ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, რაფაჰში საჰაერო იერიშის შედეგად „ისლამური ჯიჰადის“ ერთ-ერთი მეთაური დაიღუპა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, რაფაჰში საჰაერო იერიშის შედეგად „ისლამური ჯიჰადის“ ერთ-ერთი მეთაური დაიღუპა. „როგორც მისი როლის ნაწილი, იგი რაფაჰში ისრაელის თავდაცვის ძალების მანევრისთვის მტრის მომზადებაზე იყო პასუხისმგებელი“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, რაფაჰში ისრაელის საჰაერო ძალების სამიზნეს იარაღის საცავები და ტერორისტული დაჯგუფებების ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა. სულ, გასული დღის განმავლობაში ისრაელის საჰაერო ძალებმა […]

დარჩა მხოლოდ ერთი კანდიდატი – “ბაიერნი” დე ძერბის ვარიანტზე გადაერთო

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციიით, “ბაიერნს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მხოლოდ ერთი კანდიდატურა შემორჩა და ეს “ბრაიტონის” ამჟამინდელი თავკაცი რობერტო დე ძერბია. მიუნხენელები რამდენიმე სპეციალისტთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, შემდეგ კი მოქმედი დამრიგებლის ტომას ტუხელის შენარჩუნება სურდათ, თუმცა არცერთი ვარიანტი არ გამოვიდა. იტალიელი სპეციალისტის გამოსასყიდ თანხად 15 მილიონი ევრო სახელდება, რადგან მას “ბრაიტონთან” კონტრაქტი აკავშირებს. შეგახსენებთ, რომ “ბაიერნმა” […]

ბიშკეკში დემონსტრანტებმა გზები გადაკეტეს – საპოლიციო მობილიზების ფონზე, დაიწყო დაკავებები

18 მაისის ღამეს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში დემონსტრანტებმა გზები გადაკეტეს. გავრცელებული ინფორმაციით, მომიტინგეები შეიკრიბნენ კურმანჯან დატკას ქუჩისა და ჩუის გამზირის კვეთასთან. ისინი 13 მაისს, ადგილობრივებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის ქალაქში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ეზოში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე სამართლიანობას ითხოვდნენ. ჩხუბის მონაწილეები იყვნენ უცხოელები, სავარაუდოდ ეგვიპტიდან და პაკისტანიდან, რომლებმაც სცემეს რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრები. ამის გამო ბიშკეკის […]

კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტების თქმით, მათ თსუ-სთან ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტების ნაწილი ამბობს, რომ თსუ-ს მე-2 კორპუსთან, სადაც ისინი ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად, პროტესტის გამოსახატავად შეიკრიბნენ, მათ გარკვეული ჯგუფი ფიზიკურად დაუპირისპირდა. სტუდენტების ნაწილი თსუ-ს მე-2 კორპუსის შესასვლელთან შეიკრიბა, რათა ლექციის ჩასატარებლად უნივერსიტეტში მისულ ირაკლი კობახიძეს ბანერებით დახვედროდნენ და რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტი ასე გამოეხატათ. “დღეს მშვიდობიანი პროტესტი გვქონდა დაგეგმილი, უბრალოდ უნდა ვმდგარიყავით […]

თსუ-ს შენობა პრემიერ-მინისტრმა ხმაურის ფონზე დატოვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხმაურის ფონზე დატოვა. ის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან რამდენიმე წუთის წინ გავიდა. საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტებმა პრემიერ-მინისტრი შეძახილების ფონზე გააცილეს. ასევე, მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ “ქართული ოცნების” ახალგაზრდულო ფრთის წარმომადგენლებიც. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

რუსულმა კონსორციუმმა Yandex-ის $5.2 მილიარდად შეძენის პირობები გაასაჯაროვა

ნიდერლანდებში დაფუძნებულმა კორპორაცია Yandex NV-მა რუსული ბიზნესის გაყიდვის გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო. ქვეყანაში ტექნოლოგიურ ჯგუფ Yandex-ის აქტივებს რუსი ინვესტორების მიერ მართული კონსორციუმი შეიძენს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ორშაბათს გამოქვეყნებული პირობებით, გარიგების ღირებულება $5.2 მილიარდი იქნება. მხარეებს შორის ანგარიშსწორება ნაღდი ფულისა და აქტივების საშუალებით შედგება. შეძენისა და სვოპის გზით, კონსორციუმი Yandex NV-სგან მაქსიმუმ 107 729 866 […]

The Wall Street Journal – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ კანონპროექტის წარდგენას გეგმავს, რომელიც შესაძლო სანქციებსაც ითვალისწინებს

საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ კონგრესმენი, ჯო უილსონი კანონპროექტის წარდგენას გეგმავს, – ამის შესახებ The Wall Street Journal-ის სტატიაშია ნათქვამი. „აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ჯო უილსონი საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ კანონპროექტის წარდგენას გეგმავს. კანონპროექტი მოითხოვს, რომ სახელმწიფო მდივანმა კონგრესს საქართველოში არასათანადო პოლიტიკური გავლენის, კლეპტოკრატიის, ელიტური კორუფციის, სანქციების თავიდან აცილების და რუსეთის დაზვერვის აქტივების […]

ლაშა ფარულავა – მამაჩემს დილის ხუთ საათზე ურეკავდნენ და ჩემი ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ, მისმა ჯანმრთელობამ ვერ გაუძლო და ახლა რეანიმაციაშია – სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, ყველას დავსჯით კანონის წინაშე

მამაჩემს დილის ხუთ საათზე ურეკავდნენ და ჩემი ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ. ჩემი ფიზიკური ანგარიშსწორება ვერ შეძლეს, მაგრამ მამაჩემის ჯანმრთელობამ ვერ გაუძლო და ახლა რეანიმაციაშია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, ყველა დამნაშავე კანონის წინაშე პასუხს აგებს. „ეს არის კონკრეტული ნომერი, რომელი ნომრიდანაც ურეკავდნენ მამაჩემს და ემუქრებოდნენ შვილის, ჩემი […]

“აქ თავს უსაფრთხოდ აღარ ვგრძნობ” – აქციაზე ნაცემი აშშ-ს მოქალაქე

13 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული აშშ-ს მოქალაქე ამბობს, რომ პოლიციელებმა უმიზეზოდ სცემეს. ის აპირებს, მიმართოს აშშ-ს საელჩოს და ქვეყანა რაც შეიძლება მალე დატოვოს, რადგან საქართველოში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. “ჩვენ უბრალოდ ვიდექით და ვიღებდით ყველაფერს. ვავრცელებდით მშვიდობას. ამისთვის ვარ სწორედ აქ, რომ მშვიდობა გავავრცელო. მათ [პოლიციელებმა] კი მოულოდნელად დამარტყეს. მერე რაღაც განათდა და […]

დის მკვლელობაში ბრალდებულ ძმას ბრალი წაუყენეს

პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დის მკვლელობაში ბრალდებულ ძმას ბრალი წაუყენეს. უწყების განცხადებით, ბრალდებული დას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას უზღუდავდა, ასევე დის მეუღლესთან დაშორების ფაქტს ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა. ბრალდებულმა და 16 მაისს მოკლა, რის შემდეგაც მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „თ“, „კ“ […]