სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო გეგმა – “ქართული ოცნება” პრეზიდენტს ისევ კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს

პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის იმ ინიციატივაზე საუბრობს, რომელიც, საარჩევნოდ, ე.წ. პროდასავლური ფრონტის შექმნას უკავშირდება. შალვა პაპუაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი, საკუთარი პოლიტიკური გეგმებით, ისევ კონსტიტუციას არღვევს, რომლის 51-ე მუხლშიც წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტს უფლება არ აქვს, ეკავოს სხვა თანამდებობა და არ შეიძლება, იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი.

საარჩევნოდ აქტიურობის გეგმა ზურაბიშვილს არც უცხოელ სტუმრებთან დაუმალავს და არც – უცხოურ მედიასთან. სწორედ CNN-ის ეთერში განაცხადა პრეზიდენტმა პირველად, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების პროევროპულ ფრონტს უხელმძღვანელებს, თუმცა არჩევნებში უშუალოდ არ ჩაერთვება. ოპოზიციის ნაწილი ზურაბიშვილის გეგმას იზიარებს.

“გირჩი” ერთადერთია, რომელიც ზურაბიშვილის გაერთიანებაში ადგილს ვერ ხედავს. მეტ კონკრეტიკას ითხოვს პრეზიდენტისგან გახარიას გუნდი.

“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ პრეზიდენტი, დიდი ხანია, საკუთარი ქვეყნისა და ხელისუფლების ოპოზიციაშია და მისი გეგმა უკვე ოპოზიციური ფლანგის ლიდერობაა, რაც, მმართველი გუნდის თქმით, მხოლოდ მასზე არაა დამოკიდებული.

პროდასავლური ფრონტი მეორე ფრონტისთვის – ასეთია პრემიერ-მინისტრის შეფასება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ “კოლექტიური ნაცმოძრაობა”, დიდი ხანია, ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნისთვის იბრძვის და ეს გეგმა ზურაბიშვილის განცხადებამაც დაადასტურა.

სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციური პარტიების გაერთიანების მცდელობა აქამდეც არაერთხელ ჰქონია, თუმცა ამჯერად პრეზიდენტის ინიციატივა არჩევნებს უკავშირდება, რომელსაც თავად რეფერენდუმს უწოდებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება