაცმული ზონდერი. ცოლთან და 1 წლის შვილთან ერთად ვიყავი, გვერდზე გაყვანა მომთხოვეს და სიტყვიერად დამემუქრნენ”, – წერს ის. გარდა ამისა, ასევე “შეცვალეს” აქტივისტი ტიტე გედენიძე […]

ლევან ხაბეიშვილი – წამლავენ ახალგაზრდებს, თავებს უტეხავენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, მათ მშობლებს ემუქრებიან სატელეფონო ზარებით შვილის ლიკვიდაციით – თუ დახოცეთ ახალგაზრდები, მოქალაქეები, ვისთვის გინდათ კანონი?!

წამლავენ ახალგაზრდებს, თავებს უტეხავენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, მათ მშობლებს აშანტაჟებენ, ემუქრებიან ღია სატელეფონო ზარებით შვილის ლიკვიდაციით. თუ დახოცეთ ახალგაზრდები, მოქალაქეები, ვისთვის გინდათ კანონი?! – წერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ხელისუფლება უმძიმეს დანაშაულს აწერს ხელს. “წამლავენ ახალგაზრდებს, თავებს უტეხავენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, ლეწავენ, ფსიქიკას […]

“პურის ფასს არაფერი ემუქრება” – პურპროდუქტების ასოციაცია

ლარი ორ დღეში დოლართან მიმართებით 12 თეთრით, ევროსთან კი 8 თეთრით გაუფასურდა – სავალუტო რყევების განგრძობადობის რისკების ფონზე ბიზნესი სამომხმარებლო პროდუქციის გაძვირებაზე ალაპარაკდა. პურის ფასს საფრთხე არ ემუქრება – ამბობს პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე. მალხაზ დოლიძის თქმით, საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასი სტაბილურია, ამ პირობებში კი 1 კილოგრამი ფქვილის ღირებულება 49 ლარია, რაც არსებული ფასის შენარჩუნების საშუალებას […]

საუდის არაბეთის პარფიუმერიის ბაზრის მოცულობა 2023 წელს $1.8 მილიარდი იყო

საუდის არაბეთის პარფიუმერიის ბაზარი სწრაფი ტემპებით ვითარდება. ბაზრის მოცულობა 2023 წელს 1.8 მილიარდი დოლარი იყო. 2032 წლისთვის კი 2,6 მილიარდ დოლარამდე ზრდას ელოდებიან. როგორც ადგილობრივი მედია წერს საუდის არაბეთში ადგილობრივი წარმოების სუნამოების გაყიდვების ზრდა უხსნის შესაძლებლობებს ინვესტორებს, რომ აღარ შემოიფარგლონ მხოლოდ საერთაშორისო ბრენდებით. ამასთან ქალთა უფლებების და შესაძლებლობების გაფართოება და ტურიზმის ზრდა ბაზრის კიდევ უფრო […]

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო გეგმა – “ქართული ოცნება” პრეზიდენტს ისევ კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს

პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის იმ ინიციატივაზე საუბრობს, რომელიც, საარჩევნოდ, ე.წ. პროდასავლური ფრონტის შექმნას უკავშირდება. შალვა პაპუაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი, საკუთარი პოლიტიკური გეგმებით, ისევ კონსტიტუციას არღვევს, რომლის 51-ე მუხლშიც წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტს უფლება არ აქვს, ეკავოს სხვა თანამდებობა და არ შეიძლება, იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი. საარჩევნოდ აქტიურობის გეგმა ზურაბიშვილს არც უცხოელ სტუმრებთან დაუმალავს და არც – […]

პირველი ტაიმის შემდეგ “ნაპოლი” “ფიორენტინასთან” 1:2 მარცხდება

სერია A-ს 37-ე ტურში „ნაპოლი“ პირველი ტაიმის შემდეგ „ფიორენტინასთან“ 1:2 მარცხდება. სტუმრები დებიუტში უკეთესად გამოიყურებოდნენ და რაჰმანიმ დააწინაურა, რომელმაც კუთხურიდან პოლიტანოს ჩაწოდებულ ბურთს თავით ტერაჩანოს კარში მიუჩინა ადგილი. კვარაცხელია აქტიური იყო, სამჯერ სცადა გატანა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. აქედან მოყოლებული მასპინძლები უპირატესობას დაეუფლენ და ბირაგიმ საჯარიმოდან ანგარიში გაათანაბრა, ცოტა ხანში კი ნზოლამ ფლორენციელები დააწინაურა. ამ […]

“მოთარეშე ზონდერებზე ხომ არ ფლობთ ინფორმაციას? სადარბაზოსთან დამხვდა 5 პირბადიანი” – ირაკლი ფავლენიშვილი

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი: დღეს, დღის, 12 საათზე სადარბაზოსთან დამხვდა 5 პირბადიანი, სპორტულად ჩაცმული ზონდერი. ცოლთან და 1 წლის შვილთან ერთად ვიყავი, გვერდზე გაყვანა მომთხოვეს და სიტყვიერად დამემუქრნენ. ჩვენ იმ გვარის ვართ, უკანდახევა რომ არ სჩვევიათ! #გავიმარჯვებთსახელოვნად შინაგან საქმეთა სამინისტრო დღისით, მზისით ქალაქის ქუჩებში მოთარეშე ზონდერებზე ხომ არ ფლობთ ინფორმაციას.